14 მიზეზი - რატომ არის პრინცესას ცხოვრება ჩვეულებრივი გოგონას ცხოვრებაზე უფრო რთული?
- 26.04.2018
მას შემდეგ, რაც პირველად ნახავენ „დისნეის“ ანიმაციურ ფილმებს, გოგონების უმეტესობა პრინცესობაზე იწყებენ ოცნებას. ზღაპრული სასახლე, მომხიბვლელი პრინცი და სამეფო - რა შეიძება იყოს ამაზე უკეთესი?! თუმცა, ნამდვილი პრინცესების ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
გთავაზობთ 14 მიზეზს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პრინცესას ცხოვრება ჩვეულებრივი გოგონას ცხოვრებაზე გაცილებით უფრო რთულია.
14. ავტოგრაფი - პრინცესას უფლება აქვს გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღოს და მათ ხელი დაუქნიოს, მაგრამ არ აქვს უფლება ავტოგრაფები გასცეს. სამეფო წესების მიხედვით, მას შეუძლია ხელი მოაწეროს მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებს. გაცილებით თავისუფლად შეუძლიათ მოქცევა საზოგადოებაში პოპულარულ ქალებს, რომლებიც პრინცესები არ არიან. მათ შეუძლიათ ფოტოებიც გადაიღონ, ავტოგრაფებიც დაარიგონ და უფრო მეტიც, ჩაეხუტონ კიდეც თაყვანისმცემლებს.
13. სამუშაო - პრინც უილიამზე დაქორწინებამდე, ქეით მიდლტონი თავისი მშობლების ბიზნეს-საქმიანობაში იყო ჩართული და ის სხვადასხვა ღონისძიებებს უწევდა ორგანიზებას. ახლა კი, ქეითს მსგავსი საქმიანობით დაკავების უფლება აღარ აქვს. მისი საქმიანობის სფეროებია სკოლებში, კლინიკებში ვიზიტი, პომპეზურ და ხშირ შემთხვევაში, მოსაწყენ ვახშმებზე დასწრება.
12. კვება - ჩვეულებრივ გოგონას შეუძლია მიირთვას ის, რაც სურს, მაგრამ პრინცესას შემთხვევაში ასე არ არის. მას ეკრძალება ხამანწკების მირთმევა, რადგანაც მიიჩნევა, რომ მისი ჭამა მოწამვლის რისკს ზრდის და ამავდროულად, ალერგიულია. არავინ იცის, რა რეაქცია ჰქონდა ქეით მიდლტონს, როცა ამის შესახებ შეიტყო, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეუძლია მიირთვას ის, რაც სურს.
11. პრინცესას ეკრძალება წაისვას მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქი - სამეფო დრეს-კოდის მიხედვით, კემბრიჯის ჰერცოგინიას შეუძლია წაისვას მხოლოდ გამჭვირვალე ფერის ფრჩხილის ლაქი. ქეით მიდლტონი, როგორც წესი, იყენებს ორი ფერის ლაქს გამჭვირვალესა და ღია ვარდისფერს. რა თქმა უნდა, კლასიკური ე.წ. ფრენჩიც დაშვებულია.
10. პრინცესას ეკრძალება ჰქონდეს სოციალურ ქსელში ანგარიში - სამეფო სასახლეში ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ. სამეფო ოჯახის წევრებს სოციალური ქსელების გამოყენება ეკრძალებათ, რადგანაც არ სურთ, რომ სამეფო ოჯახების შესახებ პირადი ინფორმაცია საჯარო გახდეს. Twitter-სა და Instagram-ზე სამეფო ოჯახს აქვთ ოფიციალური ანგარიშები, რომლებსაც პროფესიონალები მართავენ. ისინი დიდი სიფრთხილით არჩევენ გამოსაქვეყნებელ ფოტოებს და ყურადღებით ადგენენ ტექსტებს.
9. პრინცესას ეკრძალება აკოცოს საყვარელ ადამიანს საჯაროდ - დედოფალი ელიზაბეტ II მიიჩნევს, რომ საჯაროდ გრძნობების გამოხატვა შეუსაბამოა და სურს, რომ თავისი შვილიშვილები საზოგადოებაში სამეფო ოჯახისთვის შეუსაბამოდ არ მოიქცნენ. სწორედ ამ წესის გამოა, რომ ქეითსა და უილიამს შორის ყოველთვის არის მანძილი როცა ისინი საჯაროდ ერთად ჩნდებიან.
8. პრინცესას ეკრძალება საყიდლებზე მარტო წასვლა - ქეით მიდლტონს სხვა გოგონების მსგავსად, ძალიან უყვარს საყიდლებზე სიარული, თუმცა მას ამის გაკეთება მარტოს არ შეუძლია. ქეითს საყიდლებზე წასვლის უფლება მხოლოდ დაცვის წარმომადგენლებთან ერთად აქვს.
7. პრინცესას ეკრძალება ქურქის, ან ბეწვით გაფორმებული სამოსის ჩაცმა - სანამ სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, ქეით მიდლტონს მოსწონდა ბეწვით გაფორმებული სამოსი, თუმცა ახლა ეს ეკრძალება და იცვამს მხოლოდ ხელოვნური ბეწვით გაფორმებულს, ასევე ბუნებრივი ბეწვით გაფორმებულს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა.
6. ხმის მიცემა - სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, კემბრიჯის ჰერცოგინიასაც არ აქვს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება. მას ეკრძალება პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა.
5. პრინცესას ეკრძალება სექსუალური სამოსის ჩაცმა - ქეით მიდლტონს ადრე მოსწონდა ახალგაზრდული სტილი, იცვამდა სექსუალურად, ზოგჯერ ექსტრავაგანტულად, თუმცა ახლა სამეფო ეტიკეტი არ აძლევს საშუალებას ჩაიცვას ისე, როგორც თავად უნდა. მას უნდა ეცვას ელეგანტურად. პრინცესას სტილს სამეფო ოჯახის სტილისტი მკაცრად აკონტროლებს.
4. პრინცესას ეკრძალება სამაგიდო თამაშით - მონოპოლით დაკავება, რადგანაც ამ თამაშს სამეფო ოჯახისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ - სამაგიეროდ, შეუძლია ითამაშოს ჰოკეი.
3. პრინცესას ეკრძალება მთელ ოჯახთან ერთად მოგზაურობა - შედეგად, ავიაკატასტროფის შემთხვევაში ოჯახის რომელიმე წევრი მაინც გადარჩება, თუმცა ამ წესს სამეფო ოჯახის თანამედროვე წევრები ხშირად უგულებელყოფენ.
2. პრინცესას ადგილი - სად უნდა დადგეს, ან დაჯდეს პრინცესა, წინასწარაა განსაზღვრული და არ შეუძლია თავისი სურვილისამებრ მოიქცეს. პრინცესას ყველა ნაბიჯს სამეფო პროტოკოლი არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ როცა დედოფალი ჭამას დაამთავრებს, დანარჩენებმაც უნდა შეწყვიტონ ჭამა.
1. პრინცესა სილამაზის სალონში უნდა წავიდეს კვირაში სულ მცირე 3-ჯერ - პრინცესა ყოველთვის ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს, სწორედ ამიტომ, ის ხშირად უნდა ეწვიოს სილამაზის სალონს და არ აქვს უფლება საჯარო სივრცეში ჩვეულებრივი ფორმით გამოჩნდეს.
თემები: ეტიკეტი, პრინცესები, პრინცესა დაიანა, სამეფო, კეიტ მიდლტონი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია