1. იუბერ დე ჟივანში და ოდრი ჰეპბერნი

ჟივანში და ჰეპბერნი თითქმის 40 წლის მანძილზე ინარჩუნებდნენ თბილ ურთიერთობსას, მსახიობის სიკვდილამდე. მათ ერთმანეთი 1954 წელს ფილმი „საბრინა“-ს გადაღებებზე გაიცნეს, სადაც იუბერმა ოდრისთვის რამდენიმე სამოსი შექმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიზაინერი ტიტრებშიც კი არ იყო ნახსენები.

მას შემდეგ დიზაინერი აცმევდა ჰეპბერნს კინო გადაღებებისთვისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვისაც: შავი კაბა ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“, უამრავი ელეგანტური სახეები ფოტოსესიებისთვის, მსახიობის საქორწინო კაბა - ყველაფერი ეს ჟივანშის ნახელავია.

2. ჟან-პოლ გოტიე და მადონა

გახსოვთ კონუსებრი ბრები, რომელშიც მადონა კონცერტებსა და წითელ ხალიჩაზე 90-იანების დასაწყისში ბრწყინავდა? ისინი დიზაინერმა ჟან-პოლ გოტიემ შექმნა, რომლისთვისაც მუზა ეს მარადიული მეამბოხე ქალი გახდა. წყვილის თანამშრობლობა მას შემდეგ პრაქტიკულად არ შეწყვეტილა.

3. მონიკა ბელუჩი და დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა

ოდესღაც სამოდელო კარიერის დასაწყისში სწორედ Dolce & Gabbana-სთან კონტრაქტი გახდა მონიკასთვის ერთ-ერთი გასაღები მოდის დიდ სამყაროში. ლეგენდარული იტალიელის სილამაზე შთააგონებს დიზაინერებს ტანსაცმლის შექმნას და არა მხოლოდ: დოლჩე და გაბანამ მონიკას პატივსაცემად მისი სახელობის ჩანთაც კი შექმენს. ეს შემოქმედითი კავშირი, დროთა განმავლობაში კარგ მეგობრობაში გადაიზარდა და სამაგალითო გახდა სხვა დიზაინერებისთვის.

4. კატრინ დენევი და ივ სენ-ლორანი

მათ ერთმანეთი 1966 წელს ფილმ „შუადღის ლამაზმანის“ გადაღების დროს გაიცნეს. ივმა შექმნა ბრწყინვალე პარიზელი ქალის სახე, რომელიც ჩაცმული გახლდათ მოკრძალებულ ჟაკეტებსა და დახვეწილ კაბებში. ეს მისი კინოსთვის კოსტიუმების შექმნის მისი პირველი მცდელობა იყო. ფილმი ნამდვილ ჰიტად იქცა.

მას შემდეგ, ახალი როლის მიღებისას, კატრინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ კოსტიუმები აუცილებლად ივ სენ-ლორანს შეეკერა და წითელ ხალიჩაზეც ის მხოლოდ საყვარელი მაესტროს კაბებით იწონებდა თავს. შემოქმედებითი ტანდემი და მეგობრობა მათ მრავალი წელი შეინარჩუნეს.

5. ნაომი კემპბელი და აზედინ ალაია

სუპერმოდელი და ტუნისელი წარმოშობის დიზაინერი იმდენად ახლოს იყვნენ და მეგობრობდნენ ერთმანეთთან, რომ ნაომი მას „მამას“ ეძახდა. ოდესღაც ჯერ კიდევ 16 წლის „შავმა პანტერამ“ დიზაინერი მოდის კვირეულის დროს გაიცნო. ალაიამ გადაწყვიტა ისე ეზრუნა გოგონაზე როგორც საკუთარ შვილზე, თვალყურს ადევნებდა, რომ ზედმეტად არ ემუშავა და ღამეები არ გაეთენებინა.

ნაომი მონაწილეობდა დიზაინერის ყოველ ჩვენებაში, სქელი ტრიკოტაჟისგან დამზადებული მისი საფირმო კაბები ისე კარგად ჰქონდა მოდელს მორგებული, თითქოს სპეციალურად მისთვის იყო შექმნილი. მათი მეგობრობა 30 წელს გაგრძელდა - დიზაინერი 2017 წელს გარდაიცვალა, და კემპბელმა ყველაზე მძიმედ გადაიტანა ეს დანაკლისი.