სილამაზე

როგორ ფერზე უნდა შეიღებოთ თმა თქვენი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით? - იდეები ზაფხულისთვის

როგორ ფერზე უნდა შეიღებოთ თმა თქვენი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით? - იდეები ზაფხულისთვის

ლამაზი თმა უმნიშვნელოვანესია ქალის სრულყოფილი ვიზუალისთვის. უნდა შეარჩიოთ ისეთი სტილი და თმის ფერი, რომელიც თქვენს პიროვნულ მახასიათებლებს შეესაბამება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობთ თავს ყველაზე მომხიბვლელად და კომფორტულად.

ფსიქოლოგებისა და სტილისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა ის, თუ როგორ ხასიათს, რომელი ტრენდული თმის ფერი შეესაბამება.

გთავაზობთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც ზაფხულისთვის თქვენთვის იდეალურ თმის ფერს შეარჩევთ.

1. თმის ფერი საქმიანი ქალისთვის - თუ საქმიანი ქალი ხართ, ისწრაფვით სრულყოფილებისკენ და მოგწონთ, როცა საქმეს იდეალურად აკეთებთ, მაშინ არჩევანი ნაცრისფერზე უნდა შეაჩეროთ. 

BO-1 Instagram Post

2. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ - თქვენთვის იდეალური იქნება ქერა, ლავანდისფერი და იისფერი საღებავის მიქსით შექმნილი ფერი. 

BO-2 Instagram Post

3. თუ კორეული სტილი მოგწონთ - ვარდისფერისა და ოქროსფერის კომბინაცია უნდა სცადოთ.

BO-3 Instagram Post

4. თუ არ გიყვართ სიახლეები - ამ შემთხვევაში, სჯობს უარი თქვათ უჩვეულოდ და განსხვავებულად თმის შეღებვაზე, რადგანაც თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. შეგიძლიათ, თმის ბოლოები, ოდნავ გაიღიაოთ.

BO-4 Instagram Post

5. თუ თავგადასავლების მოყვარული ქალი ხართ - თუ გიყვართ ექსპერიმენტები, სიახლეები, ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთცისფერის, ვარდისფერისა და ლავანდისფერის კომიბინაციით მიღებული ფერი. ასეთი ფერის თმა წელს განსაკუთრებით ტრენდულია.

BO-5 Instagram Post

6. თუ გიყვართ ცვლილებები, მაგრა გეშინიათ რაიმეს რადიკალურად შეცვლის - გირჩევთ, შეიღებოთ ნაცრისფრად, ოდნავ ლურჯი ელფერით. ისე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი.

BO-9 Multipic:

7. მხიარული ქალების ფერი - არჩევანი კლასიკურ ქერაზე შეაჩერეთ.

BO-8 Instagram Post



<a href="https://www.femalenetwork.com">https://www.femalenetwork.com</a>