ჯანმრთელობა

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

10. ეცადეთ არ შეჩერდეთ, არ მოდუნდეთ და მზად იყოთ ცვლილებებისთვის - რთული პერიოდი ცხოვრებაში ყველას აქვს, თუმცა ყველაზე მარტივად ის ადამიანები ახერხებენ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც არ ჩერდებიან და მუდამ გამოსავლის პოვნაზე არიან კონცენტრირებულნი. მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა, დაიწყეთ ცვლილებებისკენ სწრაფვა და ნახავთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და სტრესის დაძლევას შეძლებთ.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

9. დაგეგმეთ მომავალი - დაგეგმეთ როდის რა საქმე უნდა გააკეთოთ. დაუწესეთ საკუთარ თავს ვადები და ამ ყველაფერთან ერთად, გამოყავით დრო განსატვირთადაც. მაგალითად,სამსახურში შესასრულებელი საქმეები შეგიძლიათ დაგეგმოთ სახლში, ხოლო შემდეგ, მეორე დღეს, ამ საქმეების კეთება დაიწყოთ თანმიმდევრულად. შედეგად იქნებით მშვიდად და ნაკლებად მოგერევათ სტრესი. აღარ მოგიწევთ ქაოსურად მუშაობა.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

8. იყავით პრაქტიკულები და კონცენტრირდით იმ საქმეზე, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ - დაისახეთ მიზნები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ასევე მიზნები, რომელთა მიღწევაც შეგიძლიათ. ნუ დასახავთ შეუძლებელ გეგმას, რადგანაც მას ვერ შეასრულებთდა ეს სტრესის მიზეზი გახდება.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

7. იფიქრეთ პოზიტიურად - გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში რეალურად მაშინ ხდება სასიკეთო სიახლეები, როცა ამას არ ელოდებით. მთავარია, არ დანებდეთ და ნეგატივზე არ კონცენტრირდეთ. იფიქრეთ პოზიტიურად და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, არ დაკარგოთ იმედი.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

6. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის - ნუ გამოიკეტებით სახლში, ან ოფისში, ზოგადად, დახურულ სირვცეში. წადით ბუნებაში, მწვანე ადგილას, დაისვენეთ, ისეირნეთ, ივარჯიშეთ. დაკავდით იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და გვერწმუნეთ, სტრესი ვერაფერს დაგაკლებთ.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

5. დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს - ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა. ეს გვეხმარება, რომ დავძლიოთ ფსიქოლოგიური პრობლემები, დავივიწყოთ ყოველდღიური რუტინა. ოჯახთან მჭიდრო კავშირი გვიჩენს განცდას, რომ მარტო არ ვართ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იქნებიან ყოველთვის, როცა დაგვჭირდება, ეს კი ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს გვმატებს.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

4. იზრუნეთ ფიზიკურ მდგრადობაზე - დაკავდით ვარჯიშით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა როგორც ფიზიკური სიჯანსაღისთვის, ასევე ის კარგია ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვისაც. ამცირებს სტრესის ხარისხს და ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს, ზრდის თავდაჯერებულობას.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

3. წადით ისეთ ადგილას სადაც ლამაზი და შთამაგონებელი ხედებია - ისუნთქეთ ღრმად და გაიაზრეთ, რომ ცხოვრება სასიამოვნოა და არ ღირს დრო სტრესსა და დეპრესიაში დაკარგოთ. გაატარეთ ზოგჯერ დრო მშვიდ და წყნარ გარემოში.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

2. სტრესის დასაძლევად უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კვება - ჯანსაღ საკვებს აქვს სტრესის ხარისხის შემცირების უნიკალური უნარი. დააწესეთ კვების ჯანსაღი რეჟიმი და მკაცრად დაიცავით ის.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი

1. აუცილებლად დაისვენეთ საკმარისი რაოდენობით - ადამიანების სტრესის გამომწვევი მთავარი მიზეზი დაძაბული ცხოვრების გრაფიკია. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ და არ გვრჩება დრო დასვენებისთვის, ძილისთვის, არადა, სტერსის დამარცხება შესაბამისი დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. უნდა გააცნობიეროთ, რომ სტრესი უამრავ სხვადასხვა დაავადებას იწვევს და თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი მტერია. ამიტომაც, პრიორიტეტად, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი და ჯანმრთელობა უნდა აქციოთ და აუცილებლად გამონახოთ დრო შესაბამისი დასვენებისთვის და ძილისთვის.

სტრესის დაძლევის და ბედნიერი ცხოვრების 10 მარტივი რეცეპტი



<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>