ერთი ბინძური საიდუმლო, რომელსაც სამყაროს უმალავთ - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 05.05.2018
1. ვერძი - ვერძის მთავარი საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობებს უკავშირდება. მან შეიძლება საყვარელ ადამიანს ისე უღალატოს, რომ ამას ვერავინ მიხვდეს. რაც მთავარია, თავადაც არ აწუხებს დანაშაულის განცდა და ამ საიდუმლოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახავს.
2. კურო - ისინი იპარავენ საგნებს, ფულს, ადამიანების გულებს და ა.შ. ისინი ასეთ ქმედებას არასოდეს წყვეტენ. ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს სასურველის მისაღებად და დიახ, მზად არის მოიპაროს კიდეც. წაიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ კუროს არ მოსწონს თავისი ასეთი ქმედება, თუმცა იმდენად ძლიერი სურვილი აქვს სასურველის მიღების, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და ეს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და ბინძური საიდუმლოა.
3. ტყუპები - შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი თავს აჩვენებდეს, რომ რაღაცაზე, ან ვინმეზე ძალიან ღელავს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ის ზრდილობიანია და როცა პრობლემაზე ესაუბრებით შეუძლია ბოლომდე მოგისმინოთ, მაგრამ რეალურად სრულებით არ ანაღვლებს თქვენი პრობლემები. სწორედ ესაა ტყუპების ყველაზე ბინძური საიდუმლო. მას სინამდვილეში საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი ადარდებს.
4. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მოღალატეები არიან. ისინი თქვენს ზურგს უკან ყოველთვის რაღაც საქმეებს ხლართავენ და დიახ, დიდი ალბათობით შეყვარებულის მეგობრის, ან მეგობრის შეყვარებულის ცდუნებას ცდილობენ. თან ამას ისე აკეთებენ, რომ ვერაფერს მიხვდებით. კირჩხიბები არც ისე სათნოები არიან როგორც ერთი შეხედვით ჩანან. თუმცა მათი ყველაზე დიდი და ბინძური საიდუმლო სწორედ მოღალატეობრივი ბუნებაა. შესაძლოა, თქვენი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ თუ თქვენი შეყვარებულით დაინტერესდა, მეგობრობას დაივიწყებს და თქვენი საყვარელი ადამიანის ცდუნებას შეეცდება. ის სხვა ადამიანების საყვარელ ადამიანებს იპარავს.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან უხეშები და სასტიკები არიან. არ შეუძლიათ ემოციების გაკონტროლება და მათთვის ძალადობა ჩვეულებრივი რამაა. ლომი შეიძლება მალავდეს წარსულში ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს. ამიტომ, მასთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სძულთ საკუთარი თავი, არ არიან თავდაჯერებულები და სწორედ ესაა მათი მთავარი საიდუმლო. ის ცდილობს საუკეთესო იყოს ყველა საქმეში, მაგრამ თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო ხშირად დეპრესიაშია და სტრესი სტანჯავს.
7. სასწორი - მთავარი საიდუმლო, რომელსაც სასწორი არასოდეს გაამხელს არის ის, რომ მას ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები გულს საშინლად სტკენს, თუმცა ამას არასოდეს იმჩნევს. ის თავს არიდებს კონფრონტაციას, ადამიანებს არ სცემს სათანადო პასუხს, უბრალოდ ცდილობს დაივიწყოს გულის ტკენა, თუმცა სინამდვილეში ეს არ გამოსდის და შინაგანად ნადგურდება.
8. მორიელი - მას წარსულში, დიდი ალბათობით, ბევრი ისეთი ქმედება აქვს ჩადენილი, რომელთა გამოც ახლა სირცხვილის გრძნობა აწუხებს და წარსული მისი მთავარი საიდუმლოა. შესაძლოა, ვინმეზე იძალადა, ვიღაცას გული უსაფუძვლოდ ატკინა. მორიელი წარსულს არასოდეს გაგიმხელთ.
9. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მედიდურები არიან და ცდილობენ დამალონ, თუ რა სულელები არიან სინამდვილეში. მშვილდოსანმა იცის, რომ ზოგჯერ ყველაზე იდიოტურ გადაწყვეტილებებს იღებს და სისულელეებს სჩადის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამას ხვდება და ადამიანებს არასოდეს აჩვენებს თავის მეორე მხარეს. საზოგადოებაში ის ბრძენი ჰგონიათ, თუმცა რეალურად იდიოტური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, მშვილდი ჩემპიონია. სწორედ ეს არის მისი მთავარი საიდუმლო. მშვილდოსანი ამჯობინებს, რომ არავინ გაიგოს მისი ამ ბუნების შესახებ და როცა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ის უბრალოდ კარს მოგიხურავთ და საკუთარ თავთან მარტო დარჩება.
10. თხის რქა - თხის რქა თქვენზე ფიზიკურად არ იძალადებს, მაგრამ თუ თქვენი განადგურება გადაწყვიტა, ისე მოიქცევა, რომ ცხოვრების გაგრძელების ყველანაირ გზას მოგიჭრით, ყველა გზას დაგიწვავთ და სიტყვებით ბოლოს მოგიღებთ და რაც მთავარია, მისი ამ ქმედების შესახებ ვერავისთან ვერ გაბედავთ საუბარს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები წარსულში ბევრს მოქცნენ ასე და ეს მათი მთავარი და ყველაზე ბინძური საიდუმლოა.
11. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ბევრი საიდუმლო აქვთ, მაგრამ მათ შორის ყველაზე ბინძური ისაა, რომ როცა სხვებს გულს სტკენენ, ამით სიამოვნებას იღებენ. ისინი ტკებიან როცა სამაგიეროს გადაგიხდიან, როცა ხედავენ როგორ იტანჯებით მისი ქმედებების გამო. მერწყულს არ აწუხებს დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ თქვენი ტანჯვის ყურება სიამოვნებს.
12. თევზები - თევზები სასურველის მისაღებად სხვადასხვა ნიღაბს ირგებენ. ხდებიან ისეთები, როგორიც სიტუაციას სჭირდება და ადამიანებს მათი ნამდვილი სახის დანახვა უჭირთ. თევზების მთავარი ბინძური საიდუმლოც სწორედ ეს არის. მას მილიონობით ნიღბის მორგება შეუძლია.
თემები: სიყვარული, წყვილი, ზოდიაქო, ჰოროსკოპი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>