მშობლები

თუ მშობლები მუსიკაზე სიარულს გაიძულებდნენ, ეს საუკეთესოა, რაც თქვენთვის ოდესმე გაუკეთებიათ

თუ მშობლები მუსიკაზე სიარულს გაიძულებდნენ, ეს საუკეთესოა, რაც თქვენთვის ოდესმე გაუკეთებიათ

თუ ბავშვობაში მშობლები მუსიკის გაკვეთილებზე სიარულს გაიძულებდნენ, ტყუილად ბრაზდებოდით ამის გამო და ტყუილუბრალოდ აპროტესტებდით. მეცნიერების მტკიცებით, მუსიკის გაკვეთილებს ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ადამიანებისთვის.

საკითხის შესასწავლად ფსიქოლოგიური კვლევა 2013 წელს ჩატარდა. „მუსიკის გაკვეთილები აუმჯობესებს ბავშვის შემეცნებით უნარს და მას უფრო გონებამახვილად და ამავდროულად ამბიციურ ადამიანად აქცევს“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

გთავაზობთ იმ მთავარ სარგებელს, რომელსაც ამ გაკვეთილების საშუალებით მოზარდი იღებს. სტატიის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობთ, ბევრი მშობელი შეიყვანს შვილს რომელიმე საკრავის შემსწავლელ წრეზე.

1. მუსიკის გაკვეთილები აუმჯობესებს მოსწავლის კითხვისა და მეტყველების უნარებს - კვლევის თანახმად, ბავშვს უვითარდება რიტმის შეგრძნების უნარი, სწორედ ამიტომ, მისი ვერბალური გამომხატველობის უნარი უკეთესი ხდება. ის ბგერებს უკეთ აღიქვამს და გამოთქვამს.

2. ის ავითარებს მათემატიკურ და სივრცით აზროვნებას - მეცნიერების მტკიცებით, მუსიკა და მათემატიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მუსიკის საშუალებით ადამიანს მათემატიკური აზროვნების უნარი უფრო მეტად უვითარდება. ბავშვებს, რომლებიც დადიან მუსიკაზე და ამ მიმართულებით ბევრს მუშაობენ, როგორც წესი, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება მათემატიკაში. ბავშვს უვითარდება ერთდროულად ბევრი პრობლემის გადაწყვეტის უნარი.

თუ მშობლები მუსიკაზე სიარულს გაიძულებდნენ, ეს საუკეთესოა, რაც თქვენთვის ოდესმე გაუკეთებიათ

3. ის, ვინც მუსიკაზე დადის სკოლაში მაღალი აკადემიური მაჩვენებელი აქვს - მუსიკის საშუალებით ბავშვს შემეცნებითი უნარი უვითარდება. ის უფრო მარტივად სწავლობს, მარტივად ითვისებს და შესაბამისად, არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ სხვა სასკოლო საგნებშიც მაღალი აკადემიური შეფასება აქვს. კვლევის თანახმად, სხვადასხვა საგნებში 20%-ით უფრო მაღალ ქულებს იღებენ ის ბავშვები, ვინც მუსიკის გაკვეთილებზე დადიან, ვიდრე ისინი, ვინც მუსიკაზე არ დადიან. მეცნიერების მტკიცებით, ამ გაკვეთილების საშუალებით მოზარდების ტვინის სტიმულირება ხდება და ამიტომაც, ისინი მარტივად აღწევენ წარმატებას.

4. მუსიკის გაკვეთილების საშუალებით იზრდება მოზარდის IQ - მუსიკა არის ხელოვნება, რომელიც ადამიანებს სხვადასხვაგვარი ემოციით ავსებს, თუმცა გარდა ამისა, ის ზრდის ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტსაც. სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ მუსიკოსების IQ უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც მუსიკოსები არ არიან.

5. მუსიკის გაკვეთილები ადამმიანს უცხო ენის მარტივად ათვისებაში ეხმარება - ბავშვებს, რომლებიც მუსიკის გაკვეთილზე სიარულს ადრეული ასაკიდანვე იწყებენ, უცხო ენების სწრაფად ათვისების უნიკალური უნარი უვითარდებათ. მათ შეუძლიათ უცხო სიტყვების უკეთ დამახსოვრება და უყალიბდებათ სრულყოფილი და მდიდარი ლექსიკონი. ასევე უკეთ ითვისებენ გრამატიკის საკითხებს.

6. მუსიკის გაკვეთილები მოზარდს აქცევს კარგ მსმენელად - მოზარდი უფრო ყურადღებიანი და მგრძნობიარე მსმენელი ხდება.

7. ის, ვინც ბავშვობაში მუსიკის გაკვეთილებზე დადიოდა, ზრდასრულ ასაკში არ აწუხებს ნერვული პრობლემები - მათი ნერვული სისტემა ყოველთვის მწყობრშია. 

თუ მშობლები მუსიკაზე სიარულს გაიძულებდნენ, ეს საუკეთესოა, რაც თქვენთვის ოდესმე გაუკეთებიათ

8. მუსიკის გაკვეთილები (არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საკრავზე დაკვრას სწავლობდით, ან ასწავლით თქვენს პატარას) აუმჯობესებს თითების ძვლოვან სისტემას - უფრო ძლიერს ხდის მას.

9. მუსიკის გაკვეთილები აუმჯობესებს მეხსიერებას - კვლევის თანახმად, როცა მოზარდი მუსიკაზე დადის, მას მყარად ამახსოვრდება ყველაფერი, რასაც სწავლობს.

10. მუსიკის გაკვეთილები აუმჯობესებს ვიზუალურ მეხსიერებას და ვიზუალურ შემეცნებით უნარს - ბავშვს უვითარდება უნარი, რომლის საშუალებითაც ის ერთი შეხედვისთანავე, მარტივად იმახსოვრებს ყველაფერს.

11. მუსიკის გაკვეთილების საშუალებით მოზარდი მარტივად ამარცხებს შფოთვას და ზრდასრულ პერიოდშიც უფრო ადვილად შეუძლია სირთულეებთან გამკლავება. 

თუ მშობლები მუსიკაზე სიარულს გაიძულებდნენ, ეს საუკეთესოა, რაც თქვენთვის ოდესმე გაუკეთებიათ

12. მუსიკა აუმჯობესებს ადამიანის თვითშეფასებას და მისი თავდაჯერებულობის ხარისხს - როგორც უკვე ვთქვით, ბავშვები, რომლებიც მუსიკაზე დადიან, უფრო კარგად შეიმეცნებენ, უფრო მარტივად სწავლობენ და არიან გონებამახვილები, შესაბამისად, მათ უყალიბდებათ მაღალი თვიშეფასება, რაც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში ეხმარებათ.

თუ მშობლები მუსიკაზე სიარულს გაიძულებდნენ, ეს საუკეთესოა, რაც თქვენთვის ოდესმე გაუკეთებიათ

13. მუსიკის გაკვეთილები ადამიანს უფრო შემოქმედებითს ხდის - კვლევის თანახმად, ბავშვისთვის მუსიკის გაკვეთილები შთაგონების წყარო ხდება და ის უფრო კრეატიულ ბუნებას ამჟღავნებს.

თუ მშობლები მუსიკაზე სიარულს გაიძულებდნენ, ეს საუკეთესოა, რაც თქვენთვის ოდესმე გაუკეთებიათ



<a href="https://mic.com">https://mic.com</a>