სილამაზე

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

1. დუოფიბრა

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

უნივერსალური ფუნჯი მაკიაჟისთვის. მისი თავისებურება - ორი სახეობის ბეწვის შეხამებაშია: ნატურალურისა და ხელოვნურის. ეს შეხამება აადვილებს ტონალურისა და ფერუმარილის დატუშვის პროცესს. სახე იდეალურად გამოიყურება.

2. მულტინიღაბი

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

როგორც იქნა, ერთ ნიღაბს შეუძლია იმოქმედოს კანის უბნებზე სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთდროულად. ნიღაბის ნაწილი ატენიანებს ზონას თვალების ირგვლივ, ნაწილი ცოტათი აშრობს და კვებავს T-ზონას, ლოყების ზონაში კი, მუშაობს ანტიკომედოგენური ინგრედიენტები.

3. ტინტი

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

გოგონების ოცნებას ტუჩის ბუნებრივი, მაგრამ ლამაზი ელფერი ჰქონდეთ იდეალურად ასრულებს სპეციალური შესაღები სითხე - ტინტი. მისი მდგრადი პიგმენტი ანიჭებს ტუჩებს ბუნებრივ მკვეთრ ფერს, რომელიც დიდხანს ძლებს და არ ტოვებს კვალს, მაგალითად, ჭურჭელზე.

4. მეტეორიტები

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

მეტეორიტები ანიჭებენ კანს ჯანსაღ მბზინვარებას, ამავე დროს ძალიან არ უცვლიან ფერს. ფერის შერჩევისას არჩევანი გააკეთეთ საკუთარი კანის ტონზე, მაგრამ ოქროსფერი მეტერორიტები ყველას უხდება.

5. პრაიმერი

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

პრაიმერი - ბაზა, ფუძე მაკიაჟის ქვეშ. მისი ფუნქციაა - კანის, ტუჩის ან ფრჩხილის სტრუქტურის გასწორება. თუ წინასწარ დაიტანთ პრაიმერს, მაშინ ტონალური, პომადა ან ლაქი იდეალურად დაჯდება კანზე. მკვებავი საცხი კანის დატენიანებაზე და დაცვაზე მუშაობს, პრაიმერი კი ქმნის სწორ სტრუქტურას.

6. ლუმინაიზერი

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

ლუმინაიზერი - ეს შეუმჩნეველი, მარგალიტისფერი მბზინვარებაა. ის ხშირად ეშლებათ ჰაილაითერში. განსხვავება იმაშია, რომ ჰაილაითერი განკუთვნილია ცალკეული ზონებისთვის, რათა ხაზი გაუსვას მათ, ლუმინაიზერი კი - მთლიანი სახისთვის.

7. ტონერი

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

ტონერი არ უნდა შეგეშალოთ ტონიკში, რომელიც ასუფთავებს კანს. ტონერი - მოსავლელი საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ბლანტი სტრუქტურა და კანზე დატანების შემდეგ ტოვებს მსუბუქ აპკს, რომელიც იცავს კანს. ის შესანიშნავი საშუალებაა კანისთვის, რომელიც მიდრეკილია აქერცვლისკენ, ის თითქოს „აწებებს“ ყველა ნაწილაკს და ასწორებს სტრუქტურას.

8. პილინგი-გომაჟი

8 კოსმეტიკური საშუალება, რომლის შესახებაც გაგიგიათ, მაგრამ არ იცით, როგორ გამოიყენოთ

ეს აზიური გამოგონება განკუთვნილია კანის ასაქერცლად და ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. უხდება ყველა ტიპის კანს, მგრძნობიარესაც კი, იმიტომ რომ მკვდარი უჯრედები რბილად შორდება. ის არ არის სკრაბივით აგრესიული, ქიმიური ფორმულა კი დაბალანსებულია, რათა არ გააღიზიანოს კანი.



<a href="adme.ru">adme.ru</a>