ჯანმრთელობა

შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? - მედიკოსების დასკვნა

შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? - მედიკოსების დასკვნა

შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჭამის დროს წყლის მიღება არ შეიძლება. ზოგიერთი ექსპერტის განმარტებით, წყალი კუჭში მჟავიანობის დონეს ამცირებს და მისი მიღება ჭამის დროს დასაშვებად არ მიაჩნია, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჭამის დროს წყლის დალევა ჭარბწონიანობას იწვევს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ დროს წყლის მიღება აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

შესაძლებელია თუ არა, რომ მართლაც სახიფათო იყოს ჩვეულებრივი წყალი? - გავიგოთ რეალურად არის თუ არა რაიმე ხიფათის შემცველი ჭამასთან ერთად წყლის მიღება, რა არის სინამდვილე და რა მითი?

საჭმლის მონელების პროცესი იწყება ზუსტად მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ არა საკვების მიღებას, არამედ მისაღებ საკვებზე ფიქრს. როცა გვშია, პირის ღრუში წარმოიქმნება ნერწყვი. როცა საჭმელს ვღეჭავთ, ის ეზავება ნერწყვს, რომელიც შეიცავს საჭმლის მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს. საჭმელი შემდეგ გადადის კუჭში, სადაც ერევა კუჭის მჟავას.

შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? - მედიკოსების დასკვნა

საშუალოდ, კუჭს სჭირდება 4 საათი საჭმლის გადასამუშავებლად, მოსანელებლად.

რაც შეეხება წყალს, ის კუჭში დიდხანს არ რჩება. წყალი კუჭში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაშია, ხოლო შემდეგ, ის გადამუშავდება და გაედინება კუჭიდან. ამგვარად, თუ ჭამის დროს წყალს სვამთ, ის თქვენს კუჭში დიდხანს არ რჩება, ატენიანებს მას და ძალიან სწრაფად ტოვებს.

წყალი არ ახდენს გავლენას კუჭის მჟავიანობაზე.

როცა კუჭი ვერ ამუშავებს საკვებს,ის ავტომატურად წარმოქმნის უფრო მეტ ფერმენტებს და იზრდება მჟავიანობა. მაშინაც კი, თუ ძალიან ბევრ წყალს დალევთ, ის ვერ მოახდენს გავლენას კუჭის მჟავიანობაზე.

წყალი გავლენას ვერ ახდენს საჭმლის მონელების სიჩქარეზე.

არ არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ საჭმელთან ერთად წყლის მიღება საჭმლის მონელების პროცესს აჩქარებს. მეცნიერების განმარტებით, სითხე ძალიან სწრაფად ტოვებს კუჭს, ხოლო საჭნელი იქ უფრო დიდხანს რჩება და შესაბამისად, სითხე საკვების მონელების სიჩქარეზე გავლენას ვერ მოახდენს.

შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? - მედიკოსების დასკვნა

ამგვარად, შეგვიძლია თუ არა ჭამის დროს წყლის მიღება?

თუ ჭამის დროს წყალს სვამთ, ის ვერანაირ ზიანს ვერ მოგიტანთ. მაგრამ ნუ დალევთ წყალს მანამდე, სანამ საკვებს არ დაღეჭავთ და სანამ ის ნერწყვში არ აერევა. როგორც უკვე ვთქვით, ნერწყვი საჭნლის მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს შეიცავს და ის წყლით არ უნდა გაანეიტრალოთ. მიიღეთ წყალი ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ.

ასევე აღსანიშნავია, რომ წყლის ტემპერატურა, ანუ რამდენად ცივია ის, გავლენას ვერ ახდენს საჭმლის მონელების სიჩქარეზე. კუჭი თავისით არეგულირებს წყლის ტემპერატურას, ათბობს, თუ ძალიან ცივია და აგრილებს თუ, თბილია.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე ნუღარ შეგაშინებთან ჭამასთან ერთად წყლის დალევა. იყავით მშვიდად და მიიღეთ იმდენი წყალი, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>