„საჭიროა იყო უფრო უბრალო“ - 5 მარტივი ცხოვრებისეული წესი გერმანელი ქალებისგან
- 25.06.2020
1. არ უყურო მამაკაცს როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალებას
ადამიანების ცხოვრება მუდმივი არ არის. თქვენმა მეორე ნახევარმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, წავიდეს თქვენგან ან უბრალოდ დატოვოს სამყარო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არის ვიღაც, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს მძიმე წუთებში. მაგრამ თუ არ ისწავლით საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას, მერე უფრო რთული იქნება. თქვენ ორი ზრდასრული ადამიანი ხართ, და ერთმანეთს ცხოვრება უნდა შეუმსუბუქოთ.
2. იყო ის, ვინც ხარ, და არა უბრალოდ ვიღაცის დამლაგებელი, დედა ან ცოლი
გერმანელი ქალები არ არიან გადარეული კარიერისტები და არ დასცინიან დედობის ან გათხოვების მნიშვნელობას. უბრალოდ ისინი ამას საკუთარი ცხოვრები მიზნად არ ხდიან, რადგან რეალისტები არიან. ბრძენი გერმანელი ქალი არ ივიწყებს შვილების გამო ძველ გატაცებებსა და ინტერესებს. დიახ, ის დედა და ცოლია, მაგრამ მას უამრავი საკუთარი ინტერესი და საქმე აქვს. ეს ხომ ასეთი მნიშვნელოვანია - იგრძნო თავი პიროვნებად და იყო ბედნიერი ნებისმიერი გარემოების დროს.
3. სხვა ადამიანების პირადი ცხოვრება - მათი პირადი საქმეა
ბევრს გაუკვირდება, მაგრამ გერმანელებს არ უყვართ ლაპარაკი სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ. საკუთარი შინაგანი განცდების ან პრობლემების შესახებ შეიძლება მოუყვე დას ან დედას, მაგრამ თუ ნამდვილად გინდა ეს. არასასიამოვნოა, როცა დაუკითხავად ერევიან შენს ცხოვრებაში. პირადი ცხოვრება იმიტომაც არის პირადი, რომ თავად მოძებნო პრობლემის მიზეზი და გამოსავალი.
4. საჭიროა იყო უფრო უბრალო
ქალი ძალიან იშვიათად მალავს რაიმეს ან ხლართავს ინტრიგებს. თუ მას რაღაც არ მოსწონს, ამას პირდაპირ იტყვის. თუ მას მეგობარ ქალთან შეხვედრაზე წასვლა დაეზარება, არ დაიწყებს მიზეზების ძებნას, უბრალოდ იტყვის, რომ დღეს სტუმრობის ხასიათზე არაა. თუ კომფორტულად არ გრძნობს თავს ქუსლებზე, ის არ ატარებს ფეხსაცმელებს, არამედ კედებზე გადადის.
5. ბუნებრივი სილამაზე
ბევრს ეჩვენება, რომ გერმანელი ქალები გულგრილები არიან საკუთარი გარეგნობის მიმართ. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ, რომ ყოველი დღე, ყოველი სამსახურში წასვლა ან მაღაზიაში ჩასვლა - დღესასწაულია. აი, გერმანელ ქალებს კი საკუთარი გარეგნობისადმი დამოკიდებულების რაკურსი სრულიად ადეკვატური აქვთ: თუ ეს მაღალი საზოგადოების წვეულება ან ქორწილი არ არის, მაშინ მოხერხებული შარვალი, ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი და ბუნებრივი მაკიაჟი - დღის არჩევანია.
თემები: მოდა, ქალი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები
<a href="https://takprosto.cc">https://takprosto.cc</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია