შავი შოკოლადი აუმჯობესებს განწყობას, მეხსიერებას, იმუნიტეტს - კვლევის შედეგი
- 11.05.2018
ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ შავი შოკოლადი სასარგებლოა და გარდა იმ სიამოვნების მიღებისა, რაც ამ ტკბილეულის მირთმევას ახლავს თან, მისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.
მაგრამ რა არის ის მთავარი სასარგებლო თვისებები, რომლებიც შავ შოკოლადს აქვს? - ამის დასადგენად აშშ-ში შესაბამისი კვლევა ჩატარდა.
შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობისაა, სწორედ ამიტომ, ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, სტრესის ხარისხზე, მეხსიერებასა და ასევე, იმუნიტეტზე - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
კვლევის მიხედვით, ადამიანზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ის შოკოლადი, რომელიც 70%-ით კაკაოს შემცველობისაა. ასეთი შოკოლადის მირთმევის შემდეგ უმჯობესდება მეხსიერება და ასევე მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი.
მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. თავდაპირველად შეისწავლეს კვლევაში ჩართული ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით - სტრესის ხარისხი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეხსიერების უნარი, შემდეგ კი, სთხოვეს მათ, რომ ყოველ ორ საათში მიეღოთ ერთი ფილა შავი შოკოლადი რამდენიმე დღის განმავლობაში.
კვლევის ხელმძღვანელის, ლი ბერკის თქმით, ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადამიანებს გაუმჯობესებული ჰქნონდათ სისხლის მიმოქცევის ხარისხი, შემცირებული იყო სტრესის ხარისხი, იყვნენ უკეთეს განწყობაზე, გამოირჩეოდნენ მეხსიერების უკეთესი შესაძლებლობით და სხვადასხვა დაავადებების მიმართ ავლენდნენ უფრო მეტად მდგრადობას.
თემები: შოკოლადი, ენერგია, ტკბილეული, სტრესი
<a href="https://www.usatoday.com">https://www.usatoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია