
ბოლო წლებში წიგნების მოყვარული ადამიანების რიცხვი გაიზარდა: ადამიანები კითხულობენ მეტროში, პარკებში, ყავის მაღაზიებსა თუ ვერანდებზე და, რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა არ ივიწყებს ესთეტიკური ფოტოს გადაღებას და სოციალურ ქსელებში განთავსებას.
მკითხველის იმიჯი უფრო ხმამაღლა საუბრობს ადამიანის სტატუსზე, ვიდრე მოდური და ძვირადღირებული სამოსი, რომელსაც ატარებს. უფრო მეტიც, ინტელექტუალური ლიტერატურა ტრენდულია, თანაც მკითხველი ყოველთის სექსუალურად გამოიყურება საპირისპირო სქესისთვის, თუ ჯონ უოტერსის ცნობილ ციტატას მოვიშველიებთ: „თუ ისეთ ადამიანთან მიხვალ, ვისაც წიგნები არ აქვს, არასდროს გქონდეს სექსი მასთან“.
თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც მხოლოდ იმიტომ კითხულობენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომ ირგვლივ ყველამ იცოდეს, რომ ის ჭკვიანი და ნაკითხია, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ სწავლისა და შთაგონებისთვის ჩაჰკირკიტებენ წიგნებს.
ჟურნალმა „The Guardian“-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეძღვნებოდა „შესრულებით, პერფორმაციულ კითხვას“, ისმის კითხვა: კითხვა უნდა იყოს „არასაჯარო“, როგორც ძალიან ინტიმური თუ უნდა ვიკითხოთ ყველგან და ნებისმიერ ფორმატში?
ჯეიმს ჯოისი და ესპრესოს ფინჯანი
შეეცადეთ წარმოიდგინოთ შემდეგი სურათი: დილით ადრე, სამსახურამდე, ყავის დასალევად მირბიხართ, თავს მარცხნივ ატრიალებთ და ფანჯარასთან ზის ელეგანტური, შუახნის მამაკაცი, მაგიდაზე დაუმთავრებელი ესპრესოთი და ხელში ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ სქელი ტომით - მთელი თავისი გარეგნობით თუ იმიჯით ის თითქოს ამბობს: „მე ესთეტი და ინტელექტუალი ვარ“.
სავარაუდოდ, მისმა მრავალრიცხოვანმა გამომწერებმა უკვე იციან, რას აკეთებს ის, რადგან ყველაფერი იდეალურად გამოიყურება და იმდენად დადგმულია, რომ გარანტირებულია, რომ ისტორიებსა და ვიდეოებში მოხვდება.
ერთი მხრივ - რა არის ამაში განსაკუთრებული? - კითხვა ისედაც კარგი რამ არის, მაგრამ სოციალური მედიის მომხმარებლები არ ეთანხმებიან და ასეთ მკითხველებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ: „ვისზე ცდილობდით შთაბეჭდილების მოხდენას ამით?“, „უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ წაგეკითხათ, ვიდრე ასე“ - ეს ისტორია იდეალურად ასახავს სწორედ ამ „შესრულებით, პერფორმაციულ კითხვას“.
პერფორმაციული კითხვა
პერფორმაციული კითხვა საჯარო ან სიმბოლური ქმედებაა, რომლის მიზანი არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენაა კითხვის საშუალებით. ეს შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად, წიგნების არჩევაში ინტერიერში გამოსაფენად, ან გარკვეული ლიტერატურის საჯაროდ კითხვაში, რათა ხაზი გაუსვას ადამიანის ინტელექტუალურ ან სოციალურ სტატუსს.
კითხვა და საზოგადოებრივი აზრი
ადამიანებს ზოგადად აღიზიანებთ ყველაფერი, რაც სხვებს სიამოვნებთ და აქ პრობლემა არც კი არის ლიტერატურაში, როგორც ასეთში, არამედ სტატუსის დემონსტრირებაში. რატომღაც, ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არავის შეუძლია ნაბოკოვის „საჩუქარის“ წაკითხვა სურვილისამებრ. მოწონებები, აჟიოტაჟი და პრივილეგიები იმდენად ღრმად არის ჩადგმული ჩვენს ცნობიერებაში, რომ ნებისმიერი „შეტევა“, რომელიც მოტივირებულია უფრო განათლებულის გახდომის აუცილებლობით, აღიქმება მხოლოდ როგორც „გამოჩენა“.
თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან სუბიექტურია - ზოგიერთისთვის დოსტოევსკი, რომელიც მსოფლიო კლასიკად ითვლება, გაუგებარია, ზოგი კი სტივენ კინგის იედეებში ჩაწვდომას ვერ ახერხებს.
ერთი რამ კი დღესავით ნათელია: ის, რასაც კითხულობ, ყოველთვის უფრო მეტს ამბობს შენზე, ვიდრე დანარჩენი სხვა.
თუ პრუსტის გულშემატკივარს გმობ, პირველ რიგში საკუთარ არასრულფასოვნებას აჩვენებ, მკაფიოდ აჟღერებ, რომ მის ნააზრევი შენთვის რთული და გაუგებარია, ამიტომაც დროა შევწყვიტოთ ყველაფერში პათოსის დანახვა და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენც შეგვიძლია „რთული“ ლიტერატურის კითხვა, როგორც The Guardian-ის ჟურნალისტმა აღნიშნა: „ნუ იქნებით სულელები, წაიკითხეთ ყველგან და ხშირად“.
ამბავში ჩაძირვა და გარე სამყაროსგან გათიშვა, თუნდაც რამდენიმე საათით, ყველაზე ბანალური სიამოვნებაა, რომლის მიღებაც ყველას შეუძლია - შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე და გადაგიღებენ თუ არა შემთხვევითი გამვლელები ფოტოებს სოციალური ქსელებისთვის. კითხვას გამართლება არ სჭირდება: ყველას შეუძლია აირჩიოს ის, რაც აინტერესებს და რისი გაგებაც შეუძლია.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ვინმეს წიგნით ხელში ბარში, კაფეში ან პარკში დაინახავთ, დატოვეთ მარტო, მან სამყაროთი ტკბობისთვის ასეთი ფორმა აარჩია.