როგორ უნდა მოიპოვოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციაში - დამშვიდების 12 მეთოდი
- 16.04.2018
ადამიანების ყოველდღიურობა, ცხოვრების დაძაბული რეჟიმი სტრესთანაა დაკავშირებული. სტრესის გამომწვევ მიზეზებზე, სტრესის განვითარების შემდგომ საფეხურებზე და იმ დაავადებებზე, რომელთა პროვოცირებასაც სწორედ სტრესი იწვევს, Trend.ge-ის არაერთხელ დაუწერია.
ამჯერად განვიხილოთ ის მთავარი მეთოდები, რომლებიც სტრესის დაძლევაში და დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
1. ისუნთქეთ ღრმად - ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორების რეკომენდაციით, რთულ მომენტში კარგი იქნება, თუ წახვალთ ბუნების წიაღში, ისეთ ადგილას, რომელიც დაგამშვიდებთ, „ისუნთქეთ ნელა და ღრმად, აავსეთ ფილტვები სულფთა ჰაერით. ისუნთქეთ პირით, ეს საუკეთესო თერაპიაა“, - ამბობენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.
2. ხშირად გაიცინეთ - შეხედეთ მოვლენებს იუმორით, ხშირად გაიცინეთ. მსგავსი ქმედება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, გეხმარებათ, რომ ადამიანებთან დაამყაროთ უფრო მყარი კავშირები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდან აირიდოთ შფოთვა და დეპრესია.
3. მასაჟი - 2005 წელს, მაიამის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, მასაჟის თერაპიის შედეგად ორგანიზმში კორტიზოლი იმატებს, ადამიანის ხასიათი უმჯობესდება და მნიშვნელოვნად მცირდება დეპრესიისა და სტრესის დონე.
4. დახუჭეთ თვალები და ცოტა ხნით არაფერზე არ იფიქროთ - ეს გონების ერთგვარი გადატვირთვაა. მუშაობის პროცესში შეჩერდით, დახუჭეთ თვალები და არაფერზე არ იფიქროთ დაახლოებით 30-60 წამის განმავლობაში. შედეგად თქვენ სხვადასხვა სირთულეების დაძლევას უფრო მარტივად შეძლებთ და ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადები იქნებით.
5. გამოხატეთ მადლიერება - კვლევის თანახმად, როცა ადამიანი მადლიერებას გამოხატავს, ეს აბედნიერებს და ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადს ხდის. უფრო გამძლეა ასეთი ადამიანი სხვადასხვა სირთულეებისადმი და მარტივად ამარცხებს შფოთვასა და სტერსს.
6. იმღერეთ - მერე რა რომ მუსიკალური სმენა არ გაქვთ, ნუ შეგეშინდებათ. იმღერეთ ისე, როგორც შეგიძლიათ და მიღებული სარგებელი ნამდვილად გაგაკვირვებთ. 2014 წელს იაპონიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, როცა ადამიანი მღერის, მისი განწყობა უმჯობესდება, უფრო ბედნიერი ხდება და ადვილად ამარცხებს სტრესს.
7. სტრესის დამარცხებაში სასიამოვნო სურნელი დაგეხმარებათ - კვლევის თანახმად,სხვადასხვა არომატებს შეუძლიათ, ადამიანს სტრესის დაძლევაში დაეხმარონ. მაგალითად ლიმონის, ლავანდისა და ჟასმინის არომატი ამ თვალსაზრისით საუკეთესოა.
8. დახუჭეთ თვალები და დაითვალეთ 10-მდე - შფოთვისა და დეპრესიის კვლევის ამერიკის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს რთული სიტუაციის დროს 10-მდე, ან 20-მდე ნელა თვლას. დახუჭეთ თვალები, ნელა დაითვალეთ და ღრმად ისუნთქეთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა.
9. დაისვენეთ - თუ რთული დღე გქონდათ, ძალიან დაიღალეთ, სჯობს ადრე დაიძინოთ. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პროფესორების თქმით, ძილი დეპრესიისგან და სტრესისგან გათავისუფლების და ძალების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. ძილი გვეხმარება გავიუმჯობესოთ მეხსიერება და ცხოვრებას და სირთულეებს ახალი, ოპტიმისტური თვალით შევხედოთ.
10. მიიღეთ ბევრი წყალი - ყავა და ალკოჰოლური სასმელი დეჰიდრატაციას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ ასუსტებს ადამიანის უნარს, იყოს მდგრადი სირთულეებისადმი. მიიღეთ ბევრი წყალი. წყლისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგიძლიათ. ის უფრო მდგრადს გაგხდით რთული სიტუაციებისადმი.
11. გაითბეთ ხელები - რთულ სიტუაციაში სისხლის მიმოქცევის რეჟიმი ირღვევა, რაც პირველ რიგში ხელებზე აისახება და ხელები გიცივდებათ. ასეთ დროს ადამიანს უჭირს რაციონალურად აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში, ხელები გავითბოთ, სითბო მთელ სხეულზე გადანაწილდება და პრობლემების მოგვარებასაც უფრო მარტივად შევძლებთ.
12. საღეჭი რეზინი - ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, საღეჭი რეზინისღეჭვა ამცირებს სტრესსა და შფოთვას და ადამიანს საქმეზე უფრო მეტად კონცენტრირებულს ხდის.
თემები: ფსიქოლოგია, პრობლემები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სტრესი, დეპრესია
<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია