სილამაზე

თვალის მაკიაჟის 5 შეცდომა, რომლებსაც ყოველ დღე უშვებთ

თვალის მაკიაჟის 5 შეცდომა, რომლებსაც ყოველ დღე უშვებთ

1. ჯერ ტონალურს ისვამთ, შემდეგ თვალებს იღებავთ

თვალის მაკიაჟის 5 შეცდომა, რომლებსაც ყოველ დღე უშვებთ

როგორ ფრთხილადაც არ უნდა იღებავდეთ თვალებს, მაინც შეიძლება კანზე ჩრდილების პაწაწინა ნაწილაკები დაგეცეთ. და თუ თავიდან ის შეუმჩნველი იქნება, დღის მანძილზე კანის ტემპერატურის ზემოქმედებით დადნება და არასასიამოვნო სანახავი იქნებით. ასე რომ, წესი პირველი: თავდაპირველად დაიტანეთ ქუთუთოზე ფუძე, შემდეგ ჩრდილები-ლაინერი-ფანქარი, მხოლოდ შემდეგ დაიტანეთ ტონალური კრემი.

2. ლაინერს სქლად ისვამთ

თვალის მაკიაჟის 5 შეცდომა, რომლებსაც ყოველ დღე უშვებთ

თავიდან ლაინერის მიზანია - გახადო წამწამები ვიზუალურად უფრო ხშირი, რაც ადვილად მიიღწევა მათი ზრდის ხაზის საგულდაგულო შეღებვით. აბა, დაფიქრდით: ხომ ლოგიკურია, რომ შავი წამწამები თეთრ ფონზე უფრო ეფექტურად და გრძლად გამოიყურება - შესაბამისად, რაც უფრო განიერი და მუქია ლაინერის ხაზი, მით უფრო მოკლეა და ცუდად გამოიყურება თქვენი წამწამები.

3. არ იკეთებთ ქუთუთოების მატირებას

თვალის მაკიაჟის 5 შეცდომა, რომლებსაც ყოველ დღე უშვებთ

თუნდაც არ იყენებდეთ ჩრდილებს, პრიალა, თითქოს დაზეთილი ქუთუთოები საშინლად გამოიყურება. დაიტანეთ მასზე ფუძე და ოდნავ დაიყარეთ პუდრი ტუშის წასმამდე.

4. ისვამთ ტუშს ერთი მოძრაობით

თვალის მაკიაჟის 5 შეცდომა, რომლებსაც ყოველ დღე უშვებთ

იმისათვის რომ წამწამები ნამდვილად გაიშალოს, ტუში უნდა წაისვათ არა სწორი მოძრაობით, არამედ ჯაგრისის რხევით ძირებთან, რათა აწიოთ წამწამები და უფრო აპრეხილი გახადოთ. გარდა ამისა, პირველი ფენის შემდეგ უკეთესია დაიცადოთ 2-3 წუთი, შემდეგ კი წაისვათ მეორე.

5. იღებავთ ჯერ ერთ თვალს, შემდეგ კი მეორეს

თვალის მაკიაჟის 5 შეცდომა, რომლებსაც ყოველ დღე უშვებთ


ასე სიმეტრიას ვერ მიაღწევთ. ყველა საშუალება, რომელსაც იყენებთ, რიგრიგობით უნდა დაიტანოთ მარცხენა და მარჯვენა თვალებზე, მაშინ პროცესში უფრო შეამჩნევთ განსხვავებას, თუ ის იქნება, და თქვენ ადვილად შეძლებთ გამოასწოროთ მდგომარეობა.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>