1. თხის რქა - აღელვებულს, განრისხებულს, ატირებულს, ან ძალიან მხიარულს თხის რქას ვერასოდეს ნახავთ. ის არასოდეს გამოხატავს ემოციებსა და ნამდვილ გრძნობებს. ისინი თვლიან, რომ წამგებიანია, როცა ადამიანები, მათ ნამდვილ ემოციებს ხედავენ, მიიჩნევენ, რომ ადამიანები, რომლებიც ემოციებს დაუფარავად გამოხატავენ, სუსტები არიან. ემოციების კონტროლი საუკეთესოდ შეუძლიათ და ამიტომ სიაში ისინი პირველ ადგილს იკავებენ.

2. მერწყული - მათ იციან, როგორ მართონ ემოციები და როგორ ებრძოლონ ტკივილს ისე, რომ გარეგნულად ეს არ აისახოს. მერწყულები ზრუნავენ საკუთარ თავზე და იციან, რომ თუ ემოციებს ვერ გააკონტროლებენ, ეს შინაგანად დაანგრევთ. არსებობს პერიოდი, როცა უჭირთ თავის შეკავება, მაგრამ სხვების თანდასწრებით არასოდეს იტირებენ, ჩაიკეტებიან საკუთარ ოთახში და მარტო დაძლევენ პრობლემებს. სხვებს არ აფიქრებინებენ, რომ რთული პერიოდი აქვთ.

3. მორიელი - ასტროლოგები ამბობენ, რომ მორიელები ბუნებით ცივები და ემოციური თვალსაზრისით ცარიელები არიან. შეუძლებელია, მისი გრძნობებით და ემოციებით მანიპულირება, ამის საშუალებას არ მოგცემთ. მორიელს შეუძლია ყველა ჯერზე მოთოკოს საკუთარი თავი და ნამდვილი სახე არავის აჩვენოს. ის სხვების თვალში გაყინული და ცივი, უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ და ეს ძალიან მოსწონთ.

4. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ემოციურად არასტაბილურები არიან. ვერავინ მიხვდება ამა, თუ იმ მომენტში რატომ აქვთ ესა, თუ ემოცია. უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ დაფარონ თავიანთი ნამდვილი განცდები და ეს კარგადაც გამოსდით. ვერძი მიიჩნევს, რომ არ არის მართებული, როც ემოციებს სხვებს აჩვენებ, ამიტომაც ცდილობს, ემოციებისგან დაცლილი ადამიანის როლი მოირგოს. აღნიშნულის გამო, რეიტინგში ისინი მეოთხე ადგილს იკავებენ.

5. კურო - ძალიან გაბრაზებულმა კურომ თუ ემოციების მოთოკვა გადაწყვიტა, წავა და თავის ემოციებს სხვა ფორმით დაახშობს, მაგ: ჭამით, ალკოჰოლის მიღებით, სექსით და ა.შ. კუროს ამ გზით დიდი დროის განმავლობაში შეუძლია ემოციების მოთოკვა, მაგრამ თუ გადაწყვიტა, რომ ზედმეტი მოგდით, ისეთი გაბრაზება იცის, რომ ვერაფერი გადაგარჩენთ. ნუ მოინდომებთ მისი ნამდვილი ემოციების ნახვას. კუროს როცა დეპრესია აქვს, ვერავინ მიხვდება ამას. არ აგრძნობინებს სხვებს რომ ცხოვრება სირთულეებით აქვს სავსე. ემოციების ჩახშობაში მას ჭამა ეხმარება.

6. ტყუპები - ტყუპებში ორი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს - ერთი, რომელსაც სურს, რომ ყველა ემოცია გამოხატოს და მეორე, რომელსაც უნდა, უემოციო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. ამიტომაც, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი ზოგჯერ ძალიან ემოციურია, ხოლო ზოგჯერ, ემოციური თვალსაზრისით, ცარიელ ადამიანად წარმოგვიდგება. სწორედ ამ მიზეზით რეიტინგში ისინი ბოლო, მეექვსე ადგილს იკავებენ.