კანის მოვლის 9 საშუალება - როგორ უნდა მოიშოროთ პიგმენტური ლაქები სახლის პირობებში?
- 01.03.2018
კანზე ბევრი სხვადასხვა ფქტორის გამო შესაძლოა პიგმენტური ლაქები გაჩნდეს. მათ შორის, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ულტრაიისფერი სხივები, ასაკის მატებასთან დაკავშირებული ცვლილებები, აკნეს შემდგომმი ეფექტი, ფეხმძიმობა, კანის სხვადასხვა დაავადებები, მაგალითად დერმატიტი, ვიტამინების დისბალანსი, ასევე გასტროენდოკრინოლოგიური პრობლემები.
გთავაზობთ პიგმენტების საწინააღმდეგო პროდუქტებს, თუმცა სანამ მათ გამოიყენებთ დარწმუნდით, რომ ალერგიული არ ხართ რომელიმე პროდუქტის მიმართ.
სანამ სახლის პირობებში პიგმენტური ლაქების მოშორებაზე ზრუნვას დაიწყებთ, თავდაპირველად სახე გაისუფთავეთ მარილის, ან შაქრის სკრაბით, რომელშიც შერეული იქნება ნებისმიერი ტიპის ზეთი.
წაისვით სკრაბი დაზიანებულ არეზე ხელის ფაქიზი მოძრაობით და დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ კანი მზად არის პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო პროდუქტის წასასმელად.
1. ლიმონი - ლიმონის წვენი საუკეთესო საშუალებაა კანის გასაწმენდად. შეურიეთ ლიმონის წვენი არაჟანსა და თაფლს, წაისვით პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ასევე, შეგიძლიათ ლიმონის წვენი შეურიოთ თბილ წყალს და მიღებული ნაზავით სახე დღის განმავლობაში სამჯერ დაიბანოთ.
2. სოდა - ლიმონის წვენს შეურიეთ სოდა და ყოველ მეორე დღეს მიღებული ნაზავით დაიბანეთ კანი.
3. ალოე ვერა - ეს უნიკალური მცენარე ატენიანებს კანს და ამავდროულად, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაქრობას. ალოე ვერას წვენი წაისვით პრობლემურ ადგილებზე დღეში ორჯერ. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.
4. ხახვი - ის შეიცავს გოგირდსა და C ვიტამინს და კანის აღმდგენი ფუნქცია აქვს. ხახვი კარგია პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, ამცირებს ნაოჭებს და ებრძვის აკნეს. ხახვის წვენი წაისვით დაზიანებულ ადგილას და 10 წუთში ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
5. ნიორი - გჯერათ თუ არა, ნიორი შეიცავს ეთერზეთების დიდ რაოდენობას და ეფექტურია პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ. დაჭყლიტეთ ნიორი და დღეში რამდენჯერმე წაისვით პრობლემურ ადგილას.
6. ძმარი - განსაკუთრებით ეფექტურია ვაშლის ძმარი. ის კანს გლუვს ხდის და კარგია პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ. წაისვით ის პრობლემურ ადგოლებზე და 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
7. იოგურტი - იოგურტი შეიცავს ლაქტურ მჟავას, რაც ხელს უწყობს კანის განახლებას და პიგმენტური ლაქების გაქრობას. წაისვით დაზიანებულ ადგილას იოგურტიდა 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
8. კურკუმა - შეურიეთ კურკუმა ფორთოხლის წვენს და წაისვით პრობლემურ კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით დაიბანეთ.
9. ასპირინი - 10 აბი ასპირინი გახსენით ოზონირებულ წყალში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
თემები: კანი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, კოსმეტიკა, ჯანმრთელობა
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>