ჯანმრთელობა

როდისაა შხაპის მიღებისთვის იდეალური დრო? - მეცნიერული დასკვნა

როდისაა შხაპის მიღებისთვის იდეალური დრო? - მეცნიერული დასკვნა

როდისაა შხაპის მისაღებად იდეალური დრო? - თუ ტოროლა ხართ და დილით ადრე დგებით, ალბათ მიიჩნევთ, რომ დილა საუკეთესო დროა ამ საქმისთვის, ხოლო ადამიანები, რომლებიც ღამით აკეთებენ ყველაფერს, თვლიან, რომ შხაპის მისაღებად ღამე არის საუკეთესო დრო.

ვნახოთ, რას ამბობენ მეცნიერები ამ საკითხის შესახებ.

დილით სამსახურში, უნივერსიტეტში, ან ნებისმიერ სხვა საქმეზე როცა მიდიხართ, რა თქმა უნდა, გსურთ წყლის გადავლება სახლიდან გასვლამდე და ეს კარგია, მაგრამ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შხაპის მისაღებად საუკეთესო დრო ღამეა.

ამერიკელი დერმატოლოგი სამერ ჯაბერი ამბობს, რომ სახისა და ტანის დაბანა ღამით უმნიშვნელოვანესია კანის სიჯანსაღისთვის. განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულის დღეებში.

როდისაა შხაპის მიღებისთვის იდეალური დრო? - მეცნიერული დასკვნა

„თუ მთელი დღე გარეთ გიწევთ ყოფნა, მუშაობთ, ოფლიანდებით, რა თქმა უნდა, სახლში მისთვლისთანავე უნდა დაიბანოთ და არ უნდა დაიძინოთ შხაპის მიღების გარეშე“, - ამბობს დერმატოლოგი.

მისივე განმარტებით, გაზაფხულზე კანზე ხვდება ალერგიის გამომწვევი ბაქტერიები და არ არის სასურველი მათი მოშორების გარეშე დაძინება, ამიტომაც, აუცილებლად უნდა დაიბანოთ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, თუ შხაპს ღამით მიიღებთ, ის დაგეხმარებათ რომ უფრო მშვიდად დაიძინოთ, ის დაგამშვიდებთ და სტრესის ხარისხს შეამცირებას შეძლებთ. დაძინებამდე შხაპის მიღება დაგეხმარებით განტვირთვაში და ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ.

სისუფთავე უმნიშვნელოვანესია და გარდა სისუფთავისა შხაპის მიღებით, როგორც ზემოთ ვთქვით, ბევრ სარგებელს ნახავთ. იქნებით სუფთა, გექნებათ ჯანსაღი კანი, შეამცირებთ სტრესს, განიტვირთებით და დაიძინებთ მშვიდად.



<a href="https://www.seventeen.com">https://www.seventeen.com</a>