
ბევრი ქალი ოცნებობს საოცნებო მამაკაცზე, ვინც მას ნამდვილ ქალად აგრძნობინებს თავს.
საინტერესოა, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მამაკაცი, რომ ის ქალისთვის სასურველი იყოს და ღირსეული პარტნიორობაც გაუწიოს.
პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობა დაპირებული სიტყვის შესრულების უნარია და ის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება, თაროზე ლურსმნის დამაგრებით დაწყებული იმ ვალდებულებებით დამთავრებული, რომლებსაც ზოგადად ქმარი ან შეყვარებული იღებს. ეს თვისება ასევე ეხება თქვენი შეცდომების აღიარებას და მათზე ერთობლივად მუშაობას - ნამდვილი მამაკაცი არ წუწუნებს, ის ეძებს გზებს და ეხმარება ქალს გამოსავლის პოვნაში არა სიტყვებით, არამედ საქმით.
ყურადღება და ზრუნვა ქალის მიმართ
არ აქვს მნიშვნელობა, ცოლია, და თუ დედა - ყავა საწოლში, უმიზეზოდ მორთმეული თაიგული, დახმარება სახლის დალაგებისას, რამდენიმე საათით საყვარელი მეგობრებთან შესახვედრად ხელშეწყობა - ნამდვილი მამაკაცის შესაშური თვისებებია, რაც მისთვის საყვარელ ქალს სიხარულს მოუტანს.
ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ ჰკითხო, როგორ ჩაიარა დღემ, ჩაეხუტო და თანაუგრძნო სამსახურში აურზაურის გამო, უყიდო რაიმე გემრიელი, თავად მოაწყო ვახშამი ან დაეხმარო ბავშვებს თხოვნებისა და შეხსენებების გარეშე.
სანდოობა
სანდო პარტნიორი ყოველთვის იპოვის გზას, უპასუხოს თქვენს ზარს ან დაგირეკოთ, როდესაც ასეთი შესაძლებლობა გაუჩნდება. ის არ მოგიწყობთ ემოციურ სცენებს და არ გაგიფუჭებთ განწყობას, პირიქით, დაგეხმარებათ გონს მოსვლაში რაიმე განსაცდელის დროს და გაგრძნობინებთ მხარდაჭერას.
პატიოსნება
ყველას აქვს საკუთარი სიმართლე და ზოგჯერ ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იტყვით სათქმელს. თუ ამას თქვენი მამაკაცი პატიოსნად და დიპლომატიურად აკეთებს, მაშინ გილოცავთ, თქვენი მამაკაცი ნამდვილი საგანძურია.
ხელგაშლილობა
საჩუქრების სასიამოვნოა არა მხოლოდ შეყვარებულობის დროს, ქალს სურს იგრძნოს ყურადღება ხუთი, თხუთმეტი ან მეტი წლის ქორწინების შემდეგ, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტიპიური ხელმომჭრნე პარტნიორი, როგორც წესი, არ გასცემს არა თუ საჩუქრებს, არამედ ემოციებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი პარტნიორისთვის. ამიტომ, გაიქეცით სიძუნწის პირველივე ნიშნებისთანავე, ვის ვის და მამაკაცს ეს ყველაზე მეტად არ უხდება.
ერთგულება
ერთგულება არ არის ძალდატანებით იცხოვროთ პარტნიორთან მანამ, სანამ სიკვდილი დაგაშორებთ. თუ პარტნიორებს აღარ უყვართ ერთმანეთი, ყოველთვის არსებობს ვარიანტი, ჯერ ერთი ურთიერთობა დაასრულოთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ მეორე. ბოლოს და ბოლოს, ღალატი ძალიან დიდ ტკივილს იწვევს და ერთგულ ადამიანს ტრავმას აყენებს.
მამაკაცები, რომლებიც ერთგულნი არიან თავიანთი სიტყვის, პრინციპებისა და მაღალი მორალის, არასდროს იხრებიან გვერდით რომანებზე, მაშინაც კი, თუ გაუცივდათ გრძნობები ქალთან, რომელიც ოდესღაც უყვარდათ. ისინი ჯერ შორდებიან და მხოლოდ შემდეგ ეძებენ ახალ ბედნიერებას.
ქალთან კონკურენციის ნაკლებობა
ბევრ მამაკაცს (თუმცა ისინი ამას საკუთარ თავთან არასდროს აღიარებენ) უყვარს ქალებთან კონკურენცია, ამავდროულად თრგუნავს მათ. დიახ, კონკურენციის სურვილი მათში ნამდვილად თანდაყოლილია, მაგრამ ეს ქცევა არ უნდა გადაიტანოთ ოჯახურ ურთიერთობებში. ნამდვილი მამაკაცი დაამტკიცებს, რომ ის უფრო მაგარია არა ცოლის, არამედ კოლეგის, უფროსის ან უბრალოდ მეგობრის მიმართ. ქალთან კონკურენცია უარყოფითად მოქმედებს წყვილზე, რაც ძალიან სწრაფად შეიძლება შეწყდეს, თუ ქალბატონი ამაყი და თვითკმარია.
არეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ნამდვილი მამაკაცი ყურადღებიანია თავისი გარეგნობისა და ჯანმრთელობის მიმართ. ეს ქცევა ხაზს უსვამს მის დისციპლინას და საკუთარი თავისადმი პატივისცემას.
ბოლოს და ბოლოს, სპორტდარბაზში სიარული და აქტიური ცხოვრების წესი მოითხოვს არა იმდენად ფულს, რამდენადაც დაჟინებას მიზნის მისაღწევად.
ემოციების გაგების უნარი
ნამდვილი მამაკაცი მარტივად მიხვდება, რომ ქალის ცრემლები და ისტერიკა დახმარების თხოვნაა. ასეთ მომენტში პარტნიორი კი არ უნდა გაკიცხოთ, არამედ მოუსმინოთ და დაამშვიდოთ, თუ ამას გააკეთებთ, მაშინ ნამდვილი მაგია ხდება - ყველაფერი მარტივი და გასაგებია, ქალი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს.
თემები: მამაკაცები