როდესაც შფოთვა გვაწუხებს, ვნერვიულობთ, საუბრის დროს ვიყენებთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ჩვენს ემოციურ მდგომარეობას გასცემს. თუმცა არავის გვსურს შეამჩნიონ, თუ როგორ ვნერვიულობთ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. გვინდა, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ.
არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს პირისპირ ესაუბრებით, თუ სიტყვით გამოდიხართ აუდიტორიის წინ, თუ სიტყვებს შორის პაუზებს აკეთებთ არაკომფორტულ გარემოს ქმნით.
იმისთვის, რომ დიალოგი სასიამოვნოდ წარიმართოს, თავდაჯერებული გამოჩნდეთ, სიტყვებს შორის პაუზები არ უნდა გააკეთოთ.
საბედნიეროდ, შესაძლებელია სწავლა იმისა, თუ როგორ ვიმეტყველოთ თავდაჯერებულად და ვაკონტროლოთ საკუთარი თავი.
ვნახოთ, რომელია ის 7 სიტყვა, რომლებსაც თავდაჯერებული ადამიანები საუბრის დროს არ იყენებენ:
1. „მართლა“ - როცა ადამიანი გიყვებათ რაიმე ამბავს, თქვენ უსმენთ და ხშირად ეკითხებით - „მართლა?“. ეს კითხვა მიანიშნებს, რომ ეჭვი შეგაქვთ მის ნათქვამში. თუ გჭირდებათ, რომ საკითხის შესახებ უფრო სიღრმისეულად გაიგოთ, სჯობს, ასეთი ფრაზები უთხრათ თანამოსაუბრეს - „მომიყევი უფრო მეტი“, „შემდეგ რა მოხდა?“, ან უბრალოდ აცადეთ დაასრულოს მონოლოგი და ნუ ჩაერთვებით.
2. „უბრალოდ“, „მხოლოდ“ - ეს სიტყვა აუბრალოებს და მნიშვნელობას აკარგვინებს თქვენს წინადადებას, თქვენსნათქვამს. შეადარეთ - „ეს არის პროექტი, რომელზეც ვმუშაობ“, „ეს უბრალოდ პროექტია, რომელზეც ვმუშაობ“. მეორე წინადადებაში სიტყვით „უბრალო“ უფასურდება თქვენი შრომა.
3. „ამგვარად“, „რადგან ასეა“- ეს არის სიტყვა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ხშირად იყენებს.მაგრამ მისი გამოყენების გამო დანარჩები ჩვენზე ფიქრობენ, რომ საქმისკეთების შემდეგ ეტაპაზე პასიურები ვიქნებით და საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი გვეპარება.
4. „არსებითად“, „ძირითადად“ - ეს მიუთითებს, რომ საქმის კეთების დროს რაღაც ერთ კონკრეტულზე ხართ ორიენტირებული და სხვა დეტალებზე არ ამახვილებთ ყურადღებას და შესაბამისად, სხვების თვალში თქვენი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დგება.
5. „ცხადია“, „გასაგებია“ - ეს მიუთითებს, რომ თქვენ თანამოსაუბრის მოსმენა აღარ გსურთ. სჯობს, დაასრულებინოთ ლაპარაკი, დასვათ კითხვები, კარგად გაერკვეთ საკითხში.
6. „იცი?“ - როცა ცდილობენ თანამოსაუბრესთან განსაკუთრებული კავშირი დაამყარონ, ადამიანები სვამენ კითხვას „იცი?“. უნდა იცოდეთ, რომ ასეთ დროს თანამოსაუბრეს უხერხულ სიტუაციაში აგდებთ. მან სულაც არ იცის, რა უნდა უთხრათ. ამავდროულად, მიუთითებს, რომ სიტყვებს ვერ პოულობთ საუბრის დასაწყებად.
7. „როგორც წესი“, „ჩვეულებრივ“ - მაგალითად, დავუშვათ რაიმე ბიზნეს კომპანიას ხელმძღვანელობთ და ამბობთ - „როგორც წესი, ჩვენი პროდუქტი ხარისხიანია“. ეს უკვე ეჭვს იწვევს და არასაიმედოდ წარმოაჩენს თქვენს პროდუქტს. უმჯობესი იქნება, თუ იტყვით - „ჩვენი პროდუქტი ხარისხიანია“.
თემები: ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>