სილამაზე

10 ეშმაკობა ქალებისთვის, ვისაც სურს ფეხები იშვიათად გაიპარსოს

10 ეშმაკობა ქალებისთვის, ვისაც სურს ფეხები იშვიათად გაიპარსოს

1. გამოიყენეთ ნატურალური ზეთები

ქოქოსის, არგანის და ზეითუნის ზეთები არა მხოლოდ კვებავენ კანს, არამედ ეხმარებიან თმის დარბილებას, რაც ხელს უწყობს ადვილ და უსაფრთხო პარსვის პროცესს. ძილის წინ დაიტანეთ ზეთი ნოტიო ფეხის კანზე, რათა უკეთესად შეიწოვოს კანმა, დილას კი გაიპარსეთ.

2. გაიპარსეთ ფეხები დილით

დილით ჩვენი კანი უფრო მკვრივი და ელასტიურია და ტრავმის ალბათობა ბევრად დაბალია, ვიდრე საღამოს. ასე რომ დაჟინებით გირჩევთ ადგეთ 10 წუთით ადრე და გაიპარსოთ ფეხები დილით.

10 ეშმაკობა ქალებისთვის, ვისაც სურს ფეხები იშვიათად გაიპარსოს

3. მოამზადეთ კანი გაპარსვისთვის

სანამ შეუდგებით გაპარსვას, ჩაწექით თბილ აბაზანაში ან დაიორთქლეთ კანი ცხელი შხაპით. ეს დაარბილებს თმას, კანს კი უფრო ელასტიურს გახდის.

4. წინასწარ აიქერცლეთ კანი

გაპარსვამდე ერთი დღით ადრე გამოიყენეთ სკრაბი ან ტანის კრემი გლიკოლის ან რძის მჟავით. ეს პროცედურა მოაშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ასევე „გაანთავისუფლებს“ ჩაბრუნებულ თმას და დაიცავს მას მომავალში მსგავსი პრობლემისგან.

5. გაათბეთ საპარსი გამოყენების წინ

გაგიკვირდებათ, მაგრამ საპარსი უფრო ადვილად ისრიალებს კანზე და უფრო სუფთად გაპარსავს, თუ გამოყენების წინ რამდენიმე წუთით ჩაუშვებთ თბილ წყალში (ცხელში არა!).

6. ყოველთვის გამოიყენეთ გასაპარსი გელი ან ქაფი

ბევრი ქალი საპარსად იყენებს შხაპის გელს ან შამპუნს. რეალურად კი, სპეციალური საპარსი საშუალებები მაქსიმალურად მჭიდროდ ფარავს კანსა და თმას, ფუძეშივე პარსავს თმას და ამშვიდებს კანს უშუალოდ პროცედურის დროს.

7. გაიპარსეთ თმა მათი ზრდის მიმართულებით

არასოდეს არ გაიპარსოთ თმა მათი ზრდის საწინააღმდეგოდ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით! სწორედ ასეთი გაპარსვა იცავს თმას ჩაბრუნებისგან. როცა იპარსავთ თმას მათი ზრდის საწინააღმდეგოდ, ხდება კანის ტრავმირება, თმის მოჭრის ადგილზე კი ჩნდება მიკრო იარა.

8. ხშირად შეცვალეთ საპარსის პირი

მწარმოებლები გვირჩევენ შევცვალოთ საპარსის პირი თვეში ერთხელ. ბლაგვი საპარსი ცუდად აშორებს თმას და, აქედან გამომდინარე, უფრო ხშირად გიწევთ გაპარსვა.

10 ეშმაკობა ქალებისთვის, ვისაც სურს ფეხები იშვიათად გაიპარსოს

9. ტყუილუბრალოდ ნუ ირჯებით

გგონიათ, თუ ერთი და იგივე ადგილას რამდენჯერმე გაატარებთ საპარსს, უფრო სუფთად გაპარსავს, თმა კი გვიან გაიზრდება? ასეთი ქმედებით, თქვენ პრაქტიკულად ტრავმას აყენებთ კანის ზედა ფენას და ხელს უწყობთ თმის ჩაბრუნებას.

10. დაამშვიდეთ კანი გაპარსვის შემდეგ

ყველა ზემოაღნიშნული პირობების დაცვის შემდეგაც კი თუ თქვენი კანი გაღიზიანებული იქნება. წაისვით ტანის გამაგრილებელი კრემი ან სპეციალური კრემი, რომელიც განკუთვნილია პარსვის შემდეგომ. არ გამოიყენოთ სპირტის შემცველი საშუალებები, რათა თავიდან აიცილოთ ქავილი და სიწითლე.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>