LIFE

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც პოპულარულმა ადამიანებმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს.

1. ფრედი მერკური - ეს მისი უკანასკნელი ფოტოა. უკანასკნელ დღემდე ის უარყოფდა ჭორებს ავადმყოფობის შესახებ. მომღერალი 1991 წელს 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

2. სტივ ჯობსი - ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როგორც იმ მომენტში მის გვერდით მყოფი ახლობლები იხსენებენ, სტივის უკანასკნელი სიტყვები იყო - „Oh wow! Oh wow! Oh wow! სტივი პანკრეასის სიმსივნით 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

3. ჰიტ ლეჯერი - მსახიობის უკანასკნელი ფოტო ფილმ The Imaginarium of Doctor Parnassus-ის გადასაღებ მოედანზეა გადაღებული. ის 28 წლის ასაკში ნარკოტიკების, ძილის წამლებისა და ანტიდეპრესანტებით მიღებული ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. 

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

4. მუჰამედ ალი - ის პარკინსონის დაავადებას 3 ათეული წელი ებრძოდა. 2016 წლის 2 ივნისს ამერიკელი ბოქსიორი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში მოათავსეს, მეორე დღეს ის 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.ეს კი, სპორტსმენის უკანასკნელი ფოტოა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

5. ჩესტერ ბენინგტონი - „ლინკინ პარკის“ წევრი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ფოტო კი მის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრეა გადაღებული. ჩესტერი საკუთარ სახლში იპოვნეს გარდაცვლილი. მან თავი მოიკლა. 

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

6. კურტ კობეინი - ფოტო 1994 წელსაა გადაღებული და როგორც ერთ-ერთი გასაიდუმლოებული წყარო ამბობს, მომღერალმა ის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო. კურტის გარდაცვალების მიზეზის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ერთი ვერსიით მან თავი მოიკლა, კიდევ ერთი ვერსიით გარდაცვალება ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია, არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, კობეინი მოკლეს. ის 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

7. ბობ მარლი - ეს მომღერლის უკანასკნელი ფოტოა. ბობ მარლი 1981 წლის 11 მაისს, 36 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

8. მარკ ტვენი - ეს მარკ ტვენის უკანასკნელი ფოტოა, რომელიც მწერალმა გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე გადაიღო. ის 74 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

9. ჯონ ლენონი - ფოტო მომღერლის გარდაცვალებიდან 4 საათით ადრეა გადაღებული. ლენონი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

10. მაჰათმა განდი - განდის უკანასკნელი ფოტო. ის 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

11. ჯიმ მორისონი - ფოტოზე ჯიმ მორისონი მეგობართან ერთადაა აღბეჭდილი. დღის ბოლოს მორისონი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ის 27 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც ჰეროინის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

12. ემი ვაინჰაუსი - ფოტო მომღერლის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრეა გადაღებული და მასზე აღბეჭდილია ემი, რომელიც თავის სახლთან ახლოს სეირნობს. 2011 წლის 23 ივლისს ის საკუთარ აპარტამენტში გარდაცვლილი იპოვნეს. მედიკოსების დასკვნით, მისი გარდაცვალება ალკოჰოლმა გამოიწვია. მომღერალს სისხლში დასაშვებზე 5-ჯერ მეტი ალკოჰოლი ჰქონდა. ემი 27 წლის იყო.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

13. ჯიმი ჰენდრიქსი - ჯიმის ეს ფოტო თავისმა მეგობარმა გოგონამ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გადაუღო. 1970 წლის 18 სექტემბერს ის ლონდონში, სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს. ის მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ძილის წამლების დიდი დოზა მიიღო. ჯიმი ჰემდრიქსი 27 წლის იყო.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

14. ალბერტ აინშტაინი - ეს ფოტო 1955 წელს, აინშტაინის სახლშია გადაღებული. ის ფოტოს გადაღებიდან ერთ თვეში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

15. დევიდ ბოუი - ფოტო ბრიტანელი მუსიკოსის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრეა გადაღებული. დევიდ ბოუი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

16. თუფაქ შაკური - ეს რეპერის ბოლო ფოტოა. ის მანქანაში თავის მენეჯერთან ერთად ზის. რეპერს 1996 წლის 13 სექტემბერს ესროლეს. ის 25 წლის იყო.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

17. ვლადიმერ ლენინი - ლენინის უკანასკნელი ფოტო, რომელიც 1923 წელს არის გადაღებული. ის 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

18. ელვის პრესლი - ფოტო 1977 წლის 16 აგვისტოსაა გადაღებული და მასზე აღბეჭდილია ელვისი, რომელიც სტომატოლოგისგან სახლში ბრუნდება. მუსიკოსი ამავე დღეს, გვიან ღამით, გულის შეტევით, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

19. ჯეიმს დინი - ეს მისი უკანსკნელი ფოტოა თავის პორშესთან. ის ამ მანქანას მხოლოდ 9 დღე მართავდა. ჯეიმსი ავტოავარიაში 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოები, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს

20. რობინ უილიამსი - პირველი ფოტო მსახიობმა თავის დაბადების დღეზე, გარდაცვალებამდე 20 დღით ადრე გამოაქვეყნა. მეორე ფოტოზე კი, ის თავის ქალიშვილს ულოცავს დაბადების დღეს და ის უილიამსის გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრეა გადაღებული. მსახიობი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BO-20 Instagram Post



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>