1. იღებთ საკვებს მხოლოდ შიმშილის გრძნობის დროს და ზედმეტს არ ჭამთ
თუ მუდმივად არ ეტანებით საკვებს, ხშირად არ ჭამთ მოწყენილობის გამო და არ განიცდით ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას საკვებზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურად იკვებებით.
2. სრულყოფილი რაციონი გაქვთ
თუ თქვენი მენიუ მრავალფეროვანია. არ ზღუდავთ საკუთარ რაციონს მხოლოდ ქათმის ხორცით და წიწიბურით და არ ეტანებით მხოლოდ ტკბილეულს , გაგიმართლათ...
3. იღებთ იმდენ საკვებს, რამდენიც თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება
ყველა ადამიანს საკვების განსხვავებული მოთხოვნილება გააჩნია. თქვენ შეიძლება ჭამოთ ძალიან ცოტა ან, პირიქით, იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, მთავარია - მოუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს.
4. შეგიძლიათ ფეხით ახვიდეთ კიბეებზე ორი სართული და ამავე დროს არ დაიღალოთ
თუ კიბეებზე ისე ადიხართ ორ სართულს რომ თავს კარგად გრძნობთ, ესე იგი თქვენ კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სხეულს შეუძლია ყოველდღიურ ყოფით აქტივობას გაუმკლავდეს.
5. განიცდით ემოციების მთელ სპექტრს - მონატრებიდან აღტაცებამდე
მეცნიერები ამბობენ: „ხანდახან გაბრაზება - ნორმალურია, მოწყენა - ნორმალურია, ნორმალურია - გაღიზიანდე ან ვინმე გენატრებოდეს. განიცადო ყველა ეს ემოცია - ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უტყუარი ნიშანია, და იმის შეგნება, რომ ამ ემოციებიდან არცერთი არ არის მუდმივი “.
6. თქვენ შეგიძლიათ დროულად ადგეთ მაღვიძარას გარეშე
ეს ნიშნავს, რომ მაღვიძარას გარეშე თქვენ გაიღვიძებთ საჭირო დროს და ნორმალურად იგრძნობთ თავს. ეს არ ეხება დღეებს, როცა დილის 6 საათზე უნდა ადგეთ.
7. დაწოლისას მაშინვე არ იძინებთ
არსებობს მძიმე დღეები, რომლის შემდეგაც ბალიშზე თავის დადება და ძილი თითქმის ერთდროულად ხდება. ეს ნორმალურია, თუ, მხოლოდ ძლიერი დაღლილობის დღეებში ხდება. მეცნიერების აზრით, დაძინების ჯანსაღი პროცესი დაახლოებით 10-20 წუთს გრძელდება და მშვიდად მიმდინარეობს.
8. საკმარისი ძალა გაგაჩნიათ, რომ დაკავდეთ იმით, რაც გიყვართ
თუ თქვენ არ ცხოვრობთ რეჟიმში „ძილი-საჭმელი-სამსახური-ძილი“. თქვენ პოულობთ ძალებს სასიამოვნო წვრილმანებისთვის, ან შემოქმედებისთვის, ან ჰობისთვის. გაგაჩნიათ ენერგია, რომ ეთამაშოთ ბავშვს, შეხვდეთ მეგობრებს ან წაიკითხოთ წიგნი.
თემები: ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>