„ინსტაგრამზე“ ქალები არა მხოლოდ მოდურ ფოტოებს აქვეყნებენ, არამედ თავიანთი საყვარელი ყავის ფოტოებსაც. სწორედ „ინსტაგრამის“ მომხმარებელ ქალებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ქალის საყვარელი ყავა ბევრს ამბობს მისი სტილის შესახებ. როგორც მკვლევარები ამბობენ, ყავის ჭიქაში ქალის გარდერობი ჩანს.
ვნახოთ. კვლევის შედეგები:
1. შავი ყავა - მინიმალისტური სტილი
ქალი, რომელსაც შავი ყავა უყვარს, მინიმალისტურ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. მისი გარდერობი ძირითადად ნეიტრალური ფერების სამოსისგან შედგება. ჭარბობს შავი და თეთრი ფერები.
2. ლატე - კლასიკური სტილი
ლატეს მოყვარულ ქალებს მოსწონთ კლასიკური სტილი. მათ კარგად გამოსდით ასევე სხვადასხვა სტილის კომბინაცია. საერთოდ, ეს ქალები მოდისა და სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით გამოირჩევიან.
3. ესპრესო - საქმიანი ქალის სტილი
მათ არ ეშინიათყველას აჩვენონ თავიან უნიკალური პიროვნება. საკუთარ თავს სამოსის საშუალებითაც გამოხატავენ. ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე და აქსესუარებზე. მოსწონთ, როცა თავიანთი უნიკალური სტილის გამო შესამჩნევები არიან.
4. ყინულიანი ყავა - მოდის ფუძემდებელი
თუ ქალს ყინულიანი ყავა უყვარს, ის მოდის თვალსაზრისით ამინდს ქმნის და ბევრი მიმდევარი ჰყავს. ადამიანები ცდილობენ, რომ მიბაძონ და მის მსგავსად ჩაიცვან. უყვართ მრავალფეროვნება. მათი სტილი არასოდესაა მოსაწყენი.
5. კაპუჩინო - ელეგანტური
კაპუჩინოს მოყვარული ქალების სტილი ელეგანტური და დახვეწილია. მათ უყვართ მდიდრული და რეტროს სტილის სამოსი. მათი ტანსაცმლის კარადა სავსეა ისეთი სამოსით, რომელიც დროს უძლებს და არასოდეს გადადის მოდიდან.
6. ლატე ორიგინალური ფორმის ქაფით - ექსტრავაგანტული სტილი
ამ ქალებს ჩაცმის ექსტრავაგანტული სტილი აქვთ და ძალიან უყვართ აქსესუარები. სათვალე, ბეჭდები და სამაჯურები მათი განუყოფელი ნაწილია.
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, ყავა, რჩევები