7 მეცნიერული ფაქტი დედმამიშვილების შესახებ, რომლებიც თავად არ იციან საკუთარ თავზე
- 04.03.2018
1. უმცროსები უფროსებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უფრო მხიარულები არიან
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაბადების წესი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. მეცნიერების მტკიცებით, უმცროსი ძმები და დები აღიარებულები არიან როგორც უფრო შემოქმედებითი და მშვიდები, ვიდრე უფროსები, რომლებიც, თავის მხრივ, უფრო ხშირად ავლენდნენ სერიოზულ ხასიათს. ასევე მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ უმცროსი ძმები და დები საშუალოდ უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
2. უმცროსები - ექსტრავენტები
ფსიქოლოგები თქმით, უმცროსები ბავშვობიდან მიჩვეულები არიან უფროს და-ძმასთან ურთიერთობას. ისინი იძულებულები არიან ბევრი ილაპარაკონ, რათა ყურადღება მიიქციონ და კომპრომისებამდე მივიდნენ. ხშირად ასეთი ხასიათი მომავალში უმცროსებს წარმატებულ ადამიანებად აქცევს.
3. დები ამცირებენ დეპრესიის გაჩენის შანსს
და, უმცროსი თუ უფროსი, გიცავთ მარტოობის, დანაშაულის, შიშის გრძნობისგან და დეპრესიისგან - ამას ამტკიცებს ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის გამოკვლევა.
4. ბიჭები, რომლებსაც ჰყავთ და, მიდრეკილები არიან ფლირტისკენ
ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა რომ მამაკაცების უმრავლესობა, რომლებიც დებთან ერთად გაიზარდნენ, ბევრად უკეთესად ურთიერთობენ საპირისპირო სქესთან.
5. უფროს შვილებს უფრო მაღალი აქვთ ალერგიის გაჩენის შანსი
იაპონურმა სამედიცინო ცენტრმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის დროს გაირკვა, რომ უფროსი ძმები და დები უფრო ხშირად განიცდიდნენ ალერგიას საკვებზე, კონიუნქტივიტსა და სასუნთქი სისტემის პრობლემებს, ვიდრე უმცროსები.
6. მამების 70 % და დედების 65 % შვილებიდან ხშირად უპირატესობას მხოლოდ ერთს ანიჭებენ
არა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი შვილი მეტად უყვართ, ვიდრე მეორე, მაგრამ მშობლებს პრინციპში არ შეუძლიათ ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდეთ თავის შვილებთან. მაგალითად, უფროსი შვილები იღებენ პრივილეგიებს და თავისუფლებას, რომელებიც არ აქვთ უმცროსებს, უმცროსები კი - პატიებას, რაც მიუწვდომელია უფროსებისთვის.
7. უფროსი ძმები განსხვავდებიან IQ-ს უფრო მაღალი დონით უმცროსებისგან
ეს შეიძლება უსამართლოდ ჟღერდეს, მაგრამ, ბავშვებს, რომლებიც პირველები დაიბადნენ, როგორც წესი, ინტელექტუალური უპირატესობა გააჩნიათ. მაგრამ არსებობს სხვა გამოკვლევაც, რომელიც ამტკიცებს, რომ უმცროსი შვილების დიდი ნაწილი IQ-ს დონით უფროსებს 12 წლის ასაკიდან არ ჩამორჩებიან.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, დედმამიშვილები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>