LIFE

„ორაზროვანი სიგნალები“ სასიყვარულო ურთიერთობებში

„ორაზროვანი სიგნალები“ სასიყვარულო ურთიერთობებში

აღმოჩნდა, რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობის დასაწყისში 3 პაემანია კრიტიკული: შემდეგ ურთიერთობა გრძელდება ან აღარ გრძელდება. ეს კი „ორაზროვანი სიგნალების“ ბრალია, რომლებსაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან ქვეცნობიერად იღებენ.

რა ფენომენია „შერეული სიგნალები“?

არასაკმარისი თავდაჯერებულობა და წარსულში გადატანილი ნეგატიური გამოცდილებები ადამიანებს ნორმალურ ურთიერთობებში ჩართვაში „ბლოკავენ“

სწორედ წარსული შეცდომების გამო, ადამიანები ე.წ. „წესების სიას“ შეიმუშავებენ და თუ ახალი ურთიერთობა მათ მიერ შედგენილ ყველა „წესს“ არ ემთხვევა, მას სერიოზულად აღარ განიხილავენ.

ძალისხმევას აღარ ხარჯავენ, ადამიანი უკეთ გაიცნონ და მათი ნაკლი მიიღონ

ინფორმაციის უდიდესმა ნაკადმა ურთიერთობები მარტივად ხელმისაწვდომი გახადა — სოციალური ქსელები და ონლაინ-პაემნებისთვის შექმნილი აპლიკაციები ერთგვარად მუდმივად ახალი ნაცნობობის ძიებისკენ გვიბიძგებენ. 

„ორაზროვანი სიგნალები“ სასიყვარულო ურთიერთობებში

უპირველესად გახსოვდეს: პოტენციური პარტნიორის გაცნობის ფაზაში ურთიერთპატივისცემა და კომუნიკაცია სექსს და ფიზიკურ სიახლოვეს უნდა აჭარბებდეს. სქესობრივი თანხვედრა ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ხშირად დროის დაკარგვაც არ სურთ ხოლმე, თუმცა პირველ პაემანზე სექსს თავისი „მაგრამ“ აქვს: ინტიმური კავშირი ქალისთვის ყველაფერს ცვლის და ახალი მოლოდინების წინაშე აყენებს. თანაც, ურთიერთობის უდიდესი პრობლემა სექსიც შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმას მაინც და მაინც ნუ იჩქარებ. მეორე მხრივ, როგორც ყოველკვირეული სექსის „რუტინა“, ასევე მიუწვდომლის როლის მორგება, პარტნიორისთვის თანასწორი დემოტივატორი შეიძლება აღმოჩნდეს — უბრალოდ მობეზრდება ერთსა და იმავე სიტუაციაში ყოფნა.

ყველაზე გავრცელებული „ორაზროვანი სიგნალი“ რომელიმე მხარის მიერ ურთიერთობის განვითარების ხელოვნური დაჩქარებაა, რაც, როგორც წესი, ნაადრევად დაწყებული სქესობრივი კავშირის შემთხვევებში ხდება. ამიტომაც, უმჯობესია, ჯერ კარგად გაარკვიო, შენგან რას ელიან — სტაბილურ სექსუალურ პარტნიორს თუ ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობას განიხილავენ და შემდეგი ნაბიჯები მხოლოდ მას მერე გადადგა. ამ მოსაზრებას ძველი გამონათქვამიც ამყარებს : მალე დაწყებული ურთიერთობა მალევე მთავრდებაო. გრძელვადიანი ურთიერთობის ასაწყობად ხომ პიროვნების კარგად გაცნობაა საჭირო!

„ორაზროვანი სიგნალები“ სასიყვარულო ურთიერთობებში

თუ მუდმივად ისეთ ადამიანებს გადაეყრები ხოლმე, რომლებიც მიუწვდომლები ან ურთიერთობის ფობიით შეპყრობილები არიან, იმის მიმანიშნებელია, რომ ურთიერთობებისთვის თავადაც არ ხარ მზად. კიდევ ერთი შეცდომა მეგობრების ან ოჯახის წევრების დასტურია — სასურველია, დასკვნები საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით გააკეთო და არა სხვების გავლენით. ბოლოს და ბოლოს, მეგობერის კრიტიკის მიზეზი ხანდახან შურიც შეიძლება იყოს, ისე, რომ ამას ბოლომდე ვერც აცნობიერებდნენ. თანაც, რაც დრო გადის, თავადაც კრიტიკული ხდები და ახალი ურთიერთობების დაწყება უფრო და უფრო გიძნელდება. თუ მოგეჩვენა, რომ პარტნიორი შენს პირად სივრცეში უხეშად იჭრება, ამ დროსაც „ორაზროვან სიგნალებს“ გამოსცემ.

როგორც წეღან ვახსენეთ, რაც უფრო მეტ იმედგაცრუებას განვიცდით, ახალ ურთიერთობებს მით უფრო ეჭვის თვალით ვუყურებთ. ამიტომ მოერიდე კონტაქტს ისეთ ადამიანთან, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოცადა ურთიერთობაში იმედგაცრუება, პაემანზე კი ყოველთვის იკითხე, რას ეძებს ცხოვერბაში ახალგაცნობილი — სჯობს, ამის შესახებ თავიდანვე შეიტყო, ვიდრე რაღაცის იმედით დრო დაკარგო.

ურთიერთობების დასაწყისში ბევრ კითხვაზე პასუხს სხეულის ენა გაგცემს, თუ პარტნიორს კარგად დააკვრდები:

  • კარგად უსმინე, რაზე გესაუბრება. თუ პატიოსნად გითხრა, რომ სერიოზულ ურთიერთობებს არ ეძებს, ილუზიებს ნუ შეიქმნი
  • თუ ატყობ, რომ გეთამაშება ან ახლოს არ გიშვებს, უმჯობესია თავი გაანებო, ურთიერთობა ამოუხსნელი ამოცანა არ უნდა იყოს. ადამიანები ასეთ თამაშებს მაშინ იწყებენ, როდესაც პარტნიორის შეცვლა სურთ და არ უნდათ მიიღონ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია
  • თუ ახალგაცნობილი სიმპატიის ობიექტი მხოლოდ კვირაში 2-ჯერ გწერს/გეკონტაქტება, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დაინტერესებული არ არის
  • გამოიმუშავე, ზუსტად ის გაიგო, რასაც გეუბნებიან და არა ის, რისი მოსმენაც შენ გსურს
  • ნუ მისცემ საშუალებას, გარეგნობით იმდენად მოგხიბლოს, რომ შენს პრინციპებს გადააბიჯო — ქიმიურ მიზიდულობაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი ურთიერთობაა
  • ნუ იქნები „ბოლო ვარიანტი“ — ამის მიხვედრა ძალიან ადვილია: თუ შენით მართლაც დაინტერესებულია, შუაღამისას არ უნდა ახსენდებოდე და შეხვედრაზე სულ ცოტა რამდენიმე საათით ადრე უნდა გითანხმდებოდეს.

    და ბოლოს, ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი ინსტინქტები შენი გზამკვლევია, ამიტომ მათ ყოველთვის მიენდე და ვარდისფერ სათვალეს ნუ გაიკეთებ! თუ ატყობ, რომ ურთიერთობაში ნეგატივი ჭარბობს, მცირეხნიანი ტაიმაუტი აიღო.
„ორაზროვანი სიგნალები“ სასიყვარულო ურთიერთობებში



წყარო:&nbsp;<a href="https://niume.com/pages/post/?postID=158951">niume.com</a>