LIFE

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

1. სამსახურში გამუდმებით დაგვიანება - ეტიკეტის ექსპერტი ოროპეზა რენდალი ამბობს, რომ პუნქტუალურობის გამოჩენა უმნიშვნელოვანესია. პროფესიონალი სამსახურში დროულად უნდა მივიდეს და მზად უნდა იყოს იმ საქმის გასაკეთებლად, რასაც მისგან ელოდებიან. 

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

2. ყველა შეხვედრაზე დაგვიანებით მისვლა - თათბირებზე დაგვიანებით მისვლა აჩვენებს, რომ თქვენს თანამშრომლებს პატივს არ სცემთ და არ უფრთხილდებით მათ დროს. თუ ადამიანებს ალოდინებთ, ეს უხეში და თავხედური საქციელია. 

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

3. ყოველთვის ნეგატიურ განწყობაზე ყოფნა - არ არის სასიამოვნო როცა სამსახურში თანამშრომელი მუდამ ცუდ განწყობაზეა, როცა მხოლოდ პესიმისტურ აზრებს აფრქვევს. არავის მოსწონს ფრაზები - „ეს საქმე არ გამოვა“, „ეს ძალიან რთული იქნება“, „წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გავაკეთო“. თუ მუდამ წუწუნებთ, ეს როგორც თქვენს ხელმძღვანელს, ასევე თქვენს თანამშრომლებს უარყოფით განწყობას შეუქმნის თქვენზე. ნეგატიური ენერგია გადამდებია და ასეთიადამიანები ოფისს უარყოფითი აურით ავსებენ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

4. მენეჯერებს არ მოსწონთ როცა საუბრობთ საკითხებზე, რომლებიც სამსახურს არ უკავშირდება - რენდალი ამბობს, რომ სანამ სამსახურთან აცდენილ საკითხებზე გაუჩერებლად ლაპარაკს დაიწყებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. მენეჯერებს, დიდი ალბათობით, საერთოდ არ სურთ სხვა ამბების მოსმენა და უფრო მეტიც, აღიზიანებთ, ვინაიდან სამსახურის საქმეებისთვის განკუთვნილ დროს უსარგებლო საუბარში ხარჯავთ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

5. მენეჯერებს არ მოსწონთ, როცა თანამშრომლებს რაიმისთვის ხელმოწერებს, ან შეწირულობას სთხოვთ - სანამ თანამშრომლებს ჩამოივლით და ყველას სთხოვთ რაიმეზე ხელმოწერას, მანამდე კარგად გაეცანით კომპანიის პოლიტიკას და პროცედურებს. კომპანიების უმეტესობაში აკრძალულია მსგავსი ქმედება, განსაკუთრებით სამუშაო საათებში, ვინაიდან ეს ქაოსს იწვევს.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

6. მენეჯერებს ღიზიანდებიან, როცა ხედავენ, რომ კომპიუტერთან უსაქმოდ სხედხართ - უსაქმოდ ყოფნა, ბუნებრივია, გამაღიზიანებელია არა მარტო უფროსისთვის, არამედ, თანამშრომლებისთვისაც და არ გაგიკვირდეთ, რომ მათ თქვენი ქმედების შესახებ უფროსთანაც კი ისაუბრონ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

7. თუ მთელ დროს „ფეისბუქში“ ატარებთ - როცა ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ დროს კი თქვენ „ფეისბუქს“ სქროლავთ, ან მეგობრებს ესაუბრებით, ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ნამდვილად ცუდ შედეგებს მოგიტანთ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

8. ყოველი ახალი დავალების შესახებ ასობით კითხვის დასმა - ზოგჯერ თანამშრომლები სულელურ კითხვებსაც სვამენ, ისეთებს, რომლებზე პასუხიც ან თავადვე იციან, ან რომელთა ცოდნაც საჭირო არ არის. როცა ახალ პროექტს იწყებთ, ყველა კითხვა ერთად შეაგროვეთ და ყველა მათგანზე პასუხი ერთდროულად მიიღეთ. ცალ-ცალკე ნუ დაუსვამთ ამ შეკითხვებს უფროსს.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

9. მენეჯერებს აღიზიანებთ როცა სამსახურში, მოუწესრიგებელი, მოუვლელი დადიხართ, ჭუჭყიანი თმით - სამსახურს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ და გარდა იმისა, რომ პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინოთ, ჰიგიენაზე ზრუნვაც არ უნდა დაგავიწყდეთ. მოუწესრიგებელი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც არ იცავს ჰიგიენას, სასიამოვნო არ არის.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

