ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ

ვერძი - მათ წინააღმდეგ გალაშქრებას არავის ვურჩევთ. ვერძი საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. მზად არის იყოს უხეშიც ოღონდ კი კამათისას თავისი უპირატესობა დაამტკიცოს. ის კონკურენტუნარიანი და კომპეტენტურია. არ იკამათებს იმ საკითხზე, რომლის შესახებაც სიღრმისეული ცოდნა არ აქვს.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ

ტყუპები - გონებამახვილ და ენამახვილ ტყუპს ყველას დამარცხება შეუძლია. ის თავისი ცოდნითა და გონებამახვილობით ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა დგას დანარჩენებზე. მას აქვთ არგუმენტები და ამავდროულად, იცის როგორ გამოიყენოს ისინი სწორად. ტყუპებს უყვართ გამარჯვება და მოსწონთ, როცა მართლები არიან. ტყუპებს ვერაფერს დაუმტკიცებთ, მართალიც რომ იყოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს გასაოცარი უნარი აქვთ, მცდარი შეხედულებაც კი ჭეშმარიტებად წარმოაჩინონ. ამიტომ, მასთან კამათს სჯობს, უბრალოდ გაეცალოთ.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ

ლომი - ყველამ იცის, რომ მიძინებული ლომის გამოღვიძება სახიფათოა. ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები ემოციურები, ჯიუტები და თავდაჯერებულები არიან. მათ ნებისმიერ არგუმენტზე გამარჯვება შეუძლიათ. შესაძლოა, თვითონ საერთოდაც არ ჰქონდეთ არგუმენტები, მაგრამ მაინც გაიმარჯვებენ.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ

ქალწული - ქალწული ძალიან ჭკვიანია. მას ნებისმიერ საკითხზე აქვს მყარი არგუმენტები, რომელთა საშუალებითაც ახერხებს მოწინააღმდეგის დამარცხებას. ის დეტალებზეა ორიენტირებული. თქვენთვის რომ უმნიშვნელოა, ისეთ დეტალებს ამჩნევს და გამარჯვების მოსაპოვებლად იყენებს. მას შეუძლია სწრაფად დაამუშავოს ინფორმაცია, შეხედოს კრიტიკული თვალით და მარტივად დაამარცხოს მოწინააღმდეგე.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი ინტელექტუალები არიან და გამოირჩევიან კრიტიკული აზროვნების უნარით. ისინი ყველაზე სახიფათოები არიან, რადგანაც პირდაპირ კი არ გადმოვლენ შეტევაზე, არამედ ნელ-ნელა გაგანადგურებენ. თქვენ დასამარცხებლად გეგმას შეიმუშავებენ და ისეთ დროს დაგესხმებიან თავს, როცა არ ელოდებით.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ

კურო - ალბათ გინახავთ, რა საშიშია განრისხებული ხარი, სწორედ განრისხებულ ხარს ჰგავს კუროს ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი, როცა ბრაზდება. შესაძლოა, ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენოთ, გული გაგიგმიროთ მისმა სიტყვებმა. თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მზად არის ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოთ, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ. ისინი კამათის დროს ადამიანების პირად შეურაცხყოფაზე გადადიან. სჯობს ასეთ დროს არ ეკამათოთ, უბრალოდ, რაც შეიძლება შორს გაიქცეთ მისგან და აცადოთ დამშვიდება.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც კამათის დროს ვერასოდეს დაამარცხებთ



<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>