1. საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების მიღება მავნებელია

თვით პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ არ მიიღოთ საკვები დაძინებამდე 4 საათით ადრე. მაგალითად, თუ წვებით ღამის 3 საათზე, შეგიძლიათ მშვიდად ივახშმოთ საღამოს 11 საათზე. თუ მიიღებთ საკვებს დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე, ის ბოლომდე არ გადამუშავდება და უბრალოდ დაიწყებს ლპობას.

2. ძილის წინ ვაშლის ჭამა სასარგებლოა

მარტივი ნახშირწყლების მიღებისას, ისინი ქმნიან ცხიმოვან მარაგს. ამიტომ, ვისაც არ სურს წონაში მომატება, ხილი უნდა მიიღოს დღის პირველ ნახევარში.

3. შაქრის შემცვლელების გამოყენებისას შეიძლება გასუქდეთ

ეს ნამდვილად ასეა. შაქრის შემცვლელების გამოყენებისას შეიძლება ადვილად გადააჭარბოთ დოზას და მიიღოთ უფრო მეტი უსარგებლო კალორია. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ შაქრის შემცვლელები მავნებელია ჯანმრთელი ადამიანებისთვის და შეიძლება ზედმეტი წონის მიზეზი გახდეს.

4. ფრეში - ეს დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია

ახლადდაწურული წვენები ასევე შეიცავენ ფრუქტოზას, რომელიც მაშინვე იწოვება სისხლში. 2 ჭიქა ხილის ფრეშის რეგულარული მიღება, დიეტოლოგების აზრით, 25 %-ით ზრდის გასუქებისა და დიაბეტის რისკს. ახლადდაწურული წვენების დალევა უმჯობესია დილით, ისიც 1 ჭიქა და საუზმის დროს.

5. ერთი ვარჯიშის დროს შეიძლება 2 კგ ცხიმის დაწვა

ვარჯიშის დროს, პირველ რიგში, ვკარგავთ წყალს. ამიტომ, ვარჯიშის შემდეგ თქვენ 2 კგ-ით უფრო მსუბუქი იქნებით, მაგრამ კილოგრამები პრაქტიკულად მომენტალურად დაბრუნდება.

6. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ვარჯიშს, კუნთები ცხიმად გადაიქცევა

საბედნიეროდ, ეს ასე არ ხდება: კუნთები - ეს ერთი ქსოვილია, უფრო სქელი და კომპაქტური თავისი სტრუქტურით, ცხიმი კი - სულ სხვა. აი ის, რომ ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ კუნთები ხდება მოდუნებული - ეს ფაქტია.

7. რაც მეტია ზედმეტი წონა, მით უფრო დიდხანს უნდა ივარჯიშოთ

რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო მეტ კალორიას კარგავს. მაგალითად, ველოსიპედისტი, რომელიც იწონის 55 კგ წვავს დაახლოებით 5 კკალ-ს წუთში, ის კი, ვინც 110 კგ იწონის - 10 კკალ-ს.

8. გახდომა სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილში შეუძლებელია

სინამდვილეში ეს მითი არ არის, ეს სიმართლეა. არა აქვს მნიშვნელობა რამდენს ივარჯიშებთ სხეულის განსაზღვრულ ნაწილზე, ფიზიოლოგიურად შეუძლებელია გახდომა მხოლოდ ერთ ნაწილში. გარდა ამისა, სხეულის ის ნაწილები, რომლებშიც ყველაზე მეტი ცხიმი გროვდება, ყველაზე გვიან ხდება.