ჰორმონალური დისბალანსის 9 სიმპტომი, რომლებიც ჩვენს გარეგნობაზე ცუდად აისახება
- 15.02.2018
1. აკნე
გამონაყარი შეიძლება იყოს კანის არასწორი მოვლის, არაბალანსირებელი კვების ან ქალებში მენსტრუალური ციკლის მოახლოვების მიზეზი. მაგრამ, თუ რაიმე ფაქტორების დამოუკიდებლად, აკნე თქვენი მუდმივი მეგზური გახდა, საქმე, დიდი ალბათობით, ჰორმონებშია.
2. ზედმეტი წონა
ვიღაცას შეუძლია ადვილად დაიკლოს წონაში, ვიღაც კი აგრძელებს გასუქებას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ჭამს და ვარჯიშობს კიდეც. ასეთი უსამართლობის მიზეზი შეიძლება ჰორმონალური პრობლემები იყოს. საყურადღებოა, რომ ჰორმონალური დისბალანსი არა მხოლოდ წონის დაკლებას უშლის ხელს, არამედ წონის მომატებასაც, ვინც პირიქით მომატებით არის დაინტერესებული.
3. დაღლილი იერი
ჰორმონების დისბალანსი ხშირად არის ცუდი ძილის მიზეზი. მაგრამ ისინიც, ვისაც ღამე ჩვილი ბავშვივით 8 საათი სძინავს, შეიძლება დაღლილი სახით იღვიძებდნენ. ხშირად ამის მიზეზი პროგესტერონის ჰორმონის სიჭარბეა. მისი კონცენტრაციის გაგება შეიძლება სისხლის ანალიზით.
4 . ოფლიანობა
ზედმეტი ოფლიანობა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ჰორმონალურ დარღვევებზე. მაგრამ სწორედ ჰორმონები უნდა შეიმოწმოთ, თუ ჭარბი ოფლის გამოყოფას თან ახლავს უცბად გაჩენილი სიცხისა და დახუთულობის შეგრძნება.
5. მუქი წრეები თვალების ირგვლივ
ჰორმონალური დისბალანსი ხშირად იწვევს უძილობას. ვერანაირი ტონალური ვერ დაფარავს მუქ წრეებს თვალების ირგვლივ, თუ სამი საათიც კი არ გეძინათ. ქრონიკული უძილობა შეიძლება ჩამოყალიბდეს მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაკლებობის შედეგად, ქალებში კი - პროგესტერონის.
6. დეპრესია
დეპრესია ასევე შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსის ერთ-ერთი სიმპტომი. ქალებისთვის ასეთი მდგომარეობა ბუნებრივად ითვლება მენსტრუაციის მოახლოვების, ფეხმძიმობისა და მენოპაუზის პერიოდში. მოწყენილობისა და აპათიის უფრო ხშირი შეტევების დროს საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
7 . მკერდის ფორმის ცვლილება
მკერდის რბილი ქსოვილის სიმკვრივე მცირდება ესტროგენის ნაკლებობის გამო. ამ ჰორმონის სიჭარბე კი შეიძლება გახდეს მკერდში უჩვეულო სიმკვრივეების მიზეზი. ასე რომ, თუ თქვენი მკერდი უმიზეზოდ მოეშვა ან რბილი ქსოვილების სიმკვრივეები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს.
8. თმის ცვენა
ყველაზე ეფექტური შამპუნებიც კი ვერ ამცირებენ თმის ცვენას, აუცილებლად შეიმოწმეთ ჰორმონები.
9. არასასურველი თმა
მუქი ფერის თმის გაჩენა მკერდზე, სახესა და სხვა ადგილებში, სადაც მანამდე არ გქონიათ, შეიძლება მეტყველებდეს ჰორმონალური ბალანსის სერიოზულ დარღვევებზე.
თემები: ჯანმრთელობა, რჩევები, ჰორმონები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია