მამაკაცებს შორის მეგობრობისთვის საკმარისია საერთო გატაცებები, ქალები კი მეგობრობას ძირითადად პირად ურთიერთობებზე აგებენ. თუმცა მეგობრული ურთიერთობების დინამიკაში უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება, მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად უყურებენ მეგობრობას.
რითი განსხვავდება ქალური მეგობრობა მამაკაცურისგან?
1. მამაკაცებს შორის ურთიერთობა ჩნდება და ვითარდება საერთო საქმიანობის, ინტერესებისა და გატაცებების ნიადაგზე.
2. ქალებს შორის ურთიერთობა ჩნდება და ვითარდება ემოციური სიახლოვის, ურთიერთობებისა და ურთიერთმხარდაჭერის ნიადაგზე.
3. მამაკაცების მეგობრულ ურთიერთობებში უფრო ნაკლებია სულიერი და ემოციური სიახლოვე, ვიდრე ქალებს შორის.
4. მეგობრული ურთიერთობები მამაკაცებს შორის ისეთი სუსტი არ არის, როგორც ურთიერთობები მეგობარ ქალებს შორის. მამაკაცს ურთიერთობებში ხანგრძლივი შესვენებების დროსაც კი შეუძლია ჩათვალოს ადამიანი მეგობრად.
5. ქალებს ემოციური სიახლოვე აქვთ მათთან, ვისაც თვლიან მეგობრებად.
6. მამაკაცები უფრო ხშირად რჩებიან მეგობრებად ჩხუბისა და კამათის შემდეგ, ქალები კი უფრო ხშირად წყვეტენ ურთიერთობებს.
7. ქალებს სჭირდებათ უფრო ხშირად იურთიერთონ მათთან, ვისაც თვლიან მეგობრებად.
8. მამაკაცები უფრო ხშირად აბრაზებენ მეგობრებს და ხუმრობით დასცინიან მათ. ამას უწყინარ გართობად თვლიან.
9. ქალები ცდილობენ ხუმრობითაც არ დასცინონ მეგობრებს, რათა არ აწყენინონ.
10. მამაკაცები უფრო ხშირად ურთიერთობენ დიდ კომპანიებში, ისინი ერთად უფრო მხიარულად გრძნობენ თავს. ქალებს კი სადმე წასვლა ურჩევნიათ ერთ კარგ მეგობართან ერთად.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისებურებანი ეხება ყველა ქალსა და მამაკაცს. ეს უფრო საერთო ტენდენციებია. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ურთიერთობები მეგობართან, მთავარია გაერკვიოთ, რას ეძებთ მეგობრობაში საკუთარი თავისთვის.
თემები: მეგობრობა, ქალი, მამაკაცები
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>