ჯანმრთელობა

რატომ სჭირდება ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი ძილი?

რატომ სჭირდება ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი ძილი?

არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ძილი არასოდეს არაა საკმარისი, გამუდმებით მოთენთილობას გრძნობენ და ეძინებათ, მაშინ როცა სხვებს უფრო მცირე დროის განმავლობაში სძინავთ, თუმცა ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ.

თუ ადამიანს რეგულარულად სძინავს 10 საათი, ან უფრო მეტი დრო, ეს შეიძლება რაიმე სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს.

„ზრდასრული ადამიანების უმეტესობას 7-8 საათი ძილი სჭირდება დღე-ღამეში, მაგრამ თუ ვინმეს უჩვეულოდ დიდი დროის განმავლობაში სძინავს და მიუხედავად ამისა, მაინც ძილი სურს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერაა“, - ამბობს ძილის რეჟიმის დარღვევების შემსწავლელი პროფესორი, რონალდ ჩერვინი.

გავიგოთ, რის გამო სძინავს ზოგიერთ ადამიანს უჩვეულოდ დიდი დროის განმავლობაში, რა შეიძლება გახდეს აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი.

1. დიდი დროის განმავლობაში ძილი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს გენეტიკას - კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა გენეტიკასთან იყოს დაკავშირებული როცა ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი დრო სძინავს. „ეს დაკავშირებულია შინაგან საათთან, რომელიც ასევე აკონტროლებს ძილის ხანგრძლივობას და ასეთი ადამიანებისთვის წარმოუდგენლად რთულია დილით ადრე ადგომა“, - ამბობს ჩერვინი. 

რატომ სჭირდება ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი ძილი?

2. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ძილის რეჟიმის დარღვევას - თუ დღეს გვიან იწყებთ, ძალიან გვიან იძინებთ, გერღვევათ ძილის რეჟიმი და ვითარდება ჰიპერსომნია, ანუ ძილის პათოლოგიური გახანგრძლივება. ჰიპერსომნიის დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს რეჟიმს, მას მუდამ ძილი უნდა. „ადამიანს, რომელსაც ჰიპერსომნია აწუხებს, 10 საათიც კი არ ჰყოფნის ძილისთვის“, - ამბობს ნევროლოგი და ფსიქიატრი ემანუელ დურინგი. 

რატომ სჭირდება ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი ძილი?

ჩერვინის თქმით კი, ზოგჯერ ადამიანებს 15-დან 20 საათამდე შეუძლიათ საწოლში გაატარონ, უფრო მეტიც, დღეები გადააბან ძილში და მხოლოდ ჭამის გამო გაიღვიძონ. აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და კვლევის თანახმად, მსგავსი სინდრომი მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთში ვლინდება.

3. თქვენი ხანგრძლივი ძილის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემები იყოს - ფსიქოლოგების განმარტებით, დეპრესიის დროს ადამიანს არ სურს გამოღვიძება და უნდა, რომ მუდამ ეძინოს. არ სურს რეალობას თვალი გაუსწოროს. სწორედ დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს მიიჩნევენ ფსიქოლოგები ხანგრძლივი ძილის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად,

რატომ სჭირდება ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი ძილი?

4. ხანგრძლივი ძილის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ტვინის ტრავმული დაზიანებები - როცა ადამიანი იღებს ტვინის ტრავმულ დაზიანებებს მას ძილის რეჟიმი ერღვევა. აღნიშნულის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა გარკვეული დრო სჭირდება.

რატომ სჭირდება ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი ძილი?

5. ძილის ხანგრძლივობა იზრდება მაშინ, როცა ძილის ნაკლებობას განიცდით - თუ ცოტა გძინავთ და ღამეებს ათენებთ, როცა დაიძინებთ არ გაგიკვირდეთ, რომ ძილი გაგიხანგრძლივდებათ. ორგანიზმისთვისვის ძილი აუცილებელია. ასეთ დროს ვერც კი მიხვდებით, როგორ გეძინათ 10 საათზე მეტიც კი.

რატომ სჭირდება ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი ძილი?



<a href="http://www.huffingtonpost.com">www.huffingtonpost.com</a>