ჯანმრთელობა

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

ემოციური მდგრადობა მარტივი შესნარჩუნებელი არ არის. ცხოვრების სირთულეები ნეგატიური ემოციებით გვავსებს, რომელიც ფიზიკური ტკივილის გამოწვევის მიზეზი ხდება.

ჩვენი სული და სხეული ერთმანეთთანაა კავშირში და როცა ემოციური პრობლემები გვაქვს, სხეული მაშინვე გვიგზავნის შესაბამის სიგნალებს.

გაეცანით 8 სახის ტკივილს, რომელთა გამომწვევი მიზეზიც, შესაძლოა, ემოციური დისბალანსი იყოს:

1. თავის ტკივილი - ზოგჯერ გაუსაძლისი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს უკიდურესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ვფიქრობთ, კარგი იდეაა, თუ დაიწყებთ ისეთი საქმეების გაკეთებას, რაც გიყვართ და რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასეთ დროს საუკეთესო მკურნალია განტვირთვა, ბუნების წიაღში სეირნობა, კითხვა, ხატვა, ვარჯიში და რა თქმა უნდა, მედიტაცია. ყოველივე სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ და თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ. 

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

2. ტკივილი კისრის არეში - ასეთი ტკივილი, როგორც წესი, დაკავშირებულია ბრაზთან, რომელსაც ადამიანების მიმართ განიცდით. როცა ვინმეს, რაიმეს ვერ პატიობთ. კარგი იქნება თუ დაიმახსოვრებთ, რომ არავინ არაა სრულყოფილი და ყველა უშვებს შეცდომას. ეცადეთ ადამიანები შეიყვაროთ ისეთები, როგორებიც არიან. 

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

3. თუ მხარი გტკივათ - ეს იმის ნიშანია, რომ ემოციურად რაღაც გაწუხებთ, შინაგანად იტანჯებით და ამის შესახებ საკუთარ თავსაც კი არ ეუბნებით ხმამაღლა და ეს ემოცია შიგნიდან გწვავთ. კარგი იქნება, რომ როცა რაიმე გაწუხებთ, არ უგულებელყოთ ის და ხმამაღლა ისაუბროთ. იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვაროთ, ჯერ უნდა ისაუბროთ ამ პრობლემის შესახებ. 

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

4. ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში - ასეთ ტკივილს მარტოობის განცდა იწვევს. განცდა იმისა, რომ მხარდამჭერი არავინ გყავს. შეეცადეთ უფრო კომუნიკაბელური გახდეთ. უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროთ ადამიანებთან. თუ მარტოხელა ხართ, დროა გარეთ გახვიდეთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი რომანტიკული ურთიერობა წამოიწყოთ. 

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

5. ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში - თუ ხშირად ღელავთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაძლოა, შეგაწუხოთ ტკივილმა ზურგის ქვედა ნაწილში. სცადეთ უფრო ჭკვიანურად მართოთ ფული და იპოვნოთ რაიმე გამოსავალი. ფინანსებზე დარდს, სჯობს გადადაგათ ქმედითი ნაბიჯები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

6. იდაყვის ტკივილი - ასეთი ტკივილი გამოწვეულიაიძულებითი, ან დაუგეგმავი ცვლილებებით, როცა გიწევთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ გინდათ, როცა ცხოვრებას ცვლით, მაგრამ არ გსურთ ეს ცვლილება. უთხარით საკუთარ თავს, რომ ზოგჯერ ცვლილებები აუცილებელია. დაარწმუნეთ თავადვე თავი, რომ ცვლილებებს თითქმის ყოველთვის მოაქვს პოზიტიური შედეგი.

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

7. ხელის ტკივილი - თუ დარდობთ იმაზე, რომ ადამიანებთან არ გაქვთ ისეთი კავშირები, როგორიც გსურთ, შესაძლოა შეგაწუხოთ ტკივილმა ხელის არეში. კარგი იქნება, თუ უფრო მეტად ეცდებით კავშირების დამყარებას და სასიამოვნო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს

8. თეძოს ტკივილი - ეს ტკივილი შესაძლოა ნიშანი იყოს იმისა, რომ გეშინიათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის, მოქმედების. გაქვთ იდეები, გინდათ, რომ რაღაც გააკეთოთ, მაგრამ გეშინიათ და ვერაფერს აკეთებთ. მხოლოდ ოცნებობთ. დაიმახსოვრეთ, რომ საუკეთესო შედეგებს ადამიანები მაშინ აღწევენ, როცა რისკზე მიდიან. მნიშვნელოვანია, რომ დატოვოთ კომფორტის ზონა და აიხდინოთ ოცნებები. 

8 სახის ტკივილი, რომელსაც ემოციური დისბალანსი იწვევს