როგორ უნდა ჩაიცვათ ნამდვილი იტალიელი ქალის მსგავსად? - 10 მთავარი წესი
- 03.03.2018
Trend-ge-ს მკითხველს ხშირად ვურჩევთ, თუ როგორ უნდა ჩაიცვან ფრანგი ქალივით, რა არის მათი სტილის მთავარი შტრიხი, როგორ უნდა ჩაიცვან ნიუ-იორკელის მსგავსად და ა.შ.
ამჯერად, იტალიელი ქალის გარდერობში შევიხედოთ და მისი სტილის მთავარი შტრიხები გავიგოთ.
იტალიელი ქალი უნიკალური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. ის განსაკუთრებით გრაციოზული, სექსუალური და მიმზიდველია.
ვნახოთ, რა არის იტალიელი ქალის გამორჩეულობის საიდუმლო და როგორ უნდა ჩაიცვათ იტალიელივით:
1. ის არასოდეს გამოვა ქუჩაში მოუწესრიგებელი - სახლთან, მაღაზიაშიც კი არ ჩავა შესაბამისად მომზადების გარეშე. ამიტომაც, ის ყოველთვის გლამურული და მიმზიდველია.
2. იტალიელი ქალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თეთრეულს, რომელიც სამოსის შიგნით აცვია - მან იცის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი დეტალია და უფრო მეტ თავდაჯერებულობას სძენს. თავდაჯერებული ქალი კი, რა თქმა უნდა, ძალიან მომხიბვლელია.
3. იტალიელი ქალი ხაზს უსვამს თავის ღირსებას, გარეგნობის ყველაზე ლამაზ ნაწილს- მაგ: თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, ჩაიცვით ისეთი სამოსი, რომ ყველამ დაინახოს თქვენი ფეხების სილამაზე. წარმოაჩინეთ თქვენი ვიზუალის საუკეთესო მხარე.
4. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - იტალიელმა ქალმა იცის, რომ ვიზუალს განსაკურებულ მომხიბვლელობას სძენს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ამიტომაც, ყველაზე უხერხულ გზებზეც კი არ ერიდება მის ჩაცმას.
5. უპირატესობა მიანიჭეთ ქიშმირის ქსოვილს - იტალიელი ქალები უპირატესობას ამ ქსოვილისგან დამზადებულ სამოსს ანიჭებენ. ის ნაზი, ქალური და მომხიბვლელია.
6. შეიყვარეთ შლაპა - ეს დეტალი იტალიელი ქალის ვიზუალს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.
7. უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკური სტილის ჩანთას - იტალიელი ქალი პატარა ზომის, კლასიკურ ტყავის ჩანთას ატარებს. ეს მის ქალურ და კლასიკურ სტილს კიდევ უფრო მომხიბვლელ ელფერს სძენს.
8. არ დაგავიწყდეთ სათვალე - ის იტალიელი ქალის განუყოფელი აქსესუარია. უპირატესობა მიანიჭეთ დიდი ზომის სათვალეს.
9. ასეთი, ან მსგავსი ფეხსაცმელი ატარეთ მხოლოდ ზღვის სანაპიროზე, ან აუზზე - იტალიელი ქალები თვლიან, რომ სანდლები არასექსუალურია, ამიტომაც, მას მხოლოდ ზღვის სანაპიროზე იცვამენ.
10. საცურაო კოსტიუმზე ჩაიცვით რაიმე რომანტიკული მოსაცმელი - იტალიელი ქალი საცურაო კოსტიუმზე იცვამს სექსუალურ და რომანტიკულ მოსაცმელ და მიიჩნევს, რომ ვიზუალი ასე უფრო სექსუალურია.
<a href="https://www.cntraveler.com/">https://www.cntraveler.com/</a>