1. ვერძი, ჰალკი - ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები ყველაზე მეტად ჰალკს ჰგვანან. გახსოვთ, როგორია განრისხებული ჰალკი? სწორედ ასეთები არიან ვერძები. მათ გაბრაზებას არავის ვურჩევთ. ის ზოგჯერ სასურველის მისაღებად, მიზნის მისაღწევად რადიკალურ გზას ირჩევს და არანაირ სურთულეს არ უშინდება.

2. კურო, ადამიანი ობობა - კუროები ყველაზე მეტად ადამიან ობობას, იგივე პიტერ პარკერს ჰგვანან. მათ შინაგანი სურვილი აქვთ გადაარჩინონ სამყარო, რაიმე გააკეთონ იმისთვის, რომ გარემო უკეთესობისკენ შეცვალონ. „სპაიდერმენის“ მსგავსად, კუროს ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებსაც არ ეშინიათ სიახლეების და მუდამ ახლის სწავლას, ახალი გამოცდილების შეძენას ცდილობენ.

3. ტყუპები, ფლეში - ამ სუპერგმირის მსგავსად,ტყუპებმა იცის, რომ წარმატების მისაღწვად მთავარი მოქმედებაა. ტყუპებს შეუძლიათ სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და გარკვეულწლიად სუპერგმირის რეფლექსები აქვთ. ტყუპების გონება ზოგჯერ ისე სწრაფად მუშაობს, რომ სხვა ადამიანებს უჭირთ მისი გაგება.

4. კირჩხიბი, დიანა ფილმიდან „ქალი საოცრება“- დიანა არის ქალი, რომელმაც იცის, როგორ ებრძოლოს ეშმაკებს და როგორ დაუპირისპირდეს მამაკაცურ სამყაროს ისე, რომ არ დაკარგოს ქალური ბუნება. ის არის ძლიერი და საოცრად მომხიბვლელი. მან იცის, როგორ და როდის უნდა იბრძოლოს. დიანას მთავარი მესიჯი სამყაროსადმი ასეთია - „მშვიდობასა და სიყვარულს ადამიანის გულებში იპოვნით“. სწორედ მსგავსი მახასიათებლებით გამოირჩევიან კირჩხიბები და ასტროლოგები მათ სწორედ ამ სუპერგმირს ადარებენ.

5. ლომი, სუპერმენი - „ადამიანებისთვის იდეალი უნდა იყო, ისინი გამოგყვებიან შენ, დროდადრო მათ წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმარო“, - ეს სუპერმენის ერთ-ერთი პრინციპია. ის ძალიან ძლიერია, თუმცა ამავდროულად, სუსტი მხარეებიც აქვს. სუპერმენის მახასიათებლები ყველაზე მეტად ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებშია. ეს ადამიანები გამოირჩევიან ძლიერი პიროვნული თვისებებით და საოცარი ენერგიით.

6. ქალწული, “რკინის კაცი”, ტონი სტარკი - ის წარმატებული მილიონერია, ბედნიერი და მდიდრული ცხოვრება აქვს, არის ელეგანტური, დახვეწილი და მომხიბვლელი, მოწესრიგებული, გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნების უნარით. სწორედ მსგავსი პიროვნული თვისებები ახასიათებთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს.

7. სასწორი, პილოტი ჯორდანი ფილმიდან „მწვანე ლამპარი“ - პილოტი ჯორდანი გამორჩევა კეთილი გულით, მას სამყაროში მშვიდობის დამყარება სურს. სასწორის მთავარი სურვილიც გარშემო მშვიდობის დამყარებაა. ჯორდანის მსგავსად, სასწორებს შეუძლიათ იცხოვრონ დაბალანსებულად და მათი მთავარი იარაღი დიპლომატიაა.

8. მორიელი, ბეტმენი - ასტროლოგები მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს ბეტმენს ადარებენ. რეალურად, ბეტმენის მთავარი იარაღი გამჭრიახობა და სტრატეგიულად აზროვნების უნარია, სწორედ ამ კუთხით ჰგვანან მას მორიელები. ბეტმენი მზადაა ყველა თავისი ძალა გამოიყენოს მტრების წინააღმდეგ. მორიელიც ბეტმენის მსგავსად, ყველაფერს გააკეთებს მტრის დასამარცხებლად.

9. მშვილდოსანი, ვოლვერინი - ამ სუპერგმირმა იცის, რომ ზოგჯერ მისი საქმიანობა არ არის კარგი. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იქსადამიანია. ვოლვერინი მუტანტია. მას საოცრად აქვს განვითარებული სმენა, ყნოსვა, მხედველობა, ხშირად აქვს კონფლიქტი საკუთარ შინაგან სამყაროსთან. ვოლვერინის მახასიათებლები ყველაზე ახლოსაა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანების პიროვნულ თვისებებთან.

10. თხის რქა, კაპიტანი ამერიკა, სტივ როჯერსი - თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს აქვთ უნარი,სტივ როჯერსის მსგავსად, უხელმძღვანელონ გუნდს და მიზნის მიღწევის მოტივაცია გაუღვიონ მაშინ, როცა ყველა უიმედოდაა. ის არასოდეს კარგავს იმედს, არასოდეს ჩერდება და ამ მახასიათებლებით თხის რქა მას ძალიან ჰგავს.

11. მერწყული, თორი - „მირჩევნია ვიყო კარგი ადამიანი, ვიდრე დიდებული მეფე“, - ესაა ამ სუპერგმირის მთავარი პრინციპი და სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობენ მერწყულებიც. მერწყულებს თორის მსგასად, უდიდესი შინაგანი ძალა აქვთ და თვლიან, რომ მათი მთავარი მისია ადმაინებისთვის დახმარების გაწევა, მათი გადარჩენაა.

12. თევზები, „აკვამენი“ - ფილმის ინსპირაციის წყარო მითოლოგიური ღმერთი პოსეიდონია, რომელიც წყლის სამყაროს განაგებს. თევზებს აკვამენის მსგავსად, აქვთ ტელეპათიური უნარი დაუკავშირდნენ ადამიანებს. თევზები ერთი შეხედვით მშვიდია, მაგრამ მის გაბრაზებას შეიძლება რაიმე კატასტროფა მოჰყვეს. ამიტომ, ნუ დაუჯერებთ ამ სიმშვიდეს და ნუ გამოცდით მის მოთმინებას. თუ გაბრაზდა, ირგვლივ ყველას და ყველაფერს გაანადგურებს.