LIFE

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

კამათის დროს თუ გსურთ, რომ გაიმარჯვოთ, არ უნდა აღელვდეთ და სიმშვიდის შენარჩუნება უნდა შეძლოთ, მშვიდად უნდა ისაუბროთ. თუმცა უმეტესი ჩვენგანი ასე იშვიათად იქცევა. როგორც წესი, კამათის დროს ვყვირით, ვჩხუბობთ და ვამბობთ ისეთ ფრაზებს, რომელთა წარმოთქმაც შესაძლოა სანანებლად გვექცეს. რთულია ასეთ დროს ემოციების კონტროლი, თუმცა თუ მოინდომებთ, შესაძლებელია.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყვირილით და ემოციებით ვერაფერს მიაღწევთ. ისინი ავლენენ იმ 6 ფრაზას, რომელთა თქმაც კამათის დროს უსარგებლო და უფრო მეტიც, საზიანოა ურთიერთობისთვის.

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

არ აქვს მნიშვნელობა ვის ეკამათებით, ოჯახის წევრს, მეგობარს, საყვარელ ადამიანს, მეზობელს, თუ თანამშრომელს, ეს ფრაზები და სიტყვები არ უნდა გამოიყენოთ.

1. „არასოდეს..“, „ყოველთვის...“ – ამ სიტყვებს, როგორ წესი, ადამიანები მოვლენების გასაზვიადებლად იყენებენ და ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს. მაგ: „არასოდეს მისმენ“, „არასოდეს გაღელვებს“. „არასოდეს ინტერესდები“. ასეთ დროს კარგავთ კონტროლს და კამათი სხვა ჭრილში გადაგყავთ, აღარ საუბრობთ იმ თემაზე, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია. კონცენტრირებას სხვა საკითხზე ახდენთ და კამათი აბსოლუტირად სხვა საკითხის გარშემო ფოკუსირდება.

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

„ამის ნაცვლად სჯობს, მშვიდად ისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია თქვენთვის“, - ამბობს წყვილების თერაპევტი, ტარა გრიფიტი. 

2. „დედაშენივით იქცევი“, „შენი სულელი ძმის მსგავსი ხარ“, „შენს გიჟ მეგობარს როგორ დაემსგავსე“, ან „ლოთ ბიძას ჰგავხარ“ და ა.შ. - ასეთი შედარებები დაუშვებელია კამათის დროს. ეს მიუთითებს, რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი არგუმენტები და პიროვნული შეურაცხყოფით ცდილობთ გამარჯვების მოპოვებას. შეურაცხყოფას აყენებთ როგორც მოკამათეს, ასევე მისთვის საყვარელ ადამიანებს. „თუ არგუმენტები აღარ გაქვთ, სჯობს საერთოდ გაჩუმდეთ“, - ამბობს თერაპევტი უინიფრედ რეილი.

 

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

3. „მაშინ დაგელაპარაკები, როცა უფრო რაციონალური იქნები“ - ამ ფრაზით მოკამათეს ძალიან დიდ ემოციურ დარტყმას აყენებთ, მას უპატივცემულოდ ესაუბრებით. სჯობს, კამათის დროს პატივისცემა გამოიჩინოთ მოწინააღმდეგის მიმართ.

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

4. „ყველაფერი დამთავრდა, აქედან მივდივარ!“ - ადამიანები ამ ფრაზას ამბობენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, არ ასრულებენ მას. რეალურად ამ ფრაზის წარმოთქმით ძალიან დიდ ტკივილს, ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებენ საყვარელ ადამიანს. ასევე, ნუ ეტყვით კამათის დროს საყვარელ ადამიანს - „აღარ მიყვარხარ და უნდა მიგატოვო“, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ აპირებთ ამის გაკეთებას. გვესმის, რომ შესაძლოა ძალიან გაბრაზებული ხართ, მაგრამ ასეთ დროს ყვირილს და ჩხუბს სჯობს, საერთოდ არაფერი თქვათ, მიეცით საკუთარ თავს დამშვიდების საშუალება, რის შემდეგაც აუცილებლად შეძლებთ მშვიდად საუბარს. 

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

5. „რა საშინელი ხარ“, „რა იდიოტი ხარ“, „რა სულელი ხარ“ და ა.შ. - კამათის დროს აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა. მოკამათე არ უნდა გალანძღოთ. გვერწმუნეთ, მსგავსი სიტყვებით ადამიანს გულს ძალიან ატკენთ და ამას ვერასოდეს დაივიწყებს.

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ

სწორედ არაკონსტრუქციულობის, ემოციების მართვის თვალსაზრისით უუნარობის გამოჩენის გამო ხდება უმეტეს წყვილებს შორის კონფლიქტი და ხშირად სიტყვიერ ძალადობას ფიზიკური ძალადობა მოსდევს.

6. „ეს აღარ განმეორდეს! არ შეგიძლია უბრალოდ შეწყვიტო ამის კეთება?“ - ამ ფრაზით თქვენ იწუნებთ მოკამათის შეხედულებებს, მოსაზრებას, მის საქმეს და თან ძალიან ცუდი ფორმით გამოხატავთ დამოკიდებულებას. „ხომ არ გაგიჟდი, ზედმეტი მოგდის, ო, არა, ისევ დაიწო“, თუ თქვენი პარტნიორის ყველა ქმედებაზე ამ ფრაზებს ამბობთ, შესაძლოა, თქვენში იყოს პრობლემა. საუბრის ამ ფორმით პარტნიორისადმი უპატივცემულობას იჩენთ.

6 ფრაზა, რომლებიც კამათის დროს არ უნდა გამოიყენოთ



<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>