LIFE

რატომ არის მნიშვნელოვანი სამსახურში შესვენებები და როგორ გავხადოთ ის რუტინის ნაწილი

რატომ არის მნიშვნელოვანი სამსახურში შესვენებები და როგორ გავხადოთ ის რუტინის ნაწილი

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების მიერ 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასვენება ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალი უნარების შეძენაში, როგორც პრაქტიკა. კვლევის ერთ-ერთი ჩამტარებელი მეცნიერი, დოქტორი ლეონარდო კოენი, აღნიშნავს: „ეს არის პერიოდი, როდესაც ტვინი ამუშავებს და აერთიანებს მოგონებებს იმის შესახებ, რაც ახლახან ვისწავლეთ და ვივარჯიშეთ“.

დადასტურებულია, რომ შესვენებები ზრდის მოტივაციას და კონცენტრაციას, აუმჯობესებს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და დადებითად მოქმედებს პროდუქტიულობასა და შემოქმედებითობაზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვისწავლოთ, თუ როგორ გამოვერთოთ სამსახურიდან გარკვეული ხნით და დავისვენოთ, რადგან დასვენება ნიშნავს უფრო ბედნიერ ცხოვრებას.

„სამწუხაროდ, სამსახურში შესვენებების აღება დღესდღეობით ნამდვილად არ არის წახალისებული“ - ამბობს მარშალი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის Self Space-ის დამფუძნებელი და კრეატიული ფსიქოთერაპევტი - „მოდუნების უნარი შეიძლება შედარდეს პირადი საზღვრების დაწესებასთან, საკმარის ძილსა და ნათლად აზროვნებასთან და უარის თქმასთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად და ქრონიკული სტრესის შესამცირებლად შესვენებები აუცილებელია.“



ფსიქოთერაპევტის თქმით, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის ან დავალებების შესრულების უუნარობა, იმუნური სისტემის დასუსტება, თავის ტკივილი, გაღიზიანება, მადის დაქვეითება, შფოთვა და სხვა, ამ დროს შესვენება პრევენციული ნაბიჯია, რომელიც ამბობს: „მე ვაფასებ საკუთარ თავს, ამიტომ უნდა გავჩერდე“ - ეს სტრატეგია გვეხმარება ენერგიის აღდგენაში, უკეთ ძილში, პროდუქტიულობაში და ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.“

როგორ ჩართოთ შესვენებები თქვენს ცხოვრებაში?

სამსახურში შესვენების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს: სადილის შესვენება, 20 წუთიანი ძილი ან ერთკვირიანი შვებულება - დროა გონივრულად ჩართოთ დასვენება თქვენს ყოველდღიურ რუტინაში.

თუ საქმე უფრო ხანგრძლივ შესვენებებს ეხება, დარწმუნდით, რომ ის მთელ წელზე გადაანაწილეთ, რათა თქვენს სხეულსა და გონებას მისცეთ ის დასვენება, რასაც იმსახურებს, რაც შეეხება ყოველდღიურ შესვენებებს, აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა.

დაუკავშირდით კოლეგებს

აცნობეთ კოლეგებს, რომელ საათზე ისვენებთ, რათა მათ იცოდნენ, როდის შეუძლიათ თქვენი პოვნა თქვენს სამუშაო მაგიდასთან. ეს დაგეხმარებათ დღის განმავლობაში გარკვეული დრო გამონახოთ უხერხულობის ან სინანულის გარეშე.

დააწესეთ საზღვრები

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა და მჭირდება, თუ ამას იძულებისა და შიშის გამო ვაკეთებ?“ -  ამბობს მარშალი. თერაპევტი ამბობს, რომ „სხვები არ დააფასებენ ჩვენს სამუშაოს, თუ არ ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ საკუთარ თავს და პატივს ვცემთ ჩვენს პირად საზღვრებს.:
 განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ისწავლეთ უარის თქმა და გააკეთეთ ის, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებთ (მაგალითად, დღის განმავლობაში შესვენება).

ივარჯიშეთ ნიკსენში

ეს ჰოლანდიური ტერმინია, რაც „არაფრის კეთებას“ ნიშნავს. ის მოიცავს ყველანაირ „უმიზნო“ აქტივობას, როგორიცაა ფანჯრიდან ყურება ან მუსიკის მოსმენა. დღის განმავლობაში 5-10 წუთიანი შესვენებები გააკეთეთ, წადით მშვიდ ადგილას და გათიშეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ - „ღრმად ჩაისუნთქეთ და ყურადღება საკუთარ თავზე გაამახვილეთ და არა თქვენს საქმეზე“ - ამბობს მარშალი.

გადით გარეთ

კვლევები აჩვენებს, რომ მოძრაობა და გარეთ სიარული შესანიშნავია ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობისთვის, რატომ არ უნდა გაატაროთ 20 წუთი ყოველდღე გარეთ? იყავით ყურადღებიანი თქვენს გარემოში და ივარჯიშეთ ტყის ბუნებაში ტელეფონის შემოწმების გარეშე.

დაიძინეთ

თუ სახლიდან მუშაობთ, 20 წუთიანი ძილი დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში. კვლევები აჩვენებს, რომ ძილი დაგეხმარებათ სხეულისა და გონების გადატვირთვაში, ენერგიის დონის, პროდუქტიულობისა და განწყობის ამაღლებაში.

გააკეთეთ ისეთი რამ, რაც გსიამოვნებთ

მოტივაცია გაუწიეთ საკუთარ თავს შესვენების დროს ისეთი რამის დაგეგმვით, რისი გაკეთებაც გსურთ, მაგალითად, დაურეკეთ მეგობარს, წაიკითხეთ წიგნი ან დაუთმეთ დრო გემრიელი კერძის მომზადებას — ნებისმიერი რამ, რაც სამსახურთან არ იქნება დაკავშირებული.

ესაუბრეთ მეგობრებს

კვლევებმა აჩვენა, რომ „მინი-შესვენებების“ აღება, რომლის დროსაც რამდენიმე წუთით სამსახურიდან გადიხართ და მეგობრებთან საუბრობთ, ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.