ტანსაცმლის 11 ფერი, რომლებიც ყველაფერს მოგიყვებიან თქვენს ხასიათზე
- 23.02.2018
1. შავი
ვინც ჩაცმულობაში უპირატესობას შავ ფერს ანიჭებს - ის ამბიციური, მიზანდასახული, მაგრამ ამავე დროს მგრძნობიარე ადამიანია. შავი ფერი ეხმარება მათ გარშემომყოფების ყურადღების გადართვაში გარეგნობიდან პიროვნებაზე.
2. ყავისფერი
ისინი ოდნავ კონსერვატიული ადამიანები არიან, ყოველთვის ყველაფერში ეძებენ სიმშვიდეს, სტაბილურობასა და სიმყარეს. ქალი ყავისფერ კაბაში ან მამაკაცი ყავისფერ პიჯაკში საიმედო, ჭკვიანი და რაციონალური ადამიანის შთაბეჭდილებას ქმნიან. სინამდვილეში ასეც არის.
3. ლურჯი
ხშირად ლურჯი ფერის ტანსაცმელს ირჩევს კეთილი, თავაზიანი და ცოტა მორცხვი ადამიანი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ლურჯი ფერის მოყვარული ადამიანები კარგი მშობლები და სანიმუშო თანამშრომლები იქნებიან. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა - ასეთი ადამიანების მთავარი თვისებებია.
4. მწვანე
მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევიან, ცხოვრობენ კარგ რაიონში, გააჩნიათ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა. ხშირად ისინი რბილი ხასიათის, მზრუნველი და კეთილი ადამიანები არიან.
5. მელნისფერი
მელნისფერი ტანსაცმელი მიუთითებს კრეატიულობაზე, გამჭრიახობასა და სიყვარულზე ხელოვნების მიმართ. სპეციალისტების აზრით, ადამიანებს მელნისფერში - ემოციური და მგრძნობიარე ბუნება აქვთ. ასევე ისინი მეოცნებე, ვნებიანი და მისტიკის მოყვარულები არიან.
6. წითელი
წითელი - ვნებისა და ძალის ფერია. ეს ის ფერია, რომელიც უნდა აირჩიოთ, თუ ცდილობთ დაარწმუნოთ ან შთაბეჭდილება მოახდინოთ ვინმეზე. გარშემომყოფებისთვის ის ენერგიასთან, მოძრაობასა და ღელვასთან ასოცირდება. ის, ვინც წითელს ატარებს, - ნათელი, ადვილად აგზნებადი, ოდნავ ექსცენტრული ადამიანია.
7. ყვითელი
ყვითელი - ბედნიერების, მზისა და სიცილის ფერია. გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ყვითელი ფერი გარემოცვაში ზრდის სეროტონინის გამომუშავებას ტვინში, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამაღლებს განწყობას. ყვითელ ფერს ძირითადად იყენებენ აქტიური, შემოქმედებითი და საინტერესო გატაცებების მოყვარული ადამიანები.
8. თეთრი
თეთრი ფერი იზიდავს საიმედო ადამიანებს, მათ უყვართ თავისუფლება და ოპტიმისტურად უყურებენ ცხოვრებას. ისინი ყველაფერში აკურატულები არიან, რომლებსაც უყვართ ახალი წამოწყებები და მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. საერთოდ თეთრი შეიძლება ატარონ ნებისმიერი ხასიათის ადამიანებმა, ვინაიდან ის ნეიტრალური ფერია.
9. ვარდისფერი
ნაზი ვარდისფერი მშვიდი, თბილი და ქალური ფერია. ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი, რომელსაც ეს ფერი უყვარს, რომანტიკული და ოპტიმისტურია, ყველაზე მეტად აფასებს სიკეთეს და კომფორტს.
10. ნარინჯისფერი
ნარინჯისფერი - მხიარული, შემოქმედებითი და მიმზიდველია. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ამ ფერს, ოპტიმისტები, ენერგიულები, ცხოვრებისმოყვარულები არიან და უყვართ ცვლილებები. თუმცა ხანდახან ქარაფშუტები არიან, ისინი შეიძლება იყვნენ პატივმოყვარეები და ანგარებიანი.
11. რუხი
როგორც სტილისტებს უყვართ თქმა, რუხი - ეს ბალანსის ფერია. რუხი ფერი წარმოადგენს სიმშვიდისა და მომწიფებულობის სიმბოლოს. ვინაიდან ეს ნეიტრალური ფერია, ამიტომ იმ ადამიანის დახასიათება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მას, ძალიან ძნელია. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ეს არის ადამიანი, ვისაც არ უყვარს ყურადღების მიქცევა საკუთარი თავისადმი და ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას.
თემები: ტანსაცმელი, ქალი, ტესტი, ტრენდი, ჩაცმულობა, ფერები, ფერების ფსიქოლოგია
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია