ოვალური და გადაბმული წარბები - 2018 წლის გაზაფხულის ყველაზე უჩვეულო ტენდენცია
- 08.03.2018
თუ ექსტრავაგანტული ხართ, გიყვართ ექსპერიმენტები და გარეგნობაში წარმოუდგენელი ცვლილებების შეტანა, მაშინ 2018 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდური წარბები მოგეწონებათ და თავადაც გადაწყვეტთ ასეთი წარბი გაიკეთოთ.
წარბის ამგვარ ფორმას „თევზის კუდს“ უწოდებენ.
მისი ავტორი 16 წლის ბრიტანელი გოგონა, ჰანა ლაინია. ჰანა მაკიაჟის ხელოვნებითაა გატაცებული და ხშირად სთავაზობს თავის მიმდევრებს „ინსტაგრამზე“ საინტერესო და უჩვეულო იდეებს.
ამჯერად მან უჩვეულო ფორმის გაიკეთა და ფოტო „ინსტაგრამზე“ ატვირთა.
გოგონა თვითონაც არ ელოდა საზოგადოების ასეთ დაინტერესებას და ორიგინალური იდეის საგაზაფხულო ტენდენციად ქცევას.
ჰანას წარბები „ინსტაგრამზე“ ვირუსულად გავრცელდა და ტრენდად იქცა.
„ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა გაიკეთონ ამგვარი ფორმის წარბები, რა ტექნოლოგიას ვიყენებ“, - ამბობს გოგონა და თავადაც უკვირს, რომ ასეთმა წარბმა მოწონება დაიმსახურა და ბევრმა გოგონამ საკუთარ თავზე სცადა.
ჰანას თქმით, მისთვის ინსპირაციის წყარო თევზის კუდი გახდა. სურდა, რომ წარბისთვის თევზის კუდის ფორმა მიეცა და მაკიაჟის ხელოვნების საშუალებით იდეა განახორციელა კიდეც.
მოგწონთ ახალი ტენდენცია, გაიკეთებდით თავად ასეთ წარბებს?
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, რჩევები, წარბები
<a href="http://www.cosmopolitan.com">www.cosmopolitan.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია