LIFE

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

1. 12 Years a Slave/“12 წელი მონობაში“, 2014 წელი - ფილმის რეჟისორია სტივ მაკქუინი. ფილმი 9 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ლუპიტა ნუიონგმა სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალისთვის ოსკარი. მაკქუინი პირველი ფერადკანიანი რეჟისორია, რომლის ფილმმაც წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმში მოთხრობილი ამბავი რეალურ ისტორიასაა დაფუძნებული.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

2. Black Swan/”შავი გედი“, 2011 წელი - ფილმის რეჟისორია დერენ არონოვსკი. გარდა იმისა, რომ ფილმმა წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა, ამასთანავე ნატალი პორტმანმა სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული და თავისი პირველი ოსკარი.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

3. The Hurt Locker/“ქარიშხლის მბრძანებელი“, 2008 წელი - ფილმის რეჟისორია ქეთრინ ბიგელოუ. ქეტრინმა საუკეთესო რეჟისორი ტიტული მოიპოვა. სხვათაშორის, ამავე წელს მისი ყოფილი მეუღლე, ჯეიმს კამერონიც იყო წარდგენილი აღნიშნულ ნომინაციაზე. ქეთრინის მიერ გადაღებული სურათი კი, წლის საუკეთესო ფილმი გახდა და ოსკარი მიიღო.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

4. Capote, 2006 წელი - ფილმის რეჟისორია ბენეტ მილერი. „კაპოტე“ წლის საუკეთესო ფილმი გახდა. ხოლო მსახიობმა სეიმორ ჰოფმანმა საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლისთვის მიიღო ოსკარი.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

5. Training Day/“საწვრთნელი დღე“, 2001 წელი - ფილმის რეჟისორია ანტუან ფუკუა. ფილმში საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლისთვის დენზელ ვაშინგტონმა თავისი მეორე ოსკარი მიიღო.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

6. „ტიტანიკი“, 1997 წელი - რეჟისორი ჯეიმს ქამერონი.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

7. The Silence of the Lambs/“კრავთა დუმილი“, 1992 წელი - ფილმის რეჟისორია ჯონათან დემე. „კრავთა დუმილი“ წლის საუკეთესო ფილმი გახდა. გარდა ამისა, ქალის საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის ჯოდი ფოსტერმა სახლში თავისი მეორე ოსკარი წაიღო, ამავე ფილმში მამაკაცის საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის ოსკარი გადაეცა ენტონი ჰოპკინსს.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

8. The Color of Money/“ფულის ფერი“, 1987 წელი - რეჟისორი მარტინ სკორსეზე. ეს შთამბეჭდავი ფილმიც ოსკაროსანია. ლეგენდარული მსახიობი პოლ ნიუმანი საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ამ ფილმამდე ოსკარზე შვიდჯერ იყო წარდგენილი. ჯილდოს მოპოვება სკორსეზეს ფილმში საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის შეძლო.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

9. Amadeus/”ამადეუსი“, 1985 წელი - ფილმის რეჟისორია მილოშ ფორმანი. ფილმი გამარჯვებულია საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის, საუკეთესო კოსტიუმების, საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო მაკიაჟის კატეგორიებში.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

10. Terms of Endearment/“სინაზის ენა“, 1984 წელი - რეჟისორი James L. Brooks. ფილმმა წლის საუკეთესო სურათის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამასთანავე, სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო თავისი პირველი და ერთადერთი ოსკარი შირლი მაკლაინმა და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა, ჯეკ ნიკოლსონმა ამ ფილმით მეორე ოსკარი მიიღო, საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

11. Raging Bull/’გააფთრებული ხარი“, 1981 - რეჟისორი მარტინ სკორსეზე. სურათს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში არ გაუმარჯვია, თუმცა მარტინ სკორსეზემ ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

12. The Godfather/“ნათლიმამა“, 1973 წელი - რეჟისორი ფრანსის ფორდ კოპოლა. ფილმმა ოსკარი მიიღო წლის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის, ხოლო მარლონ ბრანდომ საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლისთვის. მსახიობს დღემდე დონ კორლეონესთან აიგივებენ.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

13. Annie Hall/“ენი ჰოლი“, 1978 წელი - რეჟისორი ვუდი ალენი. დაიან კიტონმა ფილმში შესრულებული როლისთვის წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმმა ოსკარი მიიღო ასევე საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარის და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

14. Cabaret/”კაბარე“, 1972 წელი - რეჟისორი ბობ ფოსი. ფილმმა არაერთი ოსკარი მიიღო, თუმცა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში არ გაუმარჯვია. ლაიზა მინელმა წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა, სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისთვის.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

15. The French Connection/“ფრანგი მეკავშირე“, 1972 წელი - რეჟისორი უილიამ ფრიდკინი.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

16. Midnight Cowboy/“შუაღამის კოვბოი“, 1970 წელი - რეჟისორი ჯონ შელსინგერი. ფილმმა წლის საუკეთესო სურათისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში გაიმარჯვა.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

17. Who's Afraid of Virginia Woolf?/ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“, 1967 წელი - რეჟისორი მაიკ ნიკოლსი. ფილმში მთავარ როლებს ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ასრულებენ. ტეილორმა სწორედ ამ ფილმით წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული მოიპოვა.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

18. West Side Story/“უესთსაიდური ამბავი“, 1962 - რეჟისორები ჯერომ რობინსი და რობერტ ვაისი. ფილმმა 10 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, კოსტიუმების დიზაინის, საუკეთესო მუსიკის ნომინაციებში.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

19. The Apartment/“ბინა“, 1960 წელი - რეჟისორი ბილი უილდერი. სურათმა წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

20. Gigi, 1958 წელი - რეჟისორი ვინსენტ მინელი. ფილმმა ოსკარი მოიპოვა წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, ადაპტირებული სცენარის, მუსიკის ნომინაციებში.

20 ოსკაროსანი ფილმი, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი



<a href="https://www.townandcountrymag.com">https://www.townandcountrymag.com</a>