რა აზიანებს ღვიძლს ალკოჰოლის გარდა? - 6 რამ, რაც ყველაზე სახიფათოა
- 24.04.2018
ყველამ ვიცით, რომ ალკოჰოლი ღვიძლის მთავარი, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, ადამიანებს გვაქვს ისეთი ჩვევები, რომლებიც ალკოჰოლის მსგავსად, დიდ ზიანს აყენებს ღვიძლს და აფერხებს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ღვიძლის ნორმალურად ფუნქციონირება კი, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ვნახოთ, რა აზიანებს ალკოჰოლის გარდა მას ყველაზე მეტად:
1. შემწვარი, ცხიმიანი საკვების, ე.წ. ფასთ ფუდების დიდი რაოდენობით მიღება - შემწვარი ქათამი, „ფასთ ფუდები“, ჰამბურგერები, ფრი ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღება ღვიძლისთვის მავნებელია. „უნდა ვცადოთ და შევამციროთ ამგვარი სკავების მიღება. ეს საკვები სავსეა ცხიმებით, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს“, - ამბობს გასტროენტეროლოგი სონია ოლსენი. მისი განმარტებით დიდი რაოდენობით მსგავსი საკვების მიღება ღვიძლზე სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
2. ფიზიკური ვარჯიშის უგულებელყოფა - თუ არ ვარჯიშობთ, ამით პრობლემები შეგექმნებათ ბევრი მიმართულებით და მათ შორის ღვიძლზეც. ვარჯიშს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. ის დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ განწყობა, მოიწესრიგოთ ძილის რეჟიმი, გონებრივად იყოთ უფრო ჯანსაღები და ამ ყველაფერთან ერთად ეხმარება ღვიძლს, უკეთ გადაამუშაოს მიღებული საკვები. შესაბამისად, ვარჯიში ღვიძლის სიჯანსაღესაც განაპირობებს.
3. იკვებებით არაჯანსაღად და ამავდროულად, არ კავდებით არანაირი ფიზიკური აქტივობით - ეს კიდევ უფრო სახიფათოა. ღვიძლი ვერ ამუშავებს მიღებულ არაჯანსაღ საკვებს, რაც წონაში მომატებას იწვევს. ყოველივე სხვა ორგანოებზეც უარყოფით გავლენას ახდენს.
ორგანიზმს უქვეითდება მეტაბოლიზმის უნარი. შესაძლოა წარმოიშვას სიმსივნეც. შეიძლება საერთოდ არანაირ ალკოჰოლს არ იღებდეთ, მაგრამ არაჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტივობის არარსებობის გამო, მძიმე შედეგამდე მიხვიდეთ.
4. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების დიდი რაოდენობით მიღება - დიდი რაოდენობით ტკივიგამაყუჩებელი წამლების მიღებაც მავნებელია ღვიძლისთვის. განსაკუთრებით კი სახიფათოა აცეტამინოფენი, იგივე ტილენოლი.
„ტილენოლი შეიცავს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მთელ რიგ კომბინაციას მას იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციით, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს, თუმცა რეალურად, ის დიდ საფრთხეს უქმნის ღვიძლის ფუნქციონირებას“, - ამბობს ექიმი ოლსენი.
5. წონაში დასაკლები საშუალებების მიღება - მაშინაც კი, თუ განმარტავენ, რომ ესა თუ ის წონაში დაკლების საშუალება მცენარეულია და არ არის მავნებელი ღვიძლისთვის, არ ენდოთ. 2011 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ასეთი საშუალებები იწვევენ ღვიძლის დაზიანებას და ადამიანი რთულ ჯანმრთელობის პრობლემებთან მიჰყავთ.
6. ზოგიერთი მედიკამენტი - გარდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისა, ღვიძლის დაზიანება შეიძლება სხვა მედიკამენტებმაც გამოიწვიონ. განსაკუთრებით ეს ანტიბიოტიკებს ეხება. ექიმი ოლსენის განმარტებით, ზოგიერთი ანტიბიოტიკი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიცმომწამვლელად მოქმედებს ღვიძლზე და ხელს უშლის მის ფუნქციონირებას. მაგალითად, ლევოფლოქსაცინი და მოქსიფლოქსაცინი სწორედ ასეთი ანტიბიოტიკებია. ისინი ღვიძლის დაზიანებას იწვევენ.
თემები: სწორი კვება, რჩევები ქალებს, წონაში დაკლება, ღვიძლი
<a href="https://www.thrillist.com">https://www.thrillist.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია