მომხიბვლელი ვიზუალის შექმნაში ფეხსაცმლის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახლა ქორწილებისა და გამოსაშვები საღამოების სეზონია. ვნახოთ, როგორი ფეხსაცმელებია წელს მსგავსი პომპეზური წვეულებებისთვის ტრენდული.

გახსოვდეთ, რომ ფეხსაცმლის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ადგილი, სადაც ესა თუ ის წვეულება იმართება.

1. ღია ფერის, ზაფხულის მაღალქულისანი ფეხსაცმელი Giuseppe Zanotti-სგან.

2. შედარებით დაბალ, თუმცა კლასიკურ ქუსლზე, ნაზი და ქალური ფეხსაცმელი, რომელიც კრისტალებითაა გაფორმებული.

3. სანდლები Mercedes Castillo-სგან - იმ შემთხვევისთვის, თუ ქორწილი ზღვის სანაპიროზე, ან სადმე ბუნების წიაღში, ღია სივრცეში იმართება.

4. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მინიმალისტურ სტილში „ზარასგან“.

5. Rebecca Minkoff-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მსგავსი ფეხსაცმელები წელს განსაკუთრებით ტრენდულია.

6. კრისტალებით გაფორმებული, ულამაზესი ვარდისფერი ფეხსაცმელი, რომლის ავტორიც ჯეფრი კემბელია.

7. კლასიკური, ღია ფერის საზაფხულო ფეხსაცმელი - ავტორი M.Gemi.

8. ქალური, ნაზი ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე - გარდა იმისა, რომ ის ვიზუალს მომხიბვლელობას შემატებს, ასევე თავს კომფორტულად იგრძნობთ.

9. მაღალქუსლიანია ფეხსაცმელი, რომელიც ფერადი კრისტალებითაა გაფორმებული „რივერ აილენდისგან“.

10. ე,წ, ესპადრელები - შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ფერის. ვფიქრობთ, ასეთი ფეხსაცმელი უფრო მეტად ღია სივრცეში გამართული წვეულებისთვის გამოგადგებათ.

11. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გრძელი თოკებით.

12. თვლებით გაფორმებული ღია ფერის, კომფორტული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც მარტივ სილუეტს მოუხდება.

13. კომფორტული სანდლები ღია სივრცეში გამართული წვეულებისთვის.

14. ქალური და რომანტიკული ვარდისფერი ფეხსაცმელი ყვავილების დეტალებით.

15. კრისტალის სანდლები „აკვაზურასგან“ - კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი ღია სივრცის წვეულებისთვის.