მითი #1: იმისთვის, რომ ფორმაში იყოთ კვირაში მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ უნდა დაკავდეთ ფიტნესით.
სიმართლე კი ისაა, რომ მხოლოდ ორჯერ ვარჯიში ვერ მოგიტანთ რეალურად სარგებელს.
„იმისთვის, რომ რეალური შედეგი ნახოთ, ერთი კვირის განმავლობაში 3-ჯერ, ან 5-ჯერ უნდა დაკავდეთ ფიტნესით“ - ამბობს ფიტნესის სპეციალისტი და ფსიქოლოგი კრის ჯორდანი.
მითი #2: ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო დილაა, გაღვიძებისთანავე უნდა ივარჯიშოთ.
სინამდვილეში კი, ვარჯიშისთვის საუკეთესოა ნებისმიერი დრო, როცა საშუალება გაქვთ თანმიმდევრულად გააკეთოთ ყველაფერი. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია გვიან ღამით ვარჯიში, შეგიძლიათ ივარჯიშოთ ღამით, ან თუ დილით გირჩევნიათ, დილით დაკავდით ამ საქმით. ეს მთლიანად თქვენს სურვილზე და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
მითი #3: წონის დაკლების დროს ცხიმები კუნთებში გადადის და იქ გროვდება.
სინამდვილეში შეუძლებელია ცხიმები კუნთებში გადავიდეს ვარჯიშის დროს. ვარჯიში უბრალოდ კუნთოვან ქსოვილს ამაგრებს. ასე რომ, იკვებეთ ჯანსაღად და დაკავდით ვარჯიშით.
მითი #4: ე.წ. პაზლები საუკეთესოა გონებისთვის
რეალურად, გაცილებით უკეთესია გონებისთვის ფიზიკური ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველა მიმართულებით და მათ შორის, გონების სიჯანსაღისთვისაც. ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა, იქნება ეს ფიტნესი, ცეკვა, აერობიკა თუ სხვა, გონებაზე გაცილებით უკეთ მოქმედებს, ვიდრე კროსვორდების ამოხსნა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორები გონების სიჯანსაღისთვის საუკეთესო საშუალებად აერობიკას მიიჩნევენ.
მითი #5: ვარჯიში წონაში დაკლების საუკეთესო საშუალებაა
სინამდვილეში კი, თუ ზედემტი კილოგრამების მოშორება გინდათ, მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის. თუ ვარჯიშობთ, მაგრამ მიირთმევთ იმას, რაც გსურთ, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. ექსპერტები ამბობენ, რომ წონაში დასაკლებად, პირველ რიგში, კვების რეჟიმის შეცვლა გჭირდებათ. „ზედმტი კილოგრამების მოსაშორებლად დიეტა ასრულებს გაცილებით დიდ როლს, ვიდრე ვარჯიში“, - ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილიპ სტენფორტი. თუმცა დიეტასთან ერთად საჭიროა ფიზიკური აქტივობაც იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ.
მითი #6: აზიდვები მუცლის პრესისთვის საუკეთესო ვარჯიშია
რეალურად ასე არ არის. აზიდვები სასარგებლო ვარჯიშია და ამაგრებს კუნთებს, მაგრამ თუ გინდათ, რომ მუცლის პრესი გქონდეთ, მხოლოდ ეს ვარჯიში საკმარისი არ არის.
მითი #7: ჰანტელებით ვარჯიში მხოლოდ მამაკაცებისთვისაა და მძიმე სავარჯიშოები ქალებისთვის არ შეიძლება.
სინამდვილეში ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ უფრო ძლიერი კუნთები გქონდეთ და არაფერი აქვს საერთო ადამიანების სქესთან.
მითი #8: სულ მცირე ორი კვირაა საჭირო იმისთვის, რომ სასურველ ფორმაში ჩადგე.
სინამდვილეში კი, აუცილებელია, რომ რეგულარულად ივარჯიშოთ. თუ ერთ, ან ორ კვირაში შეწყვეტთ, შეიძლება ცუდი შედეგი მიიღოთ. აუცილებლად მალევე დაკარგავთ იმ მცირე შედეგსაც კი, რაც ამ ორ კვირაში მიიღეთ და კიდევ უფრო მარტივად მოიმატებთ წონაში.
მითი #9: მარათონში მონაწილეობის მიღება წონაში დაკლების საუკეთესო გზაა.
იცოდეთ, რომ დღის განმავლობაში 5-10 წუთის განმავლობაში სირბილით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე საათების განმავლობაში შორ მაძილზე სირბილით. ნუ დაელოდებით მარათონებს. ირბინეთ მცირე დროის განმავლობაში ყოველ დღე, რეგულარულად.
მითი #10:კვების რაციონის შესახებ ყოველდღიურად დღიურის წერა საუკეთესო გზაა კვების რეჟიმის გასაკონტროლებლად.
სინამდვილეში კი, ამ საქმეში დღიურის წარმოება ვერ დაგეხმარებათ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ თავად გააცნობიეროთ გონებაში ის, თუ რამდენი იმუშაოთ, რამდენ ხანს ივარჯიშოთ და რამდენი საჭმელი მიირთვათ.
<a href="http://www.iflscience.com">http://www.iflscience.com</a>