LIFE

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

ყველა ჩვენგანი იცნობს მგრძნობიარე ქალებს. ასეთი ქალი საყვარელ ადამიანში თავშესაფარს ეძებს. სურს, გვერდით ჰყავდეთ ისეთი პარტნიორი, რომელიც დაიცავს, მხარს დაუჭერს, რომლის მხარზეც იტირებს.

მგრძნობიარე ქალები მოვლენებს მტკივნეულად აღიქვამენ და ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზებითაც კი, მათი გულის ტკენა მარტივია.

რა არ უნდა უთხრათ მგრძნობიარე ქალს არასდროს - 10 რჩევა:

1. „რატომ ხარ ასეთი ემოციური?“- რა თქმა უნდა, ნამდვილად არ სურს მას ამ სიტყვების მოსმენა. როგორც ფსიქოლოგი ელაინ არონი ამბობს, მგრძნობიარე ხასიათი რეალურად ადამიანის ბიოლოგიური მახასიათებელია. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა სენსიტიურ ქალთან გექნებათ ურთიერთობა, გახსოვდეთ, რომ ის ასე შეგნებულად კი არ იქცევა, უბრალოდ ასეთი დაიბადა და სურს, იცხოვროს ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

2. „რატომ გჭირდება ამდენი დრო საქმის გასაკეთებლად?“ - მგრძნობიარე ადამიანები, როგორც წესი, ნელა მოქმედებენ, საქმეს ნელა აკეთებენ. მათ ყოველთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. ნუ დაუთვლით წუთებს. აცადეთ, რომ დაამთავროს თავისი საქმე.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

3. „რატომ გჭირდება ამდენი შესვენება?“ - კვლევის თანახმად, ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები საქმის კეთების დროს მალე იღლებიან, ვინაიდან ისინი ამ დროსაც ემოციურობას იჩენენ. სწორედ ამიტომ ხშირად სჭირდებათ შესვენება. ნუ აგრძნობინებთ თავს ცუდად და გამუდმებით ნუ დაუსვამთ კითხვას, თუ რატომ ისვენებს ასე ხშირად.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

4. „ცხოვრებას ართულებ“ - ისინი არ ართულებენ ცხოვრებას, უბრალოდ უფრო დიდი მგრძნობელობა, შიში აქვთ სირთულეეების მიმართ. მათ თქვენგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მოვლენებისადმი და უბრალოდ სურთ, რომ გიყვარდეთ, გაუგოთ და მხარი დაუჭიროთ.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

5. “საშინელებაა, გამუდმებით წუწუნებ და ტირი“ - მგრძნობიარე ადამიანთან ნუ გამოიყენებთ ასეთ უხეშ სამეტყველო ენას. თუ რაიმეზე წუწუნებს, თქვენი გვერდით დგომა და დახმარება სჭირდება და არა საყვედურები. მას სურს, რომ ვინმეს თავის გრძნობებზე ესაუბროს, თავისი ფიქრები გაუზიაროს. უნდა, რომ მოუსმინოთ.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

6. „ასე იმიტომ იქცევი რომ ყურადღების მიპყრობა გსურს“ - რა თქმა უნდა, მას საყვარელი ადამიანისგან ყურადღება სჭირდება და როცა ამას გრძნობს, მაშინ არის ყველაზე ბედნიერი. ემოციური იმიტომ კი არ არის რომ თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, ის უბრალოდ ასეთია. თქვენი სიტყვებით კი, გულს ძალიან სტკენთ.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

7. „რამდენს ფიქრობ“ - მგრძნობიარე ადამიანები გადაწყვეტილებებს მარტივად ვერ იღებენ. ბევრს ფიქრობენ. ნუ დაატანთ ძალას, ნუ დააჩქარებთ. მიეცით დრო, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

8. „მალე ერთი მეგობარიც კი აღარ გეყოლება“ - ნუ მოუშხამავთ მას მთელ დღეს ასეთი ფრაზებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა რთული ხასიათი აქვს, ის ძალიან კომუნიკაბელურია და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომაც ფრაზა, რომ მას მალე ერთი მეგობარიც არ ეყოლება, ვერ იქნება სიმართლე.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

9. „ყველაფერს რთულად უყურებ“ - ამ შემთხვევაშიც უნდა გაიხსენოთ, რომ ის რთულად კი არ უყურებს ყველაფერს, უბრალოდ ასეთია, ემოციური და ძალიან მგრძნობიარე და ისიც გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ამ სიტყვებსაც ძალიან ემოციურად იღებს.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ

10. „უბრალოდ შეწყვიტე და შეეჩვიე“ - მგრძნობიარე ადამიანისთვის ალბათ ეს ყველაზე საშინელი სიტყვებია საყვარელი ადამიანისგან. მისი ემოციები არ უგულებელყოთ, აუხსენით, გაარკვიეთ, დაამშვიდეთ, მხარი დაუჭირეთ და დაეხმარეთ, რომ უკეთ შეძლოს რეალობასთან ადაპტირება.

10 რამ, რაც მგრძნობიარე ქალს არ უნდა უთხრათ



<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>