მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ქორწილი რამდენიმე დღის წინ შედგა, თემა დღემდე აქტუალურია და საზოგადოებაში, თუ მედიაში ქორწილის განხილვა არ წყდება.

პრინცისა და მეგანის თაყვანისმცემლები იმითაც ინტერესდებიან, თუ რამდენად ეწყობა ეს ორი ასტროლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთს და ელოდებათ თუ არა ბედნიერი თანაცხოვრება.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ წყვილმა ასტროლოგიური თვალსაზრისით ქორწინების თარიღი შესანიშნავად შეარჩია. 19 მაისს მთვარე კირჩხიბში იყო. კირჩხიბი ოჯახის სიმტკიცის, მზრუნველობის, დედობრივი ზრუნვის, ურთიერთპატივისცემის, დიდი სიყვარულის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, ახლადაქორწინებულთა თანაცხოვრებას ასტროლოგები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

„ის, რომ მთვარე ქორწინების დროს კირჩხიბში იყო, განაპირობებს ჰარისა და მეგანის ერთმანეთისადმი ხანგრძლივ, თბილ, სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე ურთიერთობას და მოსალოდნელია, რომ წყვილს მალე შეეძინება შვილი.

აღსანიშნავია, რომ ქორწინების დროს, სწორედ ფიცის დადების მომენტში, სიყვარულის, სილამაზის და კეთილდღეობის პლანეტა ვენერაც მგრძნობიარე კირჩხიბში გადავიდა, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ წყვილის თანაცხოვრება ხანგრძლივი და ბედნიერებით სავსე იქნება. მზრუნველობა არის მთავარი, რაზეც იქნება მათი ურთიერთობა დაფუძნებული“, - ამბობს ასტროლოგი ჯენიფერ რასიოპი.

პრინცი ჰარის ზოდიაქოს ნიშანი ქალწულია, ხოლო მეგანი ზოდიაქოს ნიშნით ლომი გახლავთ. ერთი შეხედვით ვიღაცას შეიძლება გაუჭირდეს იმის გაგება, თუროგორ ეწყობა ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი ერთმანეთს. ლომი ცეცხლოვანი, გართობის მოყვარული და მხიარულია, ხოლო ქალწული მიწაზე მყარად დგას, ჭკვიანია და გეგმის მიხედვით ცხოვრება უყვარს. უმეტეს შემთხვევაში ფიქრობს, რომ გართობის დრო უბრალოდ არ აქვს. თუმცა ამომავალი წერტილი ამ შემთხვევაში არის ასცენდენტი. მეგანის ასცენდენტია კირჩხიბი, ხოლო ჰარის - თხის რქა.

ასტროლოგების მტკიცებით, სწორედ ამის გამო მათი შეთავსების მაჩვენებელი მაღალია. ის, რომ მეგანის ასცენდენტი კირჩხიბია, მის მზრუნველ ხასიათს განაპირობებს და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს დაცულად გრძნობდეს. ჰარი კი, რომლის ასცენდენტიც თხის რქაა, მუდამ მომართული სხვების დაცვისკენ და გარშემომყოფთათვის ბედნიერი გარემოს შექმნისკენ. კირჩხიბი შესანიშნავი დედაა, ხოლო თხის რქა შესანიშნავი მამა და ორივე მათგანისთვის ოჯახი უმნიშვნელოვანესია.

პრინცესა დაიანას ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბი იყო, ამიტომაც ასტროლოგები თვლიან, რომ მეგანსა და ლედი დის ბევრი საერთო თვისება აქვთ, რის გამოც, პრინცს თავისი ცოლი დედასაც აგონებს და ამიტომ, კიდევ უფრო განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ.

რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ როგორც ლომსა და ქალწულს, მათ ბევრი საერთო არ აქვთ, თუმცა ეს ხელს ვერ უშლით შესანიშნავ თანაცხოვრებაში, რადგანაც, როგორც უკვე ვთქვით, სხვა კოსმიური ფაქტორები ახდენენ გავლენას, რომელთა გამოც, მეგანი ჰარისთვის იდეალური ქალია, ხოლო ჰარი ახალი პრინცესასთვის იდეალური მამაკაცი.