LIFE

საკითხები, რომლებიც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

საკითხები, რომლებიც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

ხშირად გვგონია, რომ ძალიან პირადულ თემებზე საუბრისას საკუთარ თავისუფლებას, გულღიაობასა და უშუალობას ვუსვამთ ხაზს, თუმცა, სწორედ ამაში ვცდებით. არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი მიზანშეწონილია და საკითხები, რომლებზე საჯაროდ საუბრისა და განხილვისგან უმჯობესია, თავი შევიკავოთ. თავისუფლება არ არის საკუთარი თავის, ოჯახის, იდეებისა და პასუხისმგებლობების მიმართ უპატივცემულობა. ამ არასწორი დამოკიდებულების გამო, დამატებით პრობლემებს ვიქმნით და მეტისმეტად ხშირად გვიცრუვდება იმედები.

ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე თუ მომხდარი ამბების თითოეულ დეტალზე განურჩევლად ყველასთან საუბარი მიზანშეწონილი არ არის. ხშირად ადამიანი, რომელსაც თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრებით, სანდო სულაც არ არის და საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ თქვენს ცხოვრებაზე ყველამ ყველაფერი იცის. ზედმეტი იმედგაცრუებების თავიდან ასაცილებლად, დამეთანხმებით, რომ ძალიან პირადული ამბები უმჯობესია, არავის გაუზიაროთ.

რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც უმჯობესია, დუმდეთ, საიდუმლოდ შეინახოთ და არავის მოუყვეთ?

1. შინაგანი ფიქრები

საკითხები, რომლებიც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

თქვენი ფიქრები და აზრები კონკრეტულ საკითხებზე არის ის, რისიც თავად გჯერათ და არ არის აუცილებელი, სხვებს შთააგონოთ. მაგალითად, თუ ხშირად ფიქრობთ სულიერ საკითხებზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე და თქვენს ფიქრებს სხვებსაც უზიარებთ, განხილვის საგნად ხდით მათ, ძალიან ბევრ სხვადასხვანაირ რეაქციას უნდა ელოდეთ. აუცილებლად უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი ფიქრები თქვენივე პირადი ინტერპრეტაციებია და არა ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც სამყაროში არსებობს. შესაბამისად, თუ რადიკალური პოზიცია გიჭირავთ და საკუთარ შეხედულებებს ისე ავრცელებთ, როგორც უზენაეს და ჭეშმარიტ მოცემულობას, აუცილებლად შემოგედავებიან გარშემომყოფები, მათთვის ობიექტური არგუმენტებით.

2. ქველმოქმედება

საკითხები, რომლებიც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

ნებისმიერი სახის ქველმოქმედება, იქნება ეს ფართომასშტაბიანი ღონისძიებები თუ, უბრალოდ, ვინმეს მიმართ გაწვდილი დახმარების ხელი, საკმაოდ კეთილშობილური საქმეა, რომელსაც გაცილებით დიდი შედეგი მაშინ მოაქვს როგორც კონკრეტული პირების კეთილდღეობისთვის, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, როცა მისი საჯაროდ განხილვა არ ხდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კეთილი საქმეების აფიშირებას მუდმივად შეეცდებით, გაუთავებლად ისაუბრებთ იმაზე, რომ ძალიან საჭირო და კეთილი ადამიანი ბრძანდებით, გარშემომყოფნი იფიქრებენ, რომ ადამიანების დახმარება თქვენი შინაგანი მოთხოვნილება კი არა, პოპულარობის მოპოვებისა და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების მცდელობაა. მსგავს სიტუაციებში ყოველთვის დიდსულოვნებად ითვლება, როცა ქველმოქმედი ანონიმურ პიროვნებად რჩება.

3. საკუთარი მიზნები

საკითხები, რომლებიც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

თქვენი მიზნები უმჯობესია, მთელი მონდომებით დაიცვათ გასაჯაროებისგან, ვიდრე მათ არ განახორციელებთ. ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ იდეები მოიპარონ და თავად დაიწყონ მათზე მუშაობა. კონკურენციის შესახებ, შესაძლოა, არც კი გიფიქრიათ მაშინ, როცა თქვენს იდეებს სხვებს უზიარებდით. თუ მსგავსი რამ შეგემთხვევათ, ადამიანების რწმენას საბოლოოდ დაკარგავთ და ძალიან ინანებთ, რომ თქვენი იდეა ვინმეს გაანდეთ.

4. ცხოვრების წესი

საკითხები, რომლებიც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

ისეთი დეტალები თქვენი პიროვნების შესახებ, როგორიცაა, სექსუალური ცხოვრება, რელიგიური შეხედულებები, უარყოფითი თვისებები და ა.შ. მხოლოდ თქვენი პირადი საქმეა. ამიტომაც, საერთოდ არ ღირს თქვენი ემოციური მდგომარეობის შესახებ ღიად საუბარი და არც სხვა ადამიანების შეფასებებია აუცილებელი.

5. თქვენი ოჯახის პრობლემები

საკითხები, რომლებიც სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ

საკუთარ ოჯახში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების შესახებ სხვებთან საუბარი უპატივცემულობა და არაგონივრული საქციელია. ეს ძალიან აპატარავებს და ამცირებს თქვენს პიროვნებას და თქვენი ოჯახის მიმართ არსებულ პატივისცემასაც სრულიად აქრობს. ამიტომაც ნუ შეიქმნით ზედმეტ პრობლემებს და ნუ ისაუბრებთ ოჯახში წარმოქმნილ სირთულეებზე. მსგავსი პრობლემები და უსიამოვნებები ყოველთვის ოჯახშივე გვარდება, პრობლემური საკითხების იმ ადამიანებთან განხილვით, რომლებიც უანგაროდ გიყვართ და რომლებსაც ასევე უყვარხართ.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.powerofpositivity.com/things-to-keep-secret/" target="_blank">www.powerofpositivity.com</a>