ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ანგელოზის ფრთა და გაიგეთ, რა არის თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა
- 19.02.2018
შეხედეთ ფოტოს და აირჩიეთ ანგელოზს რომელიმე ფრთა. ახლა კი, ნახეთ შედეგები და გაიგეთ, როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში, რა არის თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა:
1. სულის ფრთები - თუ ეს ცისფერი ფრთები აირჩიეთ, თქვენ ბრძენი და ნაზი სული ხართ. ხართ ადამიანი, რომელმაც უკვე ბევრი რამ გამოსცადა, იცით, ცხოვრება ზოგჯერ კარგი, ცუდი და საშინელია, მაგრამ გესმით, რომ ყველაფერი მისი შემადგენელი ნაწილია. კეთილი გული გაქვთ და ოპტიმისტი ხართ და სწორედ ამის საშუალებით ცხოვრების სწორად წარმართვა შეგიძლიათ.
2. თუ მეორე, შავი და იისფერი ფრთები აირჩიეთ - მიუკერძოებელი და სამართლიანი ხართ, სამართლიანობის გრძნობა გამძაფრებული გაქვთ, რაც ძალიან იშვიათია. როცა როცა რაიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, ცდილობთ, ობიექტურად იმოქმედოთ და ამ გადაწყვეტილების მიღების გამო სხვებს არ ავნოთ. თქვენ გვერდით ყოფნა ადამიანებს სიამოვნებთ. მარტივად ხვდებით რა არის სწორი და რა შეცდომა და ყოველთვის იღებთ სწორ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ შეცდომის დაშვება უფრო მარტივია.
3. სიმართლის ფრთები - თუ მესამე ფრთა აირჩიეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ სიმართლითა და პატიოსნებით ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავს. თქვენ დანარჩენებს პატიოსანი ცხოვრების მაგალითს უჩვენებთ. გირჩევნიათ, მეგობარს მწარე სიმართლე უთხრათ და აწყენინოთ კიდეც ამის გამო, ვიდრე დაუმალოთ რეალობა.
4. სიყვარულის ფრთები - თუ მეოთხე ფრთა აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ როცა საქმე სიყვარულს ეხება, თქვენ ვნებიანი და უკომპრომისო ხართ. რომანტიკული გული და შეყვარებული სული გაქვთ. თქვენი სიყვარული უპირობოა და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. შეიძლება გული გეტკინოთ, სიყვარულში მწარე გამოცდილება მიიღოთ, მაგრამ ეს ვერ აიძულებს თქვენს გულს, რომ აღარ უყვარდეს.
5. წარმატების ფრთები - თუ მეხუთე ფრთა აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა წარმატების მიღწევის სურვილია. ყველაზე მეტად წარმატების მიღწევა გინდათ. ყოველთვის ავლენთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და არ გაშინებთ ის, რომ წარმატების მიღწევამდე რთული და შორი გზაა.
6. იმედის ფრთები - თქვენ ოპტიმისტი, იმედით სავსე ადამიანი ხართ და ის ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ გტოვებთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან რთულ სიტუაციაშიც კი, იმედის სხივი შენიშნოს. შეგიძლიათ უარყოთ ყოველგვარი ნეგატივი. არ გიყვართ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ცხოვრება გაგირთულონ და განწყობა გაგიფუჭონ. ასეთი ხასიათის გამო თქვენი ცხოვრება მშვიდი და სასიამოვნოა.
7. მეომრის ფრთები - თუ მეშვიდე ფრთა აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენში ნამდვილი მეომარი ცხოვრობს. არასოდეს ნებდებით, არაფრის გეშინიათ და ურთულესი გამოწვევებისთვისაც კი ყოველთვის მზად ხართ. ხშირად თქვენი საყვარელი ადამიანების დამცველის ფუნქციასაც ითავსებთ, გიყვართ ადამიანების გამოსარჩლება. ფარ-ხმალს არასოდეს ყრით და ამიტომაც ყველა ბრძოლა თქვენი გამარჯვებით სრულდება.
8. მეოცნების ფრთები - თუ მერვე ფრთა აირჩიეთ, ეს თქვენს მეოცნებე ხასიათზე მეტყველებს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევით და ყველაზე გიჟური ოცნებების რეალობად ქცევას ცდილობთ. გაქვთ ისეთი იდეები, როგორსაც სხვა ვერასოდეს მოიფიქრებდა. უნიკალური და ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხართ.
9. სურვილის ფრთები - თუ მეცხრე ფრთა აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ვნება და სურვილია. ხართ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება სურს. გინდათ, ქონდეთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება გქონდეთ, რათა შემდეგ თქვენი სურვილები დაიკმაყოფილოთ.
თემები: ტესტი, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://voice.meaww.com">https://voice.meaww.com</a>