ყველამ ვიცით ბუნების წიაღში დროის გატარება სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზღვაზე დროის გატარების სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა ადგილას.

ზღვის სანაპიროზე ყოფნას ადამიანისთვის სიმშვიდე მოაქვს. ფსიქოლოგების მტკიცებით, ტალღების ხმა, ლურჯი სივრცე დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობის ხარისხზე. ამ გარემოზე ტვინი დადებითად რეაგირებს. ადამიანს ეუფლება ბედნიერებისა და სიმშვიდის განცდა.

ცისფერი სივრცე ადამიანზე რამდენიმე კუთხით მოქმედებს დადებითად:

1. ზღვის სანაპიროზე ყოფნა ამარცხებს სტრესს - წყალი სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ის ბუნებრივად აქცევს ადამიანს ბედნიერს. არ აქვს მნიშვნელობა კარგად ცურავთ, ხტუნავთ წყალში, თუ უბრალოდ ფეხებს ჩაყოფთ, ის მაინც დადებითად მოქმედებს, ხელს უწყობს განტვირთვასა და დამშვიდებას. მყისიერად აუმჯობესებს განწყობას.

2. ზღვაზე ყოფნა ზრდის ადამიანის შემოქმედებით უნარს - გრძნობთ, რომ შემოქმედებითი უნარი აღარ გაქვთ ისეთი, როგორიც ადრე? მაშინ აუცილებლად წადით ზღვაზე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ლურჯი სივრცე უფრო შემოქმდებითს ხდის ადამიანს. ავიწყებს პრობლემებს და უბიძგებს, რომ საქმეს კრეატიული თვალით შეხედოს. ის ადამიანს კონცენტრირებულს ხდის.

3. ზღვის სანაპიროზე ყოფნა ადამიანს დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება - როგორც უკვე ვთქვით, ზღვაზე ყოფნა ადამიანს აბედნიერებს, ამშვიდებს, პრობლემებს ავიწყებს და შესაბამისად დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება. ტალღების ხმის, ულამაზესი ხედისა და ზღვის სუნის კომბინაცია განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ადამიანისთვის.

4. საერთო ჯამში ზღვაზე გატარებული დრო თქვენ უფრო პერსპექტიულს გხდით - ეს ტყუილად დაკარგული დრო კი არ არის, არამედ ეს არის დრო, რომელიც უფრო ენერგიულს გხდით და ცხოვრებას ახალი პერსპექტივით გიჩვენებთ, ახალ შესაძლებლობებს უფრო ნათლად და მკაფიოდ განახებთ.