ახალი ვარსკვლავის დაბადება - კეტრინ ზეტა-ჯონსის ქალიშვილმა, Dolce&Gabbana-ს წვეულებაზე სტუმრები გააოცა
- 16.04.2018
ამ დღეებში ნიუ-იორკში შედგა Dolce&Gabbana-ს წვეულება გაიმართა, რომლის სტუმრები იყვნენ კეტრინ ზეტა-ჯონსი და მისი 14 წლის ქალიშვილი კერისი.
გოგონა წამიერად იქცა საღამოს ყველაზე პოპულარულ პერსონად. კერისი საოცრად გამოიყურებოდა და პრაქტიკულად საკუთარი დედაც კი დაჩრდილა.
ის ასაკისთვის შეუსაბამოდ იყო ჩაცმული: ტოპი მოშიშვლებული მხრებით, კლასიკური შარვალი და ღია ფეხსაცმელი მაღალ ქუსლებზე. ეფექტური მაკიაჟი ელეგანტური ისრებითა და მბზინავი ფერუმარილით საუცხოოს ხდიდა მის გარეგნობას.
ასეთ ლუქსა და მაკიაჟში კერისი რამდენიმე წლით უფროსს ჰგავდა. გოგონას თავი ისე ეჭირა როგორც ასეთი ღონისძიებების ხშირი სტუმარს, თუმცა კეტრინს არც ისე ხშირად დაჰყავს შვილები მსგავს ღონისძიებებზე.
ბევრმა აღნიშნა, რომ ჰოლივუდში ახალი ვარსკვლავი იზრდება, რომელიც ადვილად გაუწევს კონკურენციას ახლანდელ მოდის მიმდევრებს: კაია გერბერს, ბელა ჰადიდს, კენდალ ჯენერს და სხვებს.
ვინ იცის, იქნებ ამ წვეულების შემდეგ კერისიც მიიწვიონ მაღალი მოდის სამყაროს ჩვენებებზე...
შეგახსენებთ, რომ კეტრინ ზეტა-ჯონსს ორი შვილი ჰყავს მაიკლ დუგლასთან ქორწინებიდან. ქალიშვილის გარდა, წყვილი 17 წლის ვაჟიშვილს დილანს ზრდის.
თემები: მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, წვეულება
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>