ჯანმრთელობა

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

მამაცი და გამბედავი ქალები საჯაროდ საუბრობენ პრობლემების შესახებ, მათ შორის, წონის პრობლემებსა და კვების რეჟიმის დარღვევაზე და იმაზე, თუ როგორ მოახერხეს პრობლემებთან გამკლავება.

1. დემი ლოვატო - მომღერალი ცდილობს, დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც კვებითი დარღვევები, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და ასევე დამოკიდებულები არიან ალკოჰოლზე, ან ნარკოტიკებზე. ყველაფერი მან თავადაც გამოიარა და საკუთარ გამოცდილებას სხვებს გულწრფელად უზიარებს. 

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

ახლა ის უვლის საკუთარ თავს, ზრუნავს სხეულზე და ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს. „მე არ მაქვს სრულყოფილი სხეული, მაგრამ ეს მე ვარ და მე მიყვარს საკუთარი თავი“, - ამბობს დემი. ის ურჩევს ყველას, რომ შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან.

2. კეშა - 2014 წელს კეშა სპეციალურ დაწესებულებაში მოხვდა კვებითი რეჟიმის დარღვევის გამო, სადაც შესაბამისი მკურნალობის კურსი გაიარა.

„მე ვიტყუებოდი, ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ მიეღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც იყვნენ მაშინ, როცა მე მეზიზღებოდა ჩემი თავი და არ მომწონდა ჩემი სხეული“, - ამბობს კეშა. თუმცა ეს პრობლემა დაძლია. ისწავლა საკუთარი ფიქრებისა და ემოციების კონტროლი და მიიღო თავისი სხეული ისეთი, როგორიც არის.

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

3. ქენდის კამერონ ბური - მან თავისი კარიერა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ის კამერების წინ გაიზარდა, მაგრამ ამავდროულად პრობლემა გაჩნდა - ქენდისს ბულემია განუვითარდა. ის თავის პრობლემებზე ახლა საჯაროდ საუბრობს.

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

„საჭმელს ვჭამდი და შემდეგ ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობდი. მრცხვენოდა და ვფიქრობდი, რომ დამნაშავე ვიყავი იმის გამო, რომ ვჭამე. ვერც მივხვდი ისე დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი“, - იხსენებს ქენდისი. ის მალევე მოერია საკუთარ თავს, პრობლემა დაძლია და სწორი კვების რეჟიმის საშუალებით ძველი ფორმა დაიბრუნა. 

4. ჯეიდ თირუოლი - მომღერლმა ანორექსია დაამარცხა. ის პრობლემების გამო საავადმყოფოშიც კი მოხვდა. ამის შესახებ ჯეიდი თავის წიგნში წერს.

„როცა 13 წლის ხარ ვერაფერს აცნობიერებ, ვერაფერს აანალიზებ და ვერც აკონტროლებ. ვფიქრობდი, ერთადერთი რისი გაკონტროლებაც შემეძლო, ეს იყო კვება. მე აღარ ვჭამდი საჭმელს, რადგანაც როცა სარკეში საკუთარ თავს ვხედავდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან მსუქანი ვიყავი. ერთადერთი თავში ის მიტირალებდა რომ ძალიან ძალიან გამხდარი ვყოფილიყავი, თუმცა ყველაფერმა სერიოზულად დამიზიანა ჯანმრთელობა. ექიმებმა მითხრეს, რომ ასე თუ კიდევ მოვიქცეოდი, მოვკვდებოდი“, - იხსენებს ჯეიდი. 

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

5. შოუნ ჯონსოსნი - ტანმოვარჯიშე და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი აღიარებს, რომ მას კვებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

„ყოველთვის ძლიერი, კუნთებიანი ვიყავი და მსურდა, რომ გამხდარი გოგონა ვყოფილიყავი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ნაკლები მეჭამა. შედეგად, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - ამბობს ჯონსონი. 

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

6. ჰილარი დაფი - მსახიობი ახლა უვლის საკუთარ თავს და უფრთხილდება ჯანმრთელობას. ჰყავს პირადი დიეტოლოგი, რომელიც უდგენს კვების რაციონს. ჰილარი აღიარებს, რომ მას წონის პრობლემები ჰქონდა და გაუჭირდა ძველი ფორმის დაბრუნება შვილის გაჩენის შემდეგ.

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

„მესმის და ვიღებ იმ ფაქტს, რომ მოდელის აღნაგობა არ მაქვს, განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ, თუმცა ვცდილობ, ჯანსაღი და სწორი კვების საშუალებით ძველ ფორმას დავუბრუნდე“, - ამბობს მსახიობი. 

7. ქეით უინსლეტი - ოსკაროსანი მსახიობი წითელ ხალიჩაზე ყოველთვის თავდაჯერებულად გამოიყურება, მაგრამ ის ყოველთვის არის 10 ყველაზე პუტკუნა ჰოლივუდის ვარსკვლავს შორის. ქეითი აღიარებს, რომ ადრეულ პერიოდში შეპყრობილი იყო წონის დაკლების სურვილით, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა რმ უბრალოდ დაემსხვრია ჰოლივუდში აღიარებული სილამაზის სტანდარტები. 

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

„მოზარდობის პერიოდში ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო წონაში დაკლება და ამისთვის სპეციალური დიეტა დავიცავი და ამ დიეტის პერიოდი ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ მივხვდი რომ ასეთი წონითაც ბედნიერი ვარ“, - ამბობს მსახიობი. ქეითი ახლა უარს არ ამბობს ჭამაზე, იკვებება ჯანსაღად და უყვარს საკუთარი ფორმები.

8. ზოე კრავიცი - მომღერალი ამბობს, რომ მოზარდობის პერიოდში მას კვებითი დარღვევები ჰქონდა. „დედაჩემი ლამაზი ქალი იყო და მინდოდა, მეც მას დავმსგავსებოდი“, - იხსენებს ზოე. არასწორმა კვებამ ის ჯანმრთელობის პრობლემებამდე მიიყვანა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა.

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

9. ზოსია მამეთი - „თუ გვინდა ადამიანებს დავეხმაროთ, მათ ჩემნაირი ადამიანების მაგალითებით უნდა ვესაუბროთ“ - ამბობს ზოსია. მასაც აწუხებდა კვებითი დარღვევები, ცდილობდა წონაში დაკლებას, რადგანაც თვლიდა, რომ არ იყო საკმარისად ლამაზი და ამის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

10. ნიკოლ შერზინგერი - მომღერალი ებრძოდა ბულემიას და ამის შესახებ ის საჯაროდ საუბრობს. ეს საშინელი დაავადებაა და ყველაზე საშინელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუთხრა - მოიშორონ ფიქრი იმაზე, რომ საკმარისად მომხიბვლელები არ არიან.

ვარსკვლავები, რომლებიც კვების დარღვევებისა და წონის პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობენ

ეს ფიქრები მთელ ცხოვრებას გვიწამლავს. რეალურად, ყველა თქვენთანი მოხიბვლელი და უნიკალურია. უბრალოდ, უნდა შეძლოთ მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ“, - ამბობს ნიკოლი.



<a href="https://www.shape.com">https://www.shape.com</a>