10. სამსახურში სამზარეულოს მოუწესრიგებლად დატოვება - ყველასთვის გამაღიზიანებელია როცა ყავას მიირთმევთ და ჭიქას გაურეცხავს დატოვებთ. ის, რასაც აურევთ, თავადვე უნდა დაალაგოთ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

11. გამაღიზიანებელია ავადმყოფობის მომიზეზება მაშინ, როცა ავად არ ხართ - ყოველ კვირაში ავად არავინ ხდება, ასე რომ, გვერწმუნეთ თქვენს უფროსს თქვენი „გამოჭერა“ არ გაუჭირდება.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

12. სამსახურში რაიმის გაყიდვა - თითქმის ყველა სამსახურში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თანამშრომლებში რაღაცებს ყიდიან. მაგრამ ეს, როგორც წესი, მენეჯერებს არ სიამოვნებთ, რადგანაც თქვენ სამსახურისთვის განკუთვნილ დროს კარგავთ და სხვებსაც აცდენთ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

13. გამაღიზიანებელია თათბირის დროს ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა - შეიძლება ფიქრობთ, რომ ერთდროულად ბევრ რამეზე შეგიძლიათ კონცენტრირება, მაგრამ რეალურად სრულყოფილად ვერც ერთ საქმეს ვერ აკეთებთ. რატომ არ შეიძლება საჭესთან მესიჯების წერა? - იმიტომ, რომ კარგავთ კონცენტრაციას. ამიტომაც, უმჯობესია თათბირის დროს გამორთოთ ტელეფონი და მაქსიმალურად კონცენტრირდეთ განსახილველ საკითხებზე.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

14. მენეჯერებს არ უყვართ, როცა თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით პირად საკითხებს აგვარებენ - არაპროფესიონალური ქმედებაა, როცა მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ესაუბრებით, ან sms-ებს სწერთ. ამ საქმით შეგიძლიათ ლანჩის დროს დაკავდეთ. არასოდეს იცით თქვენი უფროსი რა დროს გამოივლის. გვერწმუნეთ, თქვენ რომ უფროსი იყოთ, არც თქვენ მოგეწონებოდათ მსგავსი ქმედება.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

15. გამაღიზიანებელია, როდესაც სამსახურში ადამიანების მცირე ჯგუფთან მეგობრობთ და დანარჩენებს უგულებელყოფთ - საუკეთესოა თანამშრომელი, რომელიც ყველას მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს და ამით მთელ ოფისს დადებითი ენერგიით ავსებს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან მეგობრობა და სხვებზე ჭორაობა ყველასთვის გამაღიზიანებელია. ეს შეუმჩნეველი არ რჩება.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

16. გამაღიზიანებელია ცნობისმოყვარეობა იმ საკითხებისადმი, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის - არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოთ და ისეთი საკითხების მიმართ, რაც თქვენ არ გეხებათ, ცნობისმოყვარეობა არ უნდა გამოიჩინოთ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

17. მენეჯერებს არ მოსწონთ როცა სამსახურიდან სახლში ყველაფერი მიგაქვთ - თუ ყოველ შაბათ-კვირას სახლში მიგაქვთ სამსახურის ინვენტარი - კალმები, დღიურები, ფურცლები, საქაღალდეები, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს, რომ სამსახურის ნივთებს იპარავთ. ნივთები წაიღეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის საქმისთვის გჭირდებათ და აუცილებლად იკითხეთ, შეიძლება თუ არა მათი წაღება.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

18. არავის მოსწონს მთვრალი თანამშრომელი - ზოგიერთ ადამიანს ჩვევად აქვს სამსახურში ლუდის მირთმევა. თუმცა ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ბუნებრივია, აღარ ხართ შრომისუნარიანი და სხვებსაც ხელს უშლით მუშაობაში. მაშინაც კი, თუ რაიმეს ყველა თანამშრომელი ერთად აღნიშნავთ, არ არის მიზანშეწონილი დალევა. გართობა და ალკოჰოლი მხოლოდ სამსახურის შემდეგ.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ

19. გამაღიზიანებელია, როცა სამსახურში ხართ და ამ დროს ახალ სამსახურს ეძებთ - ძალიან ცუდი და არაკორექტული ფორმაა ახალი სამსახურის ძებნა მაშინ, როცა ოფისში ხართ. მენეჯერისთვის ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. მსგავს ქმედებას სჯობს მიხვიდეთ უფროსთან და დაელაპარაკოთ, უთხრათ რა არ მოგწონთ, რისი შესცვლა გსურთ, ან უბრალოდ, როცა სამუშაო დღე დასრულდება, სახლიდან მოძებნოთ ახალი სამსახური.

19 რამ, რაც მენეჯერებს თანამშრომლებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ



<a href="http://www.businessinsider.com/">http://www.businessinsider.com/</a>