თმის ცვენა ბევრი ადამიანისთვის დიდი პრობლემაა. გარდა გენეტიკისა, თმის ცვენა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის, არასწორი კვებით.

თმის ცვენის შესაჩერებლად აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი შამპუნი, რომელიც არ წვავს და არ აზიანებს თმას, ასევე არ უნდა დაივარცხნოთ დაბანის დროს თმა.

გარდა შამპუნისა და თმის მოვლის საშუალებებისა, აუცილებელია, შეცვალოთ კვების რაციონი.

ვნახოთ, რომელია ის 3 საკვები, რომლებიც თმას უფრო ხარისხიანს და სქელს ხდის. ეფექტი კი, სამ თვეში მიიღწევა.

1. კვერცხი - თმის სიჯანსაღისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ცილები და ამიტომ თუ გინდათ, რომ თმა სქელი იყოს, უნდა მიირთვათ ცილებით მდიდარი საკვები. მიირთვით კვერცხი და თანაც გაითვალისწინეთ, რომ ცილების გარდა, კვერცხი შეიცავს ბიოტინს და B ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს თმის სიჯანსაღეს და აფერხებს მისი ცვენის პროცესს.

2. სოიოს მარცვლები - ის შეიცავს ისეთ ნივთერებებს, რომლებიც აჯანსაღებს თმას, უფრო ძლიერს ხდის, ხელს უშლის ბოლოების გაყოფას. თმას აძლევს ჯანსაღ იერს. ის ხდება უფრო ძლიერი, სქელი და ფერხდება ცვენის პროცესი.

3. თხილი, ან ნიგოზი - ის ძალიან სასარგებლოა. ნიგოზი შეიცავს ომეგა 3-ს, ბიოტინსა და E ვიტამინს, რომლებიც აუცილებელია თმის სიჯანსაღისთვის.

ეს შემადგენლობა აძლიერებს თმას, აფერხებს ცვენის პროცესს და აძლევს ჯანსაღ იერს. ყველაფერთან ერთად, თმას ემატება ბზინვარება.