ჯანმრთელობა

6 ფაქტი მცენარეული ალერგიის შესახებ

6 ფაქტი მცენარეული ალერგიის შესახებ

TREND და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგი მადონა დევიძე, წარმოგიდგენთ 6 ფაქტს მცენარეული ალერგიების შესახებ.
 

1. რა არის მცენარეული ალერგია?

ზოგიერთი ადამიანისთვის გაზაფხულის მოახლოვება, ზაფხულის მზიანი დღეების დადგომა ან შემოდგომის მოსვლა, სულაც არ არის სასიხარულო და ასოცირდება შემაწუხებელ და დამტანჯველ ალერგიულ გამოვლინებებთან.
მცენარეული ალერგია გამოწვეულია მცენარეთა მტვრით, რომელიც ჰაერის საშუალებით ვრცელდება მათი ყვავილობის დროს. სხვა და სხვა სეზონზე სხვა და სხვა მცენარეთა ჯგუფი ყვავის.


6 ფაქტი მცენარეული ალერგიის შესახებ

2. რა ალერგიული სიმპტომებით ვლინდება მცენარეული ალერგია?
 

- ცხვირის გაჭედვა
- ცემინება
- უხვი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან
- ცრემლდენა
- თვალების ქავილი
- ყელის ქავილი
- ხველა
- ხმაურიანი სუნთქვა/ვიზინგი
- გამონაყარი კანზე

3. როგორია მცენარეების ყვავილობის კალენდარი?


უმეტესწილად გაზაფხული დაკავშირებულია ხეების ყვავილობასთან, ზაფხული - ბალახებისა და მარცვლოვნების, ხოლო შემოდგომა - სარეველების. თუმცაღა, ადგილმდებარეობის, ამინდის თავისებურებისა და სხვა ფაქტორების გამო ყვავილობის კალენდარი შეიძლება შეიცვალოს.
საქართველოში გავცელებული მცენარეული ალერგენებია: კიპარისი, თხილი, მურყანი, ბალახები, ამბროზია, ავშანი და სხვ.


6 ფაქტი მცენარეული ალერგიის შესახებ

4. როგორ დავადგინოთ მცენარეული ალერგია?


პაციენტის გამოკითხვის საფუძველზე ალერგოლოგი ხვდება თუ რომელ მცენარეზე მიიტანოს ეჭვი.
მაგალითად, თუკი თქვენ ალერგიის სიმპტომები გივლინდებათ ყოველწლიურად მაისის თვეში და თვლით, რომ ამაში დამნაშვე მცენარე არის ჭადრის ხე, ის აგიხსნით, რომ ალერგიის გამოწვევა მხოლოდ მოყვავილე მცენარეს შეუძლია და ჭადარი გაციელბით ადრე ყვავის, ხოლო ე.წ ჭადრის „ბუსუსები“ კი მხოლოდ მექანიკურ გაღიზიანებას იწვევს კანზე ან ლორწოვანზე მოხვედრისას. თქვენი ალერგიის გამომწვევი მიზეზი კი სავარაუდოდ ამ დროს მოყვავილე ბალახები ან მარცვლოვნებია.
დიაგნოზის დასაზუსტებლად და დამნაშვე ალერგენის გამოსავლენად თქვენ ჩაგიტარდებათ გამოკვლევები კანის სინჯებით ან სისხლით. ცხვირის ნაცხით, სპირომეტრიით და სხვა კვლევებით გაიგებთ, თუ რომელი ორგანოა ჩართული ალერგიასთან ბრძოლაში, მაგ. თვალი, ცხვირი თუ ბრონქები.


6 ფაქტი მცენარეული ალერგიის შესახებ



5. როგორ ვუმკურნალოთ მცენარეულ ალერგიას?


რეკომენდებულია მცენარეული ალერგიის მკურნალობა დაიწყოთ სიმპტომების გამოვლინებამდე 1-2 კვირით ადრე და გააგრძელოთ ყვავილობის სეზონის დასრულებამდე.
მკურნალობა ტარდება ანტიალერგიული პრეპარატებით, სიმპტომების მიხედვით ცხვირის სპრეებით, თვალის წვეთებითა თუ შესასუნთქი აეროზოლებით.

ასევე მცენარეული ალერგიის მკრუნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება „ალერგიის ვაქცინები“, რომლის საშუალებითაც ხდება შეგუება ალერგიის გამომწვევ მცენარესთან.



6 ფაქტი მცენარეული ალერგიის შესახებ



6. როგორ დავიცვათ თავი მცენარეული ალერგიის შემთხვევაში მათი ყვავილობის სეზონზე?

- დროულად მიმართეთ ექიმს, დაიწყეთ მკურნალობა ყვავილობის სეზონის დაწყებამდე
- მოერიდეთ გარე აქტივობებს მზიან და ქარიან ამინდში
- ატარეთ მზის სათვალეები
- მიიღეთ შხაპი სახლში დაბრუნებისას
- გაიხადეთ და გარეცხეთ სამოსი, რომელიც გეცვათ გარეთ ყოფნის დროს
- თეთრეული და სამოსი გააშრეთ შენობაში ან საშრობში
- არ გააღოთ მანქანის ან სახლის ფანჯრები, გასაკუთრებით დილით
- გამოიყენეთ კონდიციონერები, მტვერსასრუტები HEPA ფილტრებით




ტელ: 0322 52 05 33

მის: 2/6 ლუბლიანას ქ. თბილისი

https://www.facebook.com/allergycentergeorgia